- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-12-11 06:23:40
„როიტერის“ ინფორმაციით, ჯალალაბადში მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძღოლთან ერთად მოკლეს რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი, მალალაი მაივანდი.
პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერის განცხადებით, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო.
მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტია, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინათ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.
ნენე ინჯგია