- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-01-26 07:20:14
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს 2000 ლარის გირაო შეუფარდა.
სასამართლომ ირაკლი ფანგანს ასევე დამატებითი ვალდებულებები დააკისრა: იგი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს; საქმის განხილვის დასრულებამდე ფანგანს აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მიახლოება ირაკლი ჩავლეიშვილთან; ამასთანავე, - ქვეყნის დატოვება.
„არაფერს ვნანობ, ისევ ძველებურად გავაგრძელებ აქტიურობას და ბოლომდე ვიბრძოლებ. მე თუ არა, სხვა ჩაიდენს იგივე ქმედებას“, - აცხადებს ირაკლი ფანგანი.
შეგახსენებთ: ბათუმში საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
ხვიჩა მამულაძე