QronikaPlus
გასულ ღამეს მოკავშირეებმა სირია-ერაყის ტერიტორია 23-ჯერ დაბომბეს

გასულ ღამეს მოკავშირეებმა სირია-ერაყის ტერიტორია 23-ჯერ დაბომბეს

2014-10-16 15:37:02

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ, მოკავშირეებთან ერთად, სირის ტერიტორიაზე ქალაქ კაბანში მდებრე ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ სამწვრთნელო ბაზებს, თვრამეტი საჰაერო ავიადარტყმა მიაყენა. კოალიციური ძალების სამეთაურო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 17 ობიექტი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის რამოდენიმე კომპლექსი დაიბომბა, სადაც ბოევიკები იყვნენ გამაგრებულნი. დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ ადგილობრივების მტკიცებით დაახლოებით ასზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, ინფორმაციას სააგენტო "Интерфакс"-ი ავრცელებს. სირიის ტერიტორიაზე ჩატარებული ავიარეიდის პარალელურად მოკავშირეებმა ერაყის ტერიტორიაზე შვიდი ავიაშეტევა განახორციელეს. წარმატებული ავიადარტყმების წყალობით, ქალაქ კაბანის მიმართულებით ტერორისტებმა გადაადგილება შეაჩერეს. სამხედრო სამეთაურო შტაბის ბრძანებით, საჰაერო ავიგამანადგურებლების მფრინავები, ძირითადად შენობებს, სამხედრო ბაზებს და ქალაქისაკენ ერთდროულად მიმავალ ორზე მეტ ავტომობილს ანადგურებენ.

გაზიარება