- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-04-09 06:10:04
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასმათ დვალიშვილი პოლიტიკოს გოგი წულაიას სექსუალური ძალადობის მცდელობაში სდებს ბრალს, საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ეს დვალიშვილის მიერ კარგად დადგმული სპექტაკლია, ვინდაიდან ის არაერთხელ არის შემჩნეული მსგავსს ქმედებებში.
„ქრონიკა+“-ს თეონა ძიგუა დაუკავშირდა, რომელიც დვალიშვილთან ახლო ურთიერთობაში იყო მაშინ, როდესაც დვალიშვილი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო მის ნათესავზე. ძიგუა დვალიშვილის ცხოვრებიდან ძალზე საინტერესო დეტალებს გვიყვება და აქვე აცხადებს, რომ მას არ სჯერა იმ ინფორმაციის, რაც ბოლო დროს წულაიასა და დვალიშვილის საქმის შესახებ ვრცელდება.
თეონა ძიგუა:
_ როგორც კი ეგ ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე ვთქვი და საჯაროდაც დავწერე: _ ასმათი იყო მაგის გამკეთებელი, ეს არის 1000%-იანი. აქ თანხაზეც არაა საუბარი, არამედ ნებისმიერ რამეზე. აი, მაგალითად, ვიღაც მამაკაციც რომ მოსწონებოდა და იმას ეთქვა, _ ჩვენ ურთიერთობა გვექნება ხანგრძლივად და შენ ეგ საქმე გააკეთეო, _ ეგ წამსვლელი იყო ამაზე.
_ რა ინფორმაციას ფლობთ ასმათ დვალიშვილზე?
_ ასმათ დვალიშვილი არის ჩემი დედამთლის რძალი, კონკრეტულად კი ბიძაშვილის ცოლი. მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა მანამდე, სანამ მისი რეალური სახე არ დავინახე. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ თქვენთან სტუმრად მოსვლას ვაპირებო. ძალიან გამეხარდა. მახსოვს, ბავშვთან ერთად მოვიდა და ცოტა ხნის შემდეგ მთხოვა, ბავშვი დამეტოვებინა, რადგანაც საქმეზე იყო გასასვლელი. _ არანაირი პრობლემა არ არის-მეთქი. დავიტოვე ბავშვი, საღამოს გვიან დაბრუნდა და ბავშვი წაიყვანა. ამ ამბიდან საეჭვო (ამაზე მერე დავფიქრდი) ის იყო, რომ სტუმრად ზუსტად მაშინ მოვიდა, როდესაც ჩემი დედამთილი შინ არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ძალიან დამიახლოვდა და სიმართლე გითხრათ, რაღაც ეჭვი მღრღნიდა, ბოლო პერიოდი ძალიან გააქტიურდა ჩემთან მიმართებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ჩემს დეიდაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელსაც ოჯახი ჰყავდა. როდესაც ბავშვს მიტოვებდა, ჩემს დეიდაშვილთან ერთად მის კუთვნილ ბინაში მიდიოდა. ჩემი ეჭვების გასამყარებლად დეიდაშვილის ტელეფონი ავიღე, სადაც მისი და ასმათის მიმოწერები ვნახე, თუ როგორ საუბრობდნენ დეტალურად ერთად გატარებულ დღეებზე და როგორ უყვებოდა ასმათი, რომ მე მაგოიმებდა და ბავშვს მიტოვებდა, თითქოსდა საქმეზე გადიოდა.
_ როგორ განვითარდა მოვლენები?
_ მე დავემუქრე დვალიშვილს აღნიშნული მიმოწერების გასაჯაროებით, თუმცა მან პატიება მთხოვა და ამიხსნა, რომ ყველაფერი დამთავრდა და არ უნდოდა ოჯახის დანგრევა.
ქალი, რომელიც სხვის ოჯახს ხელაღებით ანგრევს, არ გამოვრიცხავ, რომ შემხებლობაში იყოს თანამდებობის პირებთან.
არის ერთი ოჯახი, რომელიც დაანგრია, ისინიც ცხოვრობენ სოფელში. შემიძლია, სახელი და გვარიც ვთქვა, ეს არის თეა ბოჭორიშვილის ოჯახი. ფაქტი მოხდა მაშინ, როდესაც ასმათს ქმარი ჰყავდა. ზაფხულობით სტუმრად ჩამოდიოდნენ სოფელში, სწორედ მაშინ ჰქონდა ურთიერთობა მის მეუღლესთან.
შემდეგ იყო ასეთი სიტუაცია: ქმარი რომ ჩამოვიდა მოსკოვიდან, უბანში სუფრა გაიშალა, მაშინ პირდაპირ უთხრეს, რომ შენი ცოლი ასეთ რაღაცებს აკეთებსო.
მე ასმათს ვუთხარი, _ მოვა დრო და შენ ნიღაბს მოიხსნი, ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი-მეთქი. ოჯახი პიკზე მიიყვანა, რომ დანგრეულიყო. თავად არაერთი სხვისი ოჯახი აქვს დანგრეული. ჩემს დეიდაშვილსაც აშანტაჟებდა მასთან გადაღებული ფოტოებით,შენს მეუღლეს ვაჩვენებ თუ მიმატოვებო, ახლა გოგი წულაიას ჯერი დადგა, დარწმუნებული ვარ რომ მან ეს პროვოკაცია წინასწარ დაგეგმა და როგორც კი საშუალება მიეცა განახორციელა.
„ქრონიკა+“-ის რედაქციაში მსგავსი სახის შეტყობინებები და ინფორმაციები არ არის პირველი. მას შემდეგ, რაც პოლიტიკოს გოგი წულაიას ამბით აქტიურად დავინტერესდით, არაერთი ადამიანი გვირეკავს და გვთხოვს, რომ მოვყვეთ მის შესახებაც, თუ როგორ დაუნგრია ცხოვრება ასმათ დვალიშვილმა. მოკლედ, ასმათ დვალიშვილის „გარდასულ დღეთა“ ამბებს არაერთხელ დავუბრუნდებით.
გიგა გელხვიიძე