QronikaPlus
მოსკოვთან ახლოს სამი ,,კანონიერი ქურდი" დააკავეს

მოსკოვთან ახლოს სამი ,,კანონიერი ქურდი" დააკავეს

2015-03-07 06:25:56

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, 6 მარტს მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი, სპეციალური განყოფილების თანამშრომლებმა, ერთმანეთთან შეხვედრის დროს, მოსკოვთან ახლოს რესტორან «Ново-Рижская застава»-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი ,,კანონიერი ქურდი“ 55 წლის ანდრეი ვოზნესენსკი,(ხობოტი), 49 წლის ვაგიფ სულეიმანოვი (ბაკინსკი) და 36 წლის რაშად ისმაილოვი (განჯინსკი) დააკავეს. სამართალდამცავებმა დაკავებული ,,ზაკონნიკების“ ჩხრეკის შედეგად ვერაფერ საეჭვოს ვერ მიაგნეს და მათთან გასაუბრება, მხოლოდ პროფილაქტიკური ხასიათით შემოიფარგლა.

გაზიარება