რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა, რუსეთის დედაქალაქის, აღმოსავლეთ რაიონში 15 ივნისს ღამით ეგრეთ წოდებული ,,ქურდული სხოდკის“ მსვლელობის დროს „ქურდული სამყაროს“ 68 წევრი დააკავა. ინფორმაციას მოსკოვის სისხლის სამართლის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების მონაცემებით ,,ქურდული შეკრების“ ორგანიზატორი, ტაჯიკეთის მკვიდრი 31 წლის ,,კანონიერი ქურდი“ გახლდათ, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ხმაურდება. დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტები, პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში გადაიყვანეს და მიმდინარეობს მათი შემოწმება, სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოტივით.