QronikaPlus
ნიდერლანდები უკრაინულ მხარეს boeing777-ს კატასტროფის ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თხოვს

ნიდერლანდები უკრაინულ მხარეს boeing777-ს კატასტროფის ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თხოვს

2014-07-29 11:17:45

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი მარკ რიუტე უკრაინის ხელისუფლებას, მალაიზიის ავიახზების კუთვნილი Boeing 777-ის აფეთქების ადგილზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ინფორმაცია ჰოლანდიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს. ,,პრემიერმა ამ დილით უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაურეკა და კატასტროფის ადგილზე საბრძოლო მოქმნედებების შეწყვეტა პირდაპირ მოსთხოვა. პრემიერი მიიჩნევს, რომ უკრაინული მხარის ქმედება ბევრ კითხვას ბადებს" - აცხადებენ უწყებაში. ჰოლანდიური  მხარის მტკიცებით , აღნიშნული ქმედება უკრაინელების მიერ კვალის წაშლის მიზნით ხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ავია კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ჰოლანდიელმა და ავსტრალიელმა წევრებმა, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მისვლა მაინც მოახერხეს.

გაზიარება