- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-02-10 06:25:28
ვინ არის თენგიზ ბაკურიძე? როგორ და ვის ხარჯზე გამდიდრდა იგი? რატომ წაართვა მან ასლან სმირბას წილები?
„ქრონიკა+“ ამის შესახებ ბათუმის ყოფილ მერ ასლან სმირბას ესაუბრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
_ მე ვიყავი ქალაქ ბათუმის ოფიციალურად არჩეული მერი. 1997 წელს თავისთან გამომიძახა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძემ. მასთან კაბინეტში ისხდნენ ცხონებული ჯონდო ცივაძე და თვითონ თენგიზ ბაკურიძე. ასლან აბაშიძემ და ჯონდო ცივაძემ მთხოვეს, რომ თენგიზ ბაკურიძე მიგვეღო ქალაქის ვიცემერად. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რადგან თემურის წარსული ვიცოდი: ის მანამდე ჩაქვში მუშაობდა, ჟიტომირიდან ჩამოჰქონდა ქვები, ჭრიდა და სასაფლაოების მოსაპირკეთებლად ამზადებდა. მაგრამ, ამასთანავე, ერთ-ერთ პიროვნებასთან ის ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდა.
ამის მერე, დიდი ხვეწნის შემდეგ, რიგით მოადგილედ დაინიშნა. ყველანაირად მეპირფერებოდა და ჯერ ამ ბაზრის საბუთებზე მომაწერინა ხელი (საუბარია ბათუმის ერთ-ერთ დიდ ბაზარზე „ბონი“), ამათვისებინა მთლიანად. ერთ-ერთ პიროვნებას ბაზრის წინ ჰქონდა ტერიტორია, 1997 წელს დაიწყო მშენებლობა და ოფიციალურად წილები ასე გაანაწილა: 18%-იანი წილი ჩემს მეუღლე მზია გოგოლიშვილს ეკუთვნოდა, მზია ბერაძეს კი _ 15%.
1999 წელს, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიყრიდი კენჭს პარლამენტის წევრად, თენგიზ ბაკურიძემ მოხერხებულად დამიბრუნა ჩემი რესტორანი.
ბაზარ „ბონის“ წილი იყო ჩემი და ბარათაშვილის. დასაწყისში იყო მაღაზია „პოპული“, რომლის 50%-იანი წილი არის მზია გოგოლიშვილის. ესეც წაიღო ამ ადამიანმა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ბაკურიძე არის არაკაცი. ამის გარდა, ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს მას გაკეთებული. ბათუმში ვერ მონახავთ ადამიანს, ვინც მას კარგად მოიხსენიებს. ბაზრის ნახევარი თანამშრომლები გაათავისუფლა სამსახურიდან, ნახევარი კი გამწარებული ჰყავს.
კიევიდან კაცს კარაქი ჩამოატანინეს ბათუმში, შემდეგ ეს ადამიანი „გადააგდეს“ და კარაქი მათ გაყიდეს. მისი შვილიც ძალიან ცუდი პიროვნებაა, მამამისზე უარესია.
ძალიან ბევრი პიროვნება გაამწარა. ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, მაგის საქმეზე მიკარება არ შეიძლება. გემახსოვრებათ, მიხეილ საკააშვილის მოსვლის შემდეგ ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო „გრუზბაკალის“ შენობა, რომელიც შეასყიდინეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ედიკა კაკაბაძეს. ეს ის პერიოდია, როცა აბაშიძე გადააყენეს, მიშა უკვე მოსულია. თენგიზ ბაკურიძე ტექნიკურად „შეუძვრა“ ერთ-ერთ პიროვნებას და ედიკა კაკაბაძეს ეს მიწა და ყველაფერი წაართვეს. ბაკურიძემ შემოღობა ტერიტორია და ზედ 18-სართულიანი სახლი ააშენა. მერე არც მისი ახლობელი და ოჯახის წევრი დაინდო, ზორბეგ ბაკურიძე და მასაც წაართვა ლერმონტოვის ქუჩაზე მერიის წინ „ლიდენის ცეხი“, გამოასახლა იქიდან და თვითონ შეიტანა ყველაფერი. ახლა ის ამუშავებს „ცეხს“.
ამის გარდა, გონიოში ჰქონდა აშენებული 16-სართულიანი სახლი. შემდეგ მე-16 სართულს დაადგა „მაიაკი“, 3 საართული უკანონოდ დააშენა და მიხეილ სააკაშვილმა მოახსნევინა თავის „მაიაკიანად“.
ამასობაში მიშა წავიდა. და აი, ასე აქვს ხალხში ნათქვამი: „ჩემი დრო ხომ მოვიდა, მაგის დედაც ვატირეო“ და ისევ დააშენა ის 3 სართული და „მაიაკიც“ დაადგა ზემოდან. ნახევარზე მეტი ხალხი იქაც „გადაყარა“ თენგიზ ბაკურიძემ.
სადღაც მაჭახლის ხეობაში აშენებს ჰესს, შევიდა, ვითომ შეისყიდა ნაწილი და იქ მთელი სამეზობლო დაუპირისპირდა _ არ უშვებენ შიგნით.
ქობულეთის შესასვლეთან აქვს ყვავილების სათბურები, ყველა მისია.
ძალიან ბევრი ობიექტი აქვს საკუთრებაში გერმანიაში.
ზოგადად, ბაკურიძე არის საშიში პიროვნება და ძალიან ცუდი ადამიანი.
ზემოთაც ვახსენე „ბონი“, რომლის 18%-იანი წილის მფლობელი იყო ჩემი მეუღლე, ხოლო 15%-იანის _ ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი მზია ბერაძე. ყველაფერი თენგიზ ბაკურიძემ მიითვისა და გადაიფორმა საკუთარ სახელზე. ბაზრის წინ იყო პატარა ბაზარი, მის მფლობელს ედავა პროკურატურაში ბაკურიძე. როცა იმ კაცმა საბუთები შეიტანა, გააჩერა და 350 ათასი დოლარი მისცა.
მე დღეს არაფერი მინდა მაგისგან, მხოლოდ ვითხოვ ერთ რაღაცას: მზია ბერაძეს და მზია გოგოლიშვილს „ბონიდან“ ეკუთვნით ნახევარი მილიონი დოლარი. თუ თენგიზ ბაკურიძე ამ ფულს ჩემთან არ მოიტანს, მე შემიძლია წავიდე 20-წლიან „სროკზე“! ხმამაღლა ვაცხადებ: მე მაგას არ ვაპატიებ, შვილებს ვფიცავარ, მე მაგას სახლიდან გამოსულს გავაგორებ! მაგ ადამიანმა გამამწარა!
მით უმეტეს, ვიცი მისი გრაფიკი, სად და როგორ დადის, რომ დილის 8-დან გამოდის სახლიდან.
როდესაც საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიყავი, პროკურატურაში გამომიძახეს. მივედი და უცებ დამადეს ბორკილები და გადამიყვანეს ციხეში, ეს იყო 2006-2007 წლებში.
შემდეგ ამ საქმის ძიება დავიწყე. ვინც მაშინ გენერალური პროკურორი იყო, დღეს ჩემი მეგობარია. ბოლოს ამ კაცმა თბილისში ერთ-ერთ ვახშამზე მითხრა, _ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს თენგიზ ბაკურიძემ გაგიკეთაო. მან დააჭერინა ჩემი თავი. 3 თვე ციხეში ვიყავი, რომ ჩემზე დედა ეტირებინა. „დუბინკების“ ცემით მომკლეს და დამიზიანეს ერთი თვალი. დღეს პროთეზი მიკეთია თვალზე.
თუ თენგიზ ბაკურიძეს არ უნდა ჩემთვის ფულის მოცემა, კეთილი ინებოს და ბაზრის 18% და 15%-იანი წილები გადმოაფორმოს უკან ჩვენზე, ასევე მაღაზია „პოპულის“ 50%-იანი წილი ჩემს მეუღლე მზია გოგოლიშვილზე, რომელიც არის ყველა კანონით დადასტურებული.
კიდევ ერთ ფაქტზე მოგიყვებით: ასლან აბაშიძის მუშაობის პერიოდში კინო „თბილისი“ აბაშიძემ ოფიციალურად გაასხვისა და მიჰყიდა ბატონ თემურ გოგიტიძეს, რომელიც აკეთებდა რემონტს. ამ დროს ასლან აბაშიძე წავიდა, მოვიდა მიშა და თენგიზ ბაკურიძემ ეს კინო „თბილისი“ შეისყიდა, ხოლო წინ, სადაც „მაკდონალდსია“, სახლი გააკეთა, პირველ სართულზე სულ კაფეები და რესტორნებია მოწყობილი და ზემოთ თითო ბინა გაყიდა 120 დოლარად კვ.მ. თემურ გოგიტიძეც მოატყუა და ეს ფართიც დაითრია კინო „თბილისის“ წინ.
ასევე მინდა გითხრათ ერთ ეპიზოდზე: მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნისას, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ქალაქის მერია, 5 წუთით სახლში შემოვირბინე. თან მახლდა თენგიზ ბაკურიძე. მან მითხრა, რომ ტანსაცმელი არ მაქვს, იქ რომ გამოვიდეო. ჩემმა მეუღლემ, ქალბატონმა მზია გოგოლიშვილმა, გამოიტანა ჩემი ტყავის ლაბადა, რომელიც ბატონ თენგიზ ბაკურიძეს ჩავაცვი. ეს ლაბადა დღესაც აცვია მას. ასევე მას, მის ცოლსა და შვილებს ხომ არ უნდა შევახსენო, როგორ ისვენებდნენ, როგორ ყიდულობდნენ ძვირადღირებულ ტანსაცმელებს და ა.შ.?!
ამ ყველაფერზე ფაქტები დავდო თუ რა ვქნა?!
ასლან სმირბას ბევრი, ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო, ჯერ არ გავჩერებულვარ და რა ინფორმაციაც მოგეცით, ეს მხოლოდ ნაწილია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახლს შემოვივლი ქალაქ ბათუმში, მის ყველა ბინადარს დაველაპარაკები, ვის რა აქვს გადახდილი, რამდენი ბინა აქვს ნაყიდი, რამდენი ფული აქვს ნაშოვნი და თუ საჭირო გახდა, ყველა მედიასაშუალებით პროკურატურას ვთხოვ, რომ ჩაერიოს ამ საქმეში და გამოიძიოს იგი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ინტერვიუს ასლან სმირბასთან ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ჩვენ გამოვკითხეთ მისი მეგობრებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასლან სმირბას ნამდვილად ეკუთვნის „ბონის“ ბაზრიდან და მაღაზია „პოპულიდან“ წილები.
“ქრონიკა +”აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას
ხვიჩა მამულაძე