მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ებოლას მომაკვიდნებელმა ვირუსმა 6070 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 17 145 პირი კი ვირუსის მატარებლად ითვლება. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით ებოლა სენსაციური სისწრაფით ვრცელდება სიერა-ლეონეში. აფრიკის რამოდენიმე ქვეყანაში 23-30 ნომებრის მანძილზე, დაავადების 537 ახალი კერა დაფიქსირდა, აქედან 385-ი კი უკანასკნელ დღეებში. მეცნიერების მტკიცებით, ებოლა აფრიკის ქვეყნების სამხრეთ ნაწილში ,,მოიკოჭლებს“თუმცა ჯერჯერობით მათ ვირუსის დამარცხების რეალურ გასაღებს ვერ მიაგნეს. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ქვეყნის კონგრეს ებოლას დასამარცხებლად 6 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.