QronikaPlus
დონეცკის ოლქში 286 უცნობი ქალბატონის გვამს მიაკვლიეს

დონეცკის ოლქში 286 უცნობი ქალბატონის გვამს მიაკვლიეს

2014-10-31 08:44:47

დონეცკის თვითაღირებული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ალექსანრდე ზახარჩენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის, კრასნოარმეისკში, ქალაქის თავდაცვის კომიტეტის მებრძოლებმა, სამარხს მიაკვლიეს, სადაც 286 გარდაცვლილი უცნობი ქალბატონის გვამია დამარხული, იუწყება სააგენტო РИА Новости. ,,კრასნოარმეისკში, სადაც ფაშისტური ბატალიონის "Днепр-1" სამხედრო ბაზა მდებარეობდა, ჩვენმა მებრძოლებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც დაახლოებით 300-მდე უცნობი ქალბატონების გვამია დამარხული. წინასწარი ინფორმაციით, ჩვენი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხეს მოეპოვებინათ სტატისტიკური მონაცემები, საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. მოპოვებული ოპერატიული მასალა გამაოგნებელია. აღნიშნულ რეგიონში უკრაინის ნაციონალური გვარდიის დისლოცირების დროს, დაახლოებით 400 ახალგაზრდა ქალბატონია დაკარგული, რომელთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ექსპერტ კრიმინალისტების მტკიცებით, გვამების დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ ძალადობრივი გაუპატიურების შემდეგ ქალბატონებს კლავდნენ და იქვე ახლოს ნაგავსაყრელზე მარხავდნენ“ -აცხადებს ზახარჩენკო. საიდუმლო სამარხების არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის სექტემბერში გავრცელდა. დონეცკის რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, სადაც ,,ანტიტერორისტული“ სპეცოპერაციის დროს კიევის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონები «Айдар» და "Днепр-1" ბაზირებდნენ, უკანასკნელი მონაცემებით , სხვადასხვა ადგილზე 600-ზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის დამარხულ გვამს მიაკვლიეს.

გაზიარება