- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-12-12 07:22:49
სამართალდამცველებმა დღეს ზუგდიდში, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.