QronikaPlus
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2014-11-30 05:54:31

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ ი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის I მ/რ-ში, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გურამ ი. რამდენიმე დღეში წალკაში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გაზიარება