გამარჯობა, ქართველებო! კიდევ ერთი დილა გათენდა გისოსებს მიღმა ნაცრისფერ კედლებში, მზეც არ ანათებს დღეს, ღრბულებშია ჩაკარგული და სხივებსაც ინანებს ჩვენთვის. ძიას ჯერ კიდევ სძინავს და მარტოობის შეგრძნება უფრო და უფრო მეტად მეუფლება, შეიძლება სრულად შეინარჩუნო მხნეობა და მაქსიმალურად გაიკლდეკარო სული, რასაც ვწერდი წინა რვეულში, მაგრამ ხანდახან მიუხედავად შენი ძლიერი და მტკიცე სულისა, გეუფლება შეგრძნება უსამართლობის, ბრაზის, მონატრების, მთლიანად მოიცავს შენს არსებას და მასში იკარგები. პატიმარი თითოეულ სიტყვასა და იმედს ეჭიდება, თანაგრძნობასა და ნუგეშს ეძებს, გაათმაგებული ყურადღებით აკვირდება ყოველი დილის გათენებას. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ციხე უკვე სახლია _ ეჩვევიან ყოველდღიურ ერთფეროვნებას და ამ ერთფეროვნებით ცხოვრობენ. მოკლედ, წუხელ რაღაც ფილმს ვუყურე გვიანობამდე, ვერ დავიძინე და ამან გავლენა მოახდინა ჩემს დღევანდელ ხასიათზე. ფიქრებმა წამიღო, ცხადზე ცხადია, მხოლოდ ერთი სადარდებელი მაქვს და ეს მეუღლის, შვილის, მშობლის, ოჯახისა და მეგობრების დარდია! ვიცი, სწორად გესმით, მეგობრებო, ეს არის და ეს. ამის იქით სრულიად ჯანსაღი და გულწრფელია ჩემი ემოციები! რა თქმა უნდა, სჯობს სახლში გაგითენდეს, ვიდრე ერთფეროვან ციხის კედლებში, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია! საკითხს როგორც მიუდგები და აღიქვამ, ისე წარიმართება! ეს სოსოებს და 1000 რჯულის ნაძირალა უზნეოებს ჰგონიათ, რომ ადამიანს თუ ჩასვამ ციხეში, მას გატეხ, დაიმორჩილებ, ზნეობას წაართმევ, სამშობლოს გააყიდინებ, ოჯახს დაუშინებ. აქ, რა თქმა უნდა, გათვლა ელისოზე ჰქონდათ. ალბათ, ეგონათ, რომ გაურიგდებოდა და რამეს დათმობდა! არ გავურიგდით მაშინ, როცა ძალაუფლების ზენიტში იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებოდით მოღალატეები. როცა ქვეყანას სჭირდება და დასჭიდება, აუცილებლად მის გვერდით ვიდგებით და ვიდექით იმიტომ, რომ საქართველოა უპირველესი სალოცავი ხატი! სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და „მე და ჩემს ოჯახს მხოლოდ ყველაფერი“ _ ასე არ ვაზროვნებთ. პირველ რიგში არის საქართველო, ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი და ჩვენი ერი. თითო ადამიანი და თითო ოჯახი ასე აზროვნებას რომ დაიწყებს, მერე უკვე ყველაფერი მოგვარდება, დალაგდება და სიკეთისკენ წავა, ყველა უარყოფითი ემოცია ამ წუთს მკვდარია! ცხოვრება ერთი დიდი „სროკიცაა“ თავისუფლების ზეიმთან ერთად. მხოლოდ ღირსეულები გადიან ამ გზას ისე, რომ სულს არ კარგავენ! სული თუ დათმე, მერე ყველაფერს დათმობს ადამიანი! ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, სული არ უნდა დათმო! მე რომ დღეს სუს-ს მივწერო, _ თქვენს პირობებს ვიღებ-მეთქი, ხვალ საღამოს სახლში ვარ, მაგრამ მაშინ სული უნდა გავყიდო და მთავარ პრინციპებზე უარი ვთქვა! შევიგრძნო მზე, სითბო და სიყვარული მათი, თუმცა ისინი სულ ჩემთთან და ჩემ გვერდით არიან, გრძნობებით და გონებით, მაგრამ ფიზიკურ თავისუფლებას როცა გიზღუდავენ, ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა დეტალი მნიშვნელოვანი ხდება. ოხ, სოსო, შენი...
ფიქრები მოდის და მოდის და მოაქვს ბრაზი. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: არანაირად არ მაწუხებს ხოლმე ბოღმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე უსამართლოდ, უმოწყალოდ, დაუმსახურებლად გამიმეტა! რატომ უნდა გაწირო, რა სინდისმა და ნამუსმა უნდა მოგცეს ამის საშუალება, ახალგაზრდა ადამიანები საკუთარი ინტერესების, საკუთარი საქმისა და განსაკუთრებით კი ფულის გამო გაიმეტო, ეს ცალკე საკითხია... ამიტომ ვახსენე წინა აბზაცში ის, ვინც ვახსენე, როცა ადამიანების გაწირვა შეგიძლია ფულის გამო, კაცი აღარ ხარ... ისე კი არ მეგონა, თუ შევძლებდი და ასე მალე გაქრებოდა უფრო დიდი აგრესია, რომელიც უსამართლობით იყო გამოწვეული. ასე ხდება, როცა ადამიანი მართალია. ის ბოროტებას და შურისძიებას კი არ უღებს კარს, გული სიკეთით ევსება, წინ იყურება და ახალ, მართალ საქმეებს ეჭიდება. ისიც ზუსტად ვიცი, ის პოლიციელები ისევ ჩემი და ჩემების საპატრონო და მისახედი იქნებიან. მოგხედავთ, ბატონებო, აუცილებლად მოგხედავთ, _ სამართლებრივად და პასუხსაც მოგთხოვთ ჩადენილი სიბინძურეებისა და უსამართლობების გამო!!!
ცოტა წავიკითხე, წამოვწექი, სულიერად დავიღალე! იქნებ, წავუძინო კიდეც. მოსაღამოვდა, პარასკევია და წინ უძრაობის შაბათ-კვირა მოდის, რაც ძალიან მაღიზიანებს. რომ ვაკვირდები, ეს ბოლო წელია, გონება გამზარმაცებია, მაგრამ აქ ყოველდღიურად გონების დაძაბვა არანაირად არ მიწევს, რაც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს. დიდება უფალს, რომ მომცა იმის ძალა, არ გავბოროტდე!
მოკლედ, ახლა ვისაუბროთ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისზე, სადაც დავიბადე, გავიზარდე. ძალიან მინდა, რამე ახალი ხდებოდეს, მაგრამ არაფერი ხდება. ყველაფერი მკვდარია, უსიცოცხლო, უემოციო, დანგრეულ-განადგურებული, უპატრონო, რას ჰგავხართ, რაა ეს? არ შეიძლება, ვინმე წესიერი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც უპატრონებს, მიხედავს, ბიზნესს მიაქცევს ყურადღებას, განვითარებას შეუწყობს ხელს, ან ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იზრუნებს, გარეთ დანგრეულ გზებს, მოუწესრიგებელ ქუჩებს, დაბინძურებულ პარკებსა და ათას საშინელებას, რაც ქუთაისში ხდება, უკეთესობისკენ შეცვლის და ქალაქს ქალაქს დაამსგავსებს... კეთილო ადამიანებო, რა დაგვმართნია?!! მშვიდობიანობის დროს განცხრომას მივცემივართ, 10 ადამიანი მილიარდებს თვლის, 100 _ მილიონებს და, ამ დროს, მოსახლეობის 67% სიღატაკეში ცხოვრობს. დღეს გვაქვს საფიქრალი მხოლოდ? ხვალ და ზეგ დაგვავიწყდა? არა! რაც არ უნდა იყოს, მე არ მჯერა ჩემი ერის სიბრიყვის! არა, ეს „მოყვრის“ სახით მოსულ ვითომ ქართველებს უნდათ, ჩვენი სამება დაგვიკნინონ, ვერაგულად გული გაგვიტეხონ და ხელი აგვაღებინონ ჩვენს საუნჯეებზე. იმას, რასაც ამდენი ხანი ვუფრთხილდებოდით, უნდათ, ხელი გავუშვათ და დავივიწყოთ. ნორმალური მმართველობის პირობებში საქართველო ერთ დიდ სამშენებლო მოედანს უნდა ჰგავდეს, საქართველოს აქვს პოტენციალი, ჩვენი თავი არა მხოლოდ ვარჩინოთ, არამედ კარგად ვიცხოვროთ კიდეც! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება უფლის სახლს, ეკლესიას და მის როლს, ასევე წმინდა სინოდს, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ის, როგორც დღევანდელობაში, ისე წარსულში. ბუნებრივია, იყო, არის და იქნება წინააღმდეგობები მათ ცხოვრებაში, რამეთუ მათი ცხოვრებაც ცხოვრებაა! უფლის მაგალითი, ეს მოღვაწეობის ის სფეროა, სადაც მარად უმრავლესნი რწმენით, სიკეთით, სათნოებით, წესიერებით მოქმედნი და მოღვაწენი იყვნენ, არიან და იქნებიან! რა ვუყოთ, რომ დიდი დავითიც ძლივს მოერია სატანის ცდუნებებს ეკლესიაში და რომ არა რუის-ურბნისი და ჭყონდიდელი, არავინ იცის, რა იქნებოდა. თან ნუ დაგვავიწყდება სატანის ხრიკები! იქ, სადაც დიდი მადლია, დიდი ცდუნებაც და ანგარებაც იქვეა ჩასაფრებული! სწორედ ამიტომ ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ვერცხლის ელვარებას (მე დაცემული და უბირი არავის განვიკითხავ, მაგრამ დროა, ვიღაცამ სიმართლე თქვას, მე კი ჩემებურად დანახულ სიმართლეს ვამბობ).
მოკლედ, წავიდეთ ჩვენებისკენ, საქმე წინ მიიწევს, რაც მთავარია, ყველა კარგადაა. აქტიურობენ, აქციებიც გაუმართავთ რუსთაველზე, მოძრაობენ, რა ქნან, „ხოდზე“ არიან, უჭირთ იდეოლოგის (ანუ ჩემს _ ჰა, ჰა) გარეშე, მაგრამ რაც არის, ეგ არის. არა უშავს, ჩემო არწივებო, ჩვენი ასაშენებელია ეს ქვეყანა და ავაშენებთ კიდეც, მთავარია, ერი გავაღვიძოთ!!! შემოვლენ ამ დღეებში და დავალაგებთ ყველაფერს. რაღაც ნიუანსებია დასალაგებელი, ხალხი ყოველდღე დადის, მასობრივად მოდიან და თავის ამბებს ჰყვებიან. ხალხმა გაიღვიძა!!! _ ნათია ხომ სასწაულია, მოსამართლე მევახშე რომ გამასამართლებს-მეთქი.
მაგრამ ფაქტია, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და ყველას საკადრისად უზღავს! არადა, ვიღაცებს რომ გკითხოთ, ღმერთი არ არსებობსო, უფალი ყველგან და ყველაფერშია, დიდება მის მადლს! ყველასთან მოკითხვა დავაბარე, არ მოდუნდეთ-მეთქი, ხვალ ან ზეგ შემოვალთ კიდევ.
ხალხი გიჟს ჰგავს, 11-შიც სუს-თან აქცია ყოფილა. არ აშუქებს ეს „იმედი“ და „მაესტრო“. ყველა შენკენ არისო, დღე არ გავა, ვინმე ახალი ადამიანი არ მოვიდეს და შენთან გვერდით დგომა არ გამოხატოსო, სოციალური ქსელი აფეთქებულია, ყველა სფეროში ყველა თემაში ყველა ადამიანი გვერდითაა.
დადებულ ვიდეოებს 50 ათასი ნახვა აქვსო. _ დიდი აქცია უნდა გავაკეთოთ-მეთქი და კიო, „პროსტა“, შენ გააკეთებ, როცა გამოხვალ შენი ინიციატივებითო! ბუბუს ველაპარაკე, ჩემს გოგოს _ კარგად ვართ, ყველას მოგვენატრე, მალე გნახავთო. _ ერთმანეთს მიხედეთ-მეთქი. ყველაზე მეტად რაც მახარებს ისაა, რომ ყველას, ერსაც და ბერსაც, ჩემი სჯერა! იხარეთ, მადლობა გვერდით დგომისა და სიმართლის გულშემატკივრობისთვის. ხალხი არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. ილიას ველაპარაკე, _ ბიჭებმა მოგიკითხეს ყველამო, მთელმა ქუთაისმა და თბილისმა, ყველას გვენატრებიო. მთელი ცხოვრება რასაც გავურბოდი, იქ აღმოვჩნდი ავანგარდში, ეს არ იყო ჩემი სფერო. მე ასე მეგონა, მაგრამ რადგან ჩამიყოლეს, იქნებ, დავანგრიო ნაძირალებისა და არაკაცების დღის წესრიგი, ვიომოთ, ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ყველამ ჩვენი აგური დავდოთ და ხალხისთვის მოფიქრალი ადამიანები მოვიდნენ! პასუხისმგებლობის გრძნობა მოჭარბებული მაქვს და ეს მთელი ცხოვრება ასეა. არასოდეს არავინ დამიღალატებია და ის განცდა, რომ ასე უსინდისოდ ვიჩაგრებით, ნერვები მეშლება. ჩვენ ვიყოთ, ჩვენ ვიმუშაოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლებში, რასაც ცხოვრება და განვითარება ჰქვია. ბრძოლები და ომები წინ არის, _ ელო-მეთქი, რა ხდება, „ქოცები“ რას ამბობენ (საღად მოაზროვნე „ქოცებზე“ ვკითხე)? _ ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ პოლიციელები, ყველა, ვინც ეს არასწორობა ჩაიდინა, არ უნდა ჩავყვეთ, სხვებივით არ უნდა დაგვემართოსო. კიდევ კარგი, შერჩენიათ გონი და აზრი. იმედია, ეყოფათ ნება და ძალა საღად მოაზროვნეებს. კიდევ გავახსენე ელისოს ჩემი პირობა, _ მე ხომ ველოდებოდი, რომ რაღაც პროვოკაცია მოხდებოდა. მე თუ რამეს ჩამიდებდნენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებდით ერთად, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მიზეზით უხერხულში არ დავაყენებდი არც საქმეს და არც ჩემ გარშემომყოფთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ციხეში ჩემმა ყოფნამ არ უნდა შეაფერხოს არანაირად ჩემების საქმიანობა და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის.
შაბათი უქმე დღეც არის და ციხეში, სადაც დრო გაჩერებულია, შაბათ-კვირა მკვდარია. ვეცადოთ, დრო გავიდეს! ნარდი შემოგვაწოდეს. გუშინ დილით ადრე გამეღვიძა, 9-ის ნახევარზე გავცხეთ ნარდის თამაში, ძია მაგრად თამაშობს. 14 წელს რომ აქ გაატარებ, გაგორებას კი ისწავლი! დღეში 5-მდე თამაშში 2-3 პარტიას ვუგებ :))) ნერვებს არ ვყვები, მაგრამ 3-4 დღეა, სევდა მოდის, ეგ არაფერი, ახლაც კი თავს ვაგულიანებ, ნელ-ნელა „ხოდზე“ მოვდივარ! რაც მოსაყოლი მაქვს, ნაწილი უკვე გაშლილია, ნაწილს გზადაგზა გავშლი.
აქ თბილი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს! მეტიც, _ შეუფასებელია! აქაურობას და, ზოგადად, პატიმრობას რამდენიმე ოქროს წესი აქვს: ის უნდა დაიცვას პატიმარმა, თუ უნდა, შედარებით ასატანი გახდეს აქ ყოფნა.
აი, ისინიც!
არასოდეს გაუღო გულის და ტვინის კარი სევდას; ეცადე, ნაკლები იფიქრო შენიანებზე მარტივი მიზეზის გამო, _ ახლობლებზე ბევრმა დარდმა შეიძლება აგჭრას; იყავი თბილი, მხიარული და გულგახსნილი (თუ გველებთან არ ზიხარ! არიან აქ ჩასაფრებული გველაძუებიც); აქ თეთრეულის, ტანსაცმლისა და ჰიგიენის ნივთების გარდა ყველაფერი საერთო გვაქვს და აქვთ! სიგარეტი, წვენი, ხილი და ა. შ. ყალბი კაი ბიჭობიდან გამომდინარე, არასოდეს დაელაპარაკო ციხის მუშაკებს გამომწვევად! არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, თუ გინდა, ძალიან ახლობელსაც არ გაუღო გულის კარი და გყავდეს დისტანციაზე, ეს ჩვენ არ გვეხება, პროფესორთა პალატას :)))))
ხვალ ძიას სასამართლოა. რომ გამეღვიძა, ძია უკვე წაყვანილი დამხვდა, პური აკლია, დღეს საპროცესო უნდა გაუფორმონ. ღმერთმა ქნას, მალე გავიდეს გარეთ, 8 თვეა, ტყუილად ზის. მაგრად ტეხავს აი, ძაან! უფალი დაეხმარება ყველა გაჭირვებულს! 12-საათიანს ველოდები, სუპი გავიმზადე, ვცდი, რომ დაველაპარაკო და ვანუგეშო, მაგარი ადამიანია უამრავჯერ მოვყევი უკვე ძიაზე, ეს რომ არ ყოფილიყო, დღეს ძალიან გამიჭირდებოდა და რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ასე რომ, მთელი გულით მინდა, ამ კარგ კაცს ღმერთი დაეხმაროს და გადმოხედოს.
ცნობიერების დაკნინება, ადამიანის მოთხოვნილებების ცხოველურ საწყისამდე დაყვანა, სადაც მთავარი ის არის, რას შეჭამ დღეს, ხვალინდელი დღე საერთოდ ამოღებულია ადამიანის საზრუნავიდან, სადაც აღარ და ვეღარ რჩება საფიქრალი, საზრუნავი მომავალზე, მიზანმიმართულად დაკნინებულია ქართველი ერის სამივე ღვთაებრივი საუნჯე: „ენა, მამული, სარწმუნოება“, სადაც ფასი დაკარგული აქვს მეგობარს, ახლობელს, ცდილობენ, ოჯახის ქართული აღქმა ყოველდღიურობაში საერთოდ გააქრონ, დააკნინონ და „ჰიბრიდული“ ურთიერთობები დანერგონ, სადაც მთავარი ფული, ძალაუფლება, გავლენა იქნება და არა ერთგულება, სიკეთე, ერთმანეთზე და ერზე ზრუნვა და სიყვარული, რაც მთავარია, რომელიც საწყისია ყველაფერი ადამიანურისა და ღვთაებრივისა. თუმცა ამაზე ქვემოთ. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ციხის დღიურის მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებაზე. სამაგიეროდ, აქ წაიკითხავთ შეულამაზებელ სიმართლეს, სიმართლეს ქართულ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გაყიდულთა ნაყიდ კულტურაზე... სპორტზე... მილიტარიზმზე, მოკლედ, ქვეყნის ცხოვრების ყველა ძირითად მიმართულებაზე და, რა თქმა უნდა, ჩემზე. ჩემი ისტორიის გარეშე მხოლოდ მშრალი თხრობა ვერ მოგვცემდა ობიექტურ სურათს. დაე, მკითხველმა აღიქვას, გააანალიზოს ის, რაც ჩვენს თავს ხდება. ზემოთ ორი ოცნება ვახსენე და მეორე ოცნება ციხეა!!! დიახ, ციხე! სულ მაინტერესებდა ის განცდები, რასაც 20 კვადრატულ მეტრ ოთახში დაკეტილი, თავისუფლებისთვის შექმნილი ადამიანი განიცდიდა. ჩემს მაგალითზე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მე აქაც თავისუფალი ვარ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მატყუარა პოლიტიკოსი, კულტურის გაყიდული „მოღვაწე“, ან მოძალადე და ბილწი პოლიციელი!!!
ქუთაისშია ჩემი ფიქრები ახლა, ნეტა, რა ხდება ჩემს ქალაქში, როგორ არიან ის ადამიანები, ვისთანაც ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და უამრავი რამ ვისწავლე, მენატრებიან უბრალო ადამიანები, მეზობლები, მეგობრები, ნაცნობებიც კი, ეს ის ხალხია, ქართული სახელმწიფო რომ მათზე დგას, ზნეობრივად, ქართულად ცხოვრობენ, აზროვნებენ და მოღვაწეობენ, რამდენი კარგი ადამიანი ფიქრობს ჩემზე და განიცდის ჩემს ამბავს, ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ და არა რეგვენი იდიოტი. ვგრძნობ ამ მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვარ და იზოლაცაში, თავისთავად, მაინც აღწევს ქართველების გულთბილი მოკითხვა და სიყვარული. ამ გრძნობას ვერც ციხის კედლები აჩერებს და ამ გრძნობით და იმედით სავსე ვწერ ახლა ამ სტრიქონებს. არც ერთი წამი არ დამიკარგავს, ერის პულსი, ყველა ამბავი ოპერატიულად და სწრაფად მოდის, რაც გარეთ ხდება, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს ეხება ეს ყველაფერი. პატარა საიდუმლოსაც გავამხელ: ჩემს თემაზე და ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხზე როცა რამე იწერება სოციალურ ქსელში, მარი და თოკა სქრინავს, შემდეგ ბეჭდავს და ამ ყველაფერს წერილის ფორმა აქვს, ისე მომდის. კანონი ამას არ კრძალავს, ნებისმიერმა პატიმარმა შეიძლება გამოიყენოს ეს, იგი ხომ მხოლოდ წერილია და სხვა არაფერი, უბრალოდ, დაბეჭდილი ფურცელზე და არა ხელით ნაწერი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ჟურნალისტს მადლობას გადავუხდი გვერდით დგომისთვის, მორალური და ადამიანური სითბოსთვის, არავის ეწყინება და არც გასაკვირია, იზოლაციის პირობებში ძალიან მესიამოვნა, გამიხარდა და ყველაზე მთავარი, ჩემამდე მოაღწია მაგარი მეგობრის, უძლიერესი ჟურნალისტისა და უბრალოდ უკარგესი ქართველი ქალის (გოგოს, დედის, დის), ნანუკა ჟორჟოლიანის ახლო და სწორმა მხარდამჭერმა განცხადებებმა, მან რამდენჯერმა საჯაროდ დაგმო ჩადების მანკიერი პრაქტიკა, ასევე ღიად დაგვიჭირა მხარი ყველა რეპრესირებულს: მე, ბახალას, „ბირჟა მაფიის“ ბიჭებს და მოკლედ, ყველას, ვინც უსამართლოდ დაისაჯა. მადლობა ნანუკას მისი ჯანსაღი პოზიციისთვის, მადლობა ტელეკომპანიებს: „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველს“, „კავკასიას“, „იბერიას“ და ყველა არხს, ვინც აქტიურად და ობიექტურად აშუქებს, მხარს მიჭერს! მადლობა, მოკლედ. ასევე მინდა გამოვარჩიო ყველა ახალგაზრდა ჟურნალისტი ყველა არხიდან და საინფორმაციო სააგენტოებიდან, ჩემი თაობის უსაყვარლესი ბავშვები, ყველა სასამართლოს რომ ესწრებიან და მქომაგობენ, მადლობა ყველა პროდასავლურ ძალას და ადამიანს, ასევე საინფორმაციო სააგენტოებს, ჩემი სიმართლე არსად დაიკარგება! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, აუცილებლად გაიღება ციხის კარი! ყველა უდანაშაულო ადამიანი დაუბრუნდება მის ოჯახს და საზოგადოებას! არაჩადებას! არარეპრესიას! არაკორუფციას და ნეპოტიზმს! ბრძოლა გამარჯვებამდე <3.
დავით ხარშილაძე