როგორც ინტერნეტგვერდი ,,Прайм Крайм“-ი იუწყება, ქალაქ ჩიტის საქალაქო სასამართლომ, ბაიკალის რეგიონის კრიმინალური ანკლავის ლიდერი, ქუთაისელი კანონიერი ქურდი გიორგი უგლავა, იგივე ,,ტახი“ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. დაკავებული ზაკონნიკის ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად გირაოს სახით ერთ მილიონ რუბლს სთავაზობდნენ. გიორგი უგლავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ, მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ფულის გამოძალვის ბრალდებით აღძრა. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,ტახი“ იმ დღესვე დააკავეს და სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი მონაცემებით, 2007 წელს გიორგი უგლავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა, ჩეჩენ მეწარმეს 400 000 რუბლი გამოსძალეს, რომლის არ გადახდის შემთვევაში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დაზარალებულის მტკიცებით ფული მან, კრიმინალურ ავტორიტეტს შუამავლის ხელით გადასცა. გამოძიებამ სასამართლოს, დაკავებული პირის მიმართ პატიმრობის ვადის გახანგძლივება, უგლავას მოქალაქეობის უფლების არ ქონის მოტივით მოსთხოვა. დაკავებული ,,ზაკონნიკის“ ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად, გირაოს სახით ერთ მილიონ რუბლს სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ გამოძიების მხარი დაიჭირა. ბაიკალის მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილის, ივანე კოკუხინის განცხადებით, გიორგი უგლავა ეგრეთწოდებული ,,კანონიერი ქურდის“ ტიტულს 1989 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ის ბაიკალის მხარის კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მისივე მტკიცებით ,,ტახის“ მიერ კონტროლირებადი სფეროები მკაცრი დისციპლინით გამოირჩევიან და მას ,კრიმინალურ წრეებში ,,ბაიკალის რეგიონის მაყურებლად“ მიიჩნევენ.