გამარჯობა, მეგობრებო!
აქ ვარ და ბევრი დროც მაქვს ფიქრისთვის.
იცით, გული რაზე მწყდება?
წესიერი ადამიანები დამეჩაგრა ნაძირალების კეთილ გზაზე მობრუნების პროცესში, ბევრ წესიერ ადამიანს საკმარისი ყურადღება ვეღარ მივაქციე.
თქვენ ჯვარი გწერიათ და თუ ვინმე კარგი და მოაზროვნე ახალგაზრდა ბიჭია, ყველა აქ არის, სულ ნარჩევ-ნარჩევი ჯიგრები და გულიანები.
რაღაცის ეშინიათ ფარჩაკებს და კარგ თბილისს დაერივნენ, ციხეები ნელ-ნელა ივსება. შემთხვევით თუ მოკრავ თვალს ვინმეს, ვისაც გამოველაპარაკე, ყველა წესიერი და დაჩაგრული ჩადებული შემხვდა.
ნაძირალებთან არანაირი გარიგება, დეე.
მე მირჩევნია, აქ ვიჯდე, ვიდრე გამყიდველის იარლიყი ვატარო. ჩემზე არ არის საქმე. საქმეა იდეა და ამ იდეის უკან ქართველი ერის საღად მოაზროვნე ნაწილი დგას.
იდეა თავისუფალია, წესიერი, დემოკრატიული, ქართული საქართველო. ვიცი, რომ ენდობი ჩემს ინტუიციას და პირდაპირ დაწერე, _ ვინც ახალგაზრდა შემხვდა აქ, 80% პროდასავლელია და ყველას ჩადებით გაჩალიჩებული აქვს. ახალი არაფერი ხდება, _ ისინი ციხეში ძალადობდნენ, ამათმა ძალადობა ციხიდან გარეთ გაიტანეს და პოლიცია გააძაღლეს.
აქ სიმშვიდე და სიწყნარეა, ყველა ადამიანურად და წესიერად იქცევა, სამაგიეროდ, გარედან გვესმის ამაზრზენი ხმები შსს-ს გაუგონარ უზნეობაზე.
მოდით, იმ პოლიციელებსაც დაგიხასიათებთ, რომელთაც ეს უზნეობა უშუალოდ შეასრულეს:
რამაზ თარაშვილი _ ახალგაზრდა „ვაჭარი“ და ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ხელის ბიჭი, 50 000 $ გადაიხადა და უკვე მილიონს გასცდა. კურირებს ფონიჭალას და „სუბუტექსის“ რეალიზაციას ქალაქში. „ბიო ამფეტამინიც“ და მოსაწევიც სუს-ისაა და თარაშვილს არ აკარებენ;
ფოტოებზე გამოსახული 8 პოლიციელიდან ყველაზე საშიში, არასწორი და არაკაცი არჩილ ოქრუაშვილია, მარტივი მიზეზის გამო _ ქურდულიდან გამოქცეული ვირთხაა, რომელიც პოლიციაში შევარდა და მუნდირს იქით გზა აღარ აქვს. მუნდირი მისი შანსია, ცოცხალი გადარჩეს, იმდენი და იმნაირი ბოროტება აქვს გაკეთებული. მისწერეთ ავსტრიას და ააფარეთ მისი ნასამართლეობები სახეზე გიორგი მღებრიშვილს.
კითხვა მაქვს კახი კალაძესთან, _ კახი, ობოლაძე ხომ გახსოვს, სამტრედიის პოლიციის უფროსი, რომელმაც არჩევნების დროს სისხლი გაგვიშრო ყველას? ჰოდა, გეკითხები, რა დამსახურებით მოხვდა ობოლაძის მარჯვენა ხელი, კუკური წივწივაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში? იმისთვის, რომ დაგვსდევდა, გვარბევდა და შენი გვერდით დგომისთვის გვამწარებდა?
ჩივიაშვილი და ქუმელაშვილი ერთი „პაროდაა“, როგორც აქაურები იტყოდნენ, კლასიკური გაგებით _ პროვოკატორები, ჯალათები, რომლებისთვისაც ერთი რამ არის მთავარი _ ბრძანება! ხვალ ჩვენ რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ოქრუაშვილს ან „შტანგას“ ვუბრძანოთ, ჩაუდეთო, ადგებიან და ჩაუდებენ ისე, რომ არც იკითხავენ არაფერს.
ვალერიან ჩიბიროვი (და არა ჩიბირაშვილი) ახალგაზრდა მტარვალია _ ჯერ კიდევ სოდ-ის აგენტობით დაიწყო მისი კარიერა. ამბობენ, რომ მას ყველა მთავრობის დროს ვიღაც მფარველობს. ჩემი აზრით, „პალაჟენიას“ ფულით ყიდულობს, მისი ხელით იშორებს ვიღაც ბზინესიდან კონკურენტებს ჩადებით;
ზაქარია ვასაძე _ კარტელი ტყუილად არ მიხსნებია, ყველაზე დიდ სიბინძურეებს ყველაზე მეტად უტვინო „დურაკებს“ ავალებენ. ტიპი, რომელიც MUSIC BOX-ს უყურებს და ჩუკენობს.
მადლობა ქუთაისელ პოლიციელებს, რომლებმაც ჩადებაზე უარი თქვით და ორმა ჩემ გამო სამსახურიც დაკარგეთ, მადლობა, რომ მუნდირს ღირსება არ დაუკარგეთ.
ჩემს მოკრძალებულ აზრს გაგაცნობთ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით. ეს ჩემი კერძო აზრია: ვგონებ, „ციანიდის საქმე“ ერთი დიდი რუსული სცენარის ნაწილია, მიზანი სინოდალური მმართველობის შემოღებაა. შემდეგი მიზანი საქართველოს ეკლესიის მთლიანობის ხელყოფაა, მერე კი ასე დაშლილი ეპარქიების შეერთება რუსულ ეკლესიასთან. მე ასე ვხედავ ამ ამბავს. აქედან შუალედები არ გვაქვს, თემის განხილვას ყველაზე რთული და ცუდი ვერსიიდან ვიწყებთ.
მაშ, ასე! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და როცა უწმინდესი იმქვეყნად წავა, თუ დროზე არ გამოაცხადა მემკვიდრე და არ დაისვა ვინმე თანამოსაყდრედ, ან სინოდმა არ აირჩია _ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვვარდებით: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას ჩააბარებენ პრორუს მეუფეს, მერე გაყოფენ ნიქოზისა და სამთავისის ეპარქიებად სამაჩაბლოს, დაიწყება მართული ქაოსი და ამის ბოლო ის იქნება, რომ ეპარქიები რუსული ეკლესიის წიაღში დაიდებს „მშვიდად“ ბინას. ეს არის თავი და ბოლოც ამ ამბის, ამის მაგალითი გვაქვს შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში, როცა ყვარყვარე ათაბაგმა ანტიოქიის პატრიარქის ხელშეწყობით მოიწადინა ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ცალკე თემაა ქისოსან ეპისქოპოსების თავაშვებულობა და მომხვეჭელობა, სწორედ ამან მისცა სპეცსამსახურებს საშუალება, შეეღწიათ ეკლესიის წიაღში.
სხვა რა გითხრათ, _ მასკარადი, სახელად სასამართლო, გრძელდება. ოპერატიული ინფორმაციის ავტორმა სხდომაზე თქვა, რომ ათ წუთში ინფორმაციაც მიიღო, სამმართველოს უფროსიც მოიყვანა, ბაზიდან ინფორმაციაც მოიპოვა და დაკითხვაზეც გახლდათ. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ცრუმოწმე კუკური წივწივაძემ სასამართლოსთვის მიცემული ფიცის ქვეშ იცრუა და განაცხადა, რომ არ იცნობს ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილს, ლიკა ივანაშვილს, მაშინ როცა ლიკა ივანაშვილი მისი მეუღლეა და საერთო შვილიც ჰყავს. ასეთი „წესიერი“ ადამიანის ჩვენება თუ სასამართლომ უნდა გაიზიაროს, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს სხდომების გამართვას?
ახლა დავუბრუნდეთ კითხვას, ველოდი თუ არა დაკავებას? დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, მისმენდნენ – ამ ფონზე დაკავებას ველოდი, მაგრამ ახლა როგორც ვხვდები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრად მზაკვრული გეგმა ქონდა.
ჩემი დაკავების წინა დღით, 12 მარტს ოფისში ვიყავი და კალათბურთის მატჩის საყურებლად ვემზადებოდი – NBA-ს ჩემპიონატი მიდიოდა. ღამის ორ საათზე აივანთან ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება. გარეთ თავსხმა წვიმა იყო. შუქი ავანთე, კარი გამოვაღე და აივანზე მოყუდებული კიბე დავინახე. უცნობი ახალგაზრდა კიბეზე ამოდიოდა. ამ დროს ჩემს დანახვას არ ელოდებოდა, შეცბა და კიბიდან ჩახტა. ბუნებრივია, ვკითხე – ამ წვიმაში, ასეთ დროს აივანთან კიბით რას აკეთებდა. აირია, პასუხი ვერ გამცა, ხელოსანი ვარო, ცივად მომიგდო და ეზოდან გავიდა.
როგორც ჩანს, აივანზე იმ პაკეტების შემოგდება უნდოდათ, რომელიც მეორე დღეს ჩემი ქურთუკის ჯიბეში აღმოჩნდა. მიზანი ასე უფრო მარტივად მიიღწეოდა – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე `ქრონიკა+”-ის ოფისში ჩაატარებდნენ ჩხრეკას და `ნარკოტიკსაც” აივანზე `აღმოაჩენდნენ”.
წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მეორე დღეს დამიჭირეს იმ ქუჩაზე, სადაც მოვხვდებოდი თუ არა, მე თავადაც არ ვიცოდი, რადგან მანქანა სრულიად შემთხვევით გავაჩერე. დაყვებოდნენ და ნარკოტიკიც იქ ცამიდეს, სადაც მარტო მომიხელთეს.
ცხოვრება გრძელდება. შევხვდებით!
დავით ხარშილაძე
გლდანის საპყრობილე, საკანი #78
2017 წლის 20 ივნისი