QronikaPlus
ბრიტანეთში ლესბოსელთათვის სპერმის ბანკს დააარსებენ

ბრიტანეთში ლესბოსელთათვის სპერმის ბანკს დააარსებენ

2014-08-05 08:40:06

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ნაციონალური სამსახური, ქვეყანაში, ლესბოსელებისა და მარტოხელა ქალბატონებისათვის, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სპერმის ბანკს დააარსებს. ინფორმაციას ,,The Daily Mail“ - ავრცელებს. ბანკის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება. მატოხელა და ლესბოსელი ქალბატონებისათვის ბავშვის ჩასახვა მამაკაცის მონაწილეობის გარეშე 300 ფუნტი (500 დოლარი) ეღირება, რაც კერძო კლინიკების მომსახურეობაზე ორჯერ იაფია. ბრიტანელ ქალბატონებს ექნებათ საშუალება აირჩიონ მამაკაცის სპერმა პარამეტრების მიხედვით. თვალის ფერი, სიმაღლე, კანის ფერი, ეროვნება და ასე შემდეგ. შეთანხმებული პროცედურების გავლის შემდეგ, პაციენტს ხელოვნური განაყოფიერებისათვის კლინიკაში გადაიყვანენ. პროექტის ავტორების განცხადებით, მათი მომსახურების სერვიზით სარგებლობის საშუალება ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც შეეძლებათ, თუმცა პროექტის ძირითადი მიზანი, იმ პირების დაკმაყოფილებაა, რომლებსაც მამაკაცთან კონტაქტის გარეშე სურთ შვილები ჰყავდეთ.

გაზიარება