- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-04-16 07:32:21
ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ქალბატონი, ამ დროისთვის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკა+“-ს განუცხადა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ხვიჩა მამულაძე