როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გასულ უქმეებზე თურქეთში გამართულ მორიგ ,,ქურდულ სხოდკაზე“ ეროვნებით ყირგიზი, სახელად ულანი ეგრეთწოდებულ ,,კანონიერ ქურდად“ მონათლეს. ,,ახალშობილის ნათლობის“ ინიციატორები, ცნობილი ,,ზაკონნიკები“ ჟორა ტაშკენტსკი და თემურ სარატოვსკი გახლდნენ. ეს უკანასკნელი გასულ წელს, ისევ თურქეთში შემდგარ ,,საიდუმო ნათლობაზე“ ეროვნებით ყირგიზი ,,კანონიერი ქურდის“ კარიშკირას ,,ნათლიის“ სტატუსით სარგებლობდა, რომელიც ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა აზიზ ბატუკაევმა, საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რაც შეეხება ულანის ,,ნათლობის“ საზეიმო ცერემონიალს, აღნიშნულ ღონისძიებას არც ამჟამად ჩაუვლია მერაბ მზარეულიას გარეშე, რომელსაც მხარს ჰუსეინ სლეპოი უმშვენებდა. ,,მოხუცების გვერდიგვერდ ,,ახალგაზრდა თამობის“ წარმოამდგენლები, ეროვნებით აზერბაიჯანელი ,,კანონიერი ქურდები“ ჯეიხუნი და რაფეტა იწონებდნენ თავს.