QronikaPlus
შსს-მ საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქრო ამოიღო

შსს-მ საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქრო ამოიღო

2014-12-18 06:16:01

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე ამხილეს 1940 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაზიკო შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა ქალბატონმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონროლის გვერდის ავლით, მალულად თურქეთის რესპუბლიკიდან საქრთველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 510,64 გრამს იწონის და მათი საბაზრო ღირებულება 35 592 ლარს შეადგენს.

გამოძიება დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

გაზიარება