QronikaPlus
ქართული ღვინის კომპანიები და სახელისუფლებო კავშირები

ქართული ღვინის კომპანიები და სახელისუფლებო კავშირები

2019-02-23 05:04:07

ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე „Prowein Shanghai 2017“ წარმოდგენილი 30 ქართული ღვინის კომპანია კომპანიები უკვე მეორედ მონაწილეობდნენ „Prowein Shanghai 2017“-ში, რომელსაც უამრავი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის სპეციალიზებული დეგუსტაცია-სემინარები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „მოსმიერი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბესინი“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“, „ჯიველი“, „GWS“, „შატო მუხრანი“, „წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები“, „ქიმერიონი“, „მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაზისუბნის მამული“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ყვარლის სარდაფი“, „ფალავანი“, „KTW“, „Heritage Wines Georgia“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შპს ალავერდი“, „გიუაანი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა დანიელი“, „შილდა“, „ვაინმენი“ და „იკანო“. „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესოა, ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები და რა როლს ასრულებენ ისინი ქართული ბიზნესის განვითარების საქმეში. შპს „მოსმიერი“ 2017 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა ნოემბერში უკვე შეძლო გამოფენაზე გამგზავრება. მისი დირექტორი იორგ მათიესია (გერმანია), ხოლო მფლობელი შპს „ჯორჯიან ჰოსპიტალიტი ინვესტმენტს“. კომპანიას მართავენ: იორგ მათიესი (85%), გივი ლაფაური (7.5%), თინათინ გულიაშვილი (7.5%). გივი ლაფაური შპს „ნიკორა-კახეთის“ დირექტორია, ხოლო თინათინ გულიაშვილთან ერთად კიდევ ერთი ღვინის კომპანიის, შპს „კახეთის ღვინის ცენტრის“ ასევე 7,5%-7,5%-ის მფლობელი. ამ კომპანიის დირექტორიც მათიესია, ხოლო 85%-ის მფლობელი შპს „სმარტ ჯორჯიან ვენჩარს“. მათიესი ამ კომპანიის დირექტორადაც გვევლინება და ისიც 2017 წლის 25 აპრილსაა დარეგისტრირებული. იორგ მათიესი შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იყო 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე, 2009-დან 2013 წლამდე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი. ასევე შპს „აი-ემ ენჯინერინგ ეურაზიის“ დირექტორი, რომლის 40%-ს ფლობს შპს „სმარტ ჯორჯიან ვენჩარს“, ხოლო 60%-ს _ „აიემ ენჯინერინგ ინთერნეიშენალ“ (შვეიცარია). შპს „მეღვინეობა ხარების“ მფლობელები არიან: ვახტანგ ლიპარტიანი 0.3% (შპს „აქვა გეო“, შპს „ვაჩნაძიანი“, შპს „კობი“); ალექსანდრე ხარებავა 0.5% (შპს „ხევის ნობათი“, შპს „კოლხური ნობათი“, შპს „ვიქტორია 2012“, შპს „ინტელ მედი“, შპს „კობი“, შპს „ქართული პერსპექტივა“, შპს „იმერიმპექსი“, შპს „ინტელ-აგრო-სერვისი“, შპს „პერიტტო“, შპს „ალიგატორი“, შპს „ვიქტორია-98“, შპს „საქართველოს მარანი“); შპს „მეღვინეობა ხარება“ 52.2%; შპს „საქართველოს მარანი“ 42%; შპს „ვაჩნაძიანი“ 5% სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვახტანგ ლიპარტიანი; გიორგი იმნაძე; ალექსანდრე ხარებავა; აღმსარულებელი დირექტორი _ ასევე ალექსანდრე ხარებავა. 2017 წლის აპრილიდან ამავე წლის დეკემბრამდე აღმასრულებელი დირექტორი იყო ნიკა ზაუტაშვილი. 2019 წლის 18 იანვრის მონაცემებით, ზაუტაშვილი სს „თ & რ დისტრიბუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, კომპანიის ყოფილ მფლობელსა და დირქტორთან, რაფიელ სურამელაშვილთან და თემურ ჭყონიასთან ერთად. დირექტორი ზურაბ აღნიაშვილია. სს „თ & რ დისტრიბუშენი“ (2019 წლამდე მონაცემებით, შპს „თ & რ დისტრიბუშენი“) ყურადღების ცენტრში მოექცა კომპანია „ომეგასთან“ ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო დავის გამო. ვახტანგ ლიპარტიანი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან პარტიას 2014 წელს 37 353 ლარი ჩაურიცხა. იგივე თანხა აქვს გადარიცხული ალექსანდრე ხარებავასაც, 2016 წელს კი 60 000 ლარის შემოწირულობა გაიღო. შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ დირექტორი ნინო ხაზიურია, ხოლო მფლობელი _ შპს „დკ-სერვისი“ (რუსეთის ფედერაცია), შპს „დკ-სერვისის გენერალური დირექტორია სერგეი გავრილიევი (შპს „მარესის“ დამფუძნებელი). ეს კომპანია სამშენებლო ბიზნესშია, ხოლო მისი მფლობელია შპს „ტერრას“ დამფუძნებელი და დირექტორი ელენა შჩელკანოვა. 2014 წლის ოქტომბრამდე გენერალური დირექტორი გერმან ლისოვი იყო. IDFI კვლევის თანახმად, დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ტიფლისკი ვინნი პოგრების“ 100%-იანი წილი „დიონისემ“ „დკ სერვისს“ 2014 წლის ოქტომბერში 2 ათას ლარად მიჰყიდა. სს „თბილღვინო“ 1996 წელს დაფუძნდა. აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ მარგველაშვილი, ხოლო პრეზიდენტი _ გიორგი მარგველაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს მართავენ: 1. ომარ მარგველაშვილი 2. პაატა სალია, რომელიც 2013 წელს დაფუძნებული საქართველოს საარბიტრაჟო ასოციაციის გამგეობის წევრია; ასევე შპს „ჯი ეი პი“ კონსალტინგის გამგეობის წევრი (მფლობელები: ზაზა მეფარიშვილი _ 50%, სპს „გაბუნია და პარტნიორები“ _ 50%); ასოციაცია ადვოკატთა სკოლის გამგეობის წევრი; შპს „არტი ჯგუფის“ დირექტორი (მფლობელები: ქიბარ ხალვაში _ 44%, გურამ გოგუა _ 30%, ნიაზ ხალვაში _ 12%, თამაზ ბერიაშვილი_ 7%, ივანე რუაძე_ 7%); შპს „გაბუნია და პარტნიორების“ დირექტორი და წილის მფლობელი (დიმიტრი გაბუნია _ 45%, წილს მართავს სალია მას შემდეგ, რაც გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა), პაატა სალია _ 45%, გიორგი ტალახაძე 10% _ „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მან 2017 წელს 40 000 ლარი ჩაურიცხა პარტიას). შპს „ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანის“ დამფუძნებელი და დირექტორი; შპს „ტერმინალ 1“-ის დირექტორი გიორგი ჟვანიასთან ერთად (მფლობელები: სოფიო წერეთელი 80%, აკაკი ჩხენკელი 10%, შპს „ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანი“ 10%). აკაკი ჩხენკელი 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იყო, მდგომარეობით _ შსს-ს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. შპს „ჯი ეს ლიგალ“ (დირექტორი და დამფუძნებელი); შპს „ბათუმი პორტ ნიუ ჰორაიზონ“ (დაფუძნდა 2019 წლის იანვარში; სალია კომპანიის დირექტორია გიორგი ჟვანიასთან ერთად, ხოლო მფლობელები არიან: სოფიო წერეთელი 45%, აკაკი ჩხენკელი 5%, შპს „ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანი“ 50%). შპს „მანგანუმის მოპოვების კომპანია“ (დირექტორი შოთა ჭოჭუა, გრიგოლ ბერაძე 70%, ჯონი ჯღარკავა 20%, პაატა სალია 10%); შპს „სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრი“ (ხათუნა პაიჭაძე 50%, დიმიტრი გაბუნია 25%, პაატა სალია 25%); ხათუნა პაიჭაძე 2015-2017 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. შპს „ჯორჯიან კოსმეტიკ“ (დირექტორი შოთა ჭოჭუა, მფლობელები: პაატა სალია _ 5%, შოთა ჭოჭუა _ 95%); 3. ზურაბ ნაყეური, რომელიც რამდენიმე კომპანიის დირექტორია: შპს ფაინნათი _ გიორგი ჩაჩიბაია (33.33%), შოთა ბუხაიძე (33.33%), ზურაბ ნაყეური (33.34%); შპს „ს კაზინო“ _ ავთანდილ წერეთელი (100%); შპს „სტუდია მაესტრო“ _ გიორგი გაჩეჩილაძე (55%), შპს „მედია ფინანს გრუპ ბი.ვი“ (ნიდერლანდები, 25%), მამუკა ღლონტი (15%), ეკატერინე აკობია (5%); შპს მედია რაითს ჯორჯია _ ზურაბ ნაყეური, გიორგი სულაძე, დიმიტრი ბოკერია, მანანა გეგელაშვილი (25-25%) სხვადასხვა დროს ნაყეური დირეტორი იყო კომპანიებში: შპს „სასტუმრო ყაზბეგი“, შპს GEOBET, შპს „ავიატორი“, შპს „ეარ ჯორჯია“. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ კიდევ ერთი საინტერესო კომპანიაა, მით უმეტეს, რომ შეაღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენფიციარია. კომპანია 2004 წელს დაფუძნდა. მფლობელები იყვნენ დავით და ზაალ დუგლაძეები, მალხაზ ყანჩაველი და დავით კაპანაძე. დირექტორი _ მანანა ახვლედიანი. 2016 წლის სექტემბრიდან პარტნიორების სია შემდეგ სახეს იღებს: ალექსანდრე ივანიშვილი _ 23% (შპს „ორხევი“ 2, შპს „აისი ინკ“, შპს „ინესს“, შპს „ფბ - დისტრიბუცია“, შპს „ციტადელი“, შპს „ტორნადო +“); ზაალ დუგლაძე (დირექტორი) _ 23% (შპს „მთაწმინდა-95“, შპს „დუგლაძეების ღვინის კოლექცია“, შპს „ორხევი 2“, შპს „ორხევი კომპანი“, შპს „აისი ინკ“, შპს „ინესს“, შპს „ფბ _ დისტრიბუცია“); მალხაზ ყანჩაველი _ 23%; (შპს „ორხევი 2“, შპს „სამგორი ტბორი“, შპს „პირველი“, შპს „მთაწმინდა-95“, შპს „დუგლაძეების ღვინის კოლექცია“, შპს „ორხევი კომპანი“, შპს „აისი ინკ“, შპს „ინესს“, შპს „ფბ - დისტრიბუცია“); დავით დუგლაძე _ 23%; (შპს „მთაწმინდა-95“, შპს „ორხევი 2“, შპს „ორხევი კომპანი“, შპს „აისი ინკ“, შპს „ლომის მთა“, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია (2016 წლამდე); გიორგი კაპანაძე (რუსეთის ფედერაცია) 8%. (შპს „ორხევი 2“, შპს „მთაწმინდა-95“, შპს „ორხევი კომპანი“, შპს „ფბ _ დისტრიბუცია“) 2013 წელს კომპანიამ „ქართუ-ბანკის“ კრედიტით შეიძინა ვარციხის კონიაკის ქარხანა. ამავე წელს მოხდა შპს „დუგლაძეების ღვინის კოლექციისა“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ შერწყმა. კომპანიის კრედიტორი სს „ქართუ-ბანკია“. დავით დუგლაძე 2012 წელს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი. მან პარტიას 60 000 ლარი ჩაურიცხა. 2016 წელს 50 000 ლარი „ქართულ ოცნებას“, 2017 წელს 60 000 ლარი „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2018 წელს 10 000 ლარი სალომე ზურაბიშვილს ჩაურიცხა. ზაალ დუგლაძემ „ქართულ ოცნებას“ შესწირა 30 000 ლარი 2016 წელს და 40 000 ლარი 2017 წელს. მალხაზ ყანჩაველმა 2016-17 წლებში 50.000-50.000 ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2018 წელს 5000 ლარი სალომე ზურაბიშვილს. ცნობისთვის: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ძირითად საშუალებებზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე ან მისი ეკვივალენტი ლარში, ხოლო სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 84 თვეს. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად. 2017 წელს კანის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული მხატვრული ფილმის მხარდასაჭერად წარმოდგენილი იყო „დუგლაძეების ღვინო“ და ახალგაზრდა ქართველი რეჟისორისა და პროდიუსერის კინოდებიუტი კანში სწორედ ქართული ღვინის მხარდაჭერით შედგა. დავით დუგლაძის სახელი გვხვდება შეაღავათიანი აგროკრედიტის კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანიის მმართველთა შორის. ეს არის სს „გომის სპირტის და არყის კომპანია“, რომლის დირექტორია მალხაზ ჭყოიძე, სამეთვალყურეო საბჭოს კი წარმოადგენენ დავით დუგლაძე, მარლენ ნოზაძე და მალხაზ ყანჩაველი. დუგლაძე და ყანჩაველი, როგორც ვნახეთ, „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მფლობელები არიან. შეღავათიანი აგროკრედიტების ბენეფიციართა შორის, რომელთა კრედიტორი „ქართუ-ბანკია“, გვხვდება ზემოთ ნახსენები „ტიფლისსკი ვინნი ბოგრებ“, ასევე სს „სარაჯიშვილი“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ბუბუტეიშვილი (შპს „ჯოვანე ჯენტილე“, შპს „ჯორჯია კარდონ კომპანი“, შპს „სარაჯიშვილი დისტილერი“, შპს „სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი“, შპს „მარჯანიშვილი 19“) გენერალური დირექტორი _ ელგუჯა ბუბუტეიშვილი (შპს „სასტუმრო მცხეთა“, შპს „ანასა“). სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: მარინა მალაზონია; თენგიზ ჯაფარიძე (შპს „ანასა“); თენგიზ ადამაშვილი; გელა შენგელია. 2004-2006 წლებში სს „სარაჯიშვილს“ შეერწყა სამი კომპანია: შპს „დავით სარაჯიშვილი და კომპანია“, შპს „გრემი“, შპს „ენისელი“. ზურაბ ბუბუტეიშვილმა 2016-27 წლებში 60 000-60 000 ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2018 წელს _ 50 000 ლარი სალომე ზურაბიშვილს. შეღავათიანი აგროკრედიტებით სარგებლობენ სხვა კომპანიებიც, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ უცხოურ ბაზარზე: შპს „გრუზვინპრომი“ _ დირექტორი მამუკა ფოთოლაშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი შპს Bolero & Company, რომლის მფლობელი ასევე ფოთოლაშვილია. შპს Bolero & Company, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა, წარმატებული ექსპორტორია ევროკავშირის ქვეყნებში. მამუკა ფოთოლაშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან 2017 წელს 50 000 ლარი ჩაურიცხა პარტიას. შპს „ქინძმარაულის მარანის“ კრედიტორი, ისევე როგორც ზემოთ მოხსენიებული კომპანიებისა, არის „ქართუ ბანკი“. კომპანიის დირექტორია ირაკლი ტალახაძე, ხოლო მფლობელები: მაია ასკურავა (39,5%) და ჯულიეტა ხოფერია (60,5%). ჩინეთის ბაზარზე წარმატებით მოღვაწე კომპანიებს შორის მოხსენიებულია სს „კორპორაცია ქინძმარაული“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თამაზ კონჭოშვილი (შპს „გაგელანი“, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია _ ყოფილი პრეზიდიუმის წევრი 2013 წლიდან, ასევე კახეთის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი წვერი, შპს „ყვარელი პალასი“); კახაბერ კონჭოშვილი (შპს „საჭიდაო კლუბი ყვარელი“, შპს „გაგელანი“, შპს „ყვარელი პალასი“); ნინო სტეფანიშვილი, ლალი დათუაშვილი, გივი როზომაშვილი, ნოდარ ბილანიშვილი, ხოლო დირექტორი _ ნუგზარ ქსოვრელი. შპს „მათრობელა ვაინზ“ _ დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელი ირაკლი თოფურია (შპს „საერთაშორისო სახლი“, შპს „ახალი სკოლა“, შპს „ვინოსოფია“) 10% _ სოსო გოგილიძე. შპს „მეღვინეობა გრანელი“ _ დირექტორი და მფლობელი ნუგზარ საჯაია. საჯაია სხვადასხვა დროს დირეტორი იყო კომპანიებში: შპს „საქართველოს ღვინოები“, შპს „ალკოჰოლური სადისტრიბუციო კომპანია ღვინის სამეფო“. ფლობდა შპს „ინტერ გაზის“ 50%-იან წილს და შპს „პლატონიჩის“ 100%-იან წილს, რომელიც სს „სქალდას“ 2006 წელს გამოეყო. შპს „შალაურის ღვინის მარანი“ _ დირექტორი დავით ბუაძე; დავით ბუაძე, 25% _ შპს „აპარტა“, შპს „კამპა“, შპს „მარტვილის წყლები“, შპს „მწვანე კალათა“, შპს „პრაგმატიკა“, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი 2012 წლის მონაცემებით. გიორგი მახარაძე, 25% _ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი; ქართული ემიგრაციის დარბაზის მეგობრების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ზურაბ ბოკუჩავა, 25% _ შპს „არქიტექტორული ფირმა არდუ“, შპს „პირამიდა-89“, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის წევრი. გიორგი ნიჟარაძე, 25% _ შპს „რაგბის განვითარების ჯგუფი“, შპს „ქართული რაგბი“. შპს „კარდენახი 1888“ _ დირექტორი გურამ მახოშვილი. წილის მფლობელები: გურამ მახოშვილი 34%, მამუკა მახოშვილი 33%, მალხაზ მახოშვილი 33%. შპს „მარანული“ _ დირექტორი კობა კვეტენაძე (შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანია“, შპს „ბაჯითი“, შპს „ორიემი“, შპს „ნექსთ ჯენერეიშენ ტექნოლოჯი“, შპს „სოფთმასტერი“, შპს „იმკომი“, შპს „ზელმანი“, შპს „იმგო“); მფლობელები: გიორგი კილაძე 33.34% (შპს Real Estate Construction, შპს „კოდუ“, შპს „თბილისი გრუპ“, შპს „რეალგაზი“). მიხეილ ჯაფარიძე 33.33% (შპს „სატივე“, შპს Real Estate Construction, შპს „კოდუ“, შპს „თბილისი გრუპ“, შპს „რეალგაზი“, შპს „სივორდი“). როენა გოგნაძე _ 33.33% (შპს „ბაჯითი“, შპს „თბილისი გრუპ“). გაგრძელება იქნება

ვატო გელაშვილის გვერდი

გაზიარება