როგორც ინტერნეტ გვერდი ,,Прайм Крайм“ იუწყება გასულ უქმეებზე მოსკოვში მოულოდნელად გამართულ ,,ქურდულ სხოდკაზე“ მორიგი ტრაგიკომედია გათამაშდა. ,,ქურდული სპექტაკლის“ მთავარი როლის შემსრულებლები ,,კანონიერი ქურდის“ ტიტულის დაკარგვის კანდიდატები მირონი და ედიკ ოსეტრიანი გახლდნენ. დადგმული ,,ქურდული სპექტაკლის“ პრემიერამ სლავური ანკლავის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლების თვალწინ ჩაიარა, რომელთა აზრს საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, მირონისა და ოსეტრინას ბედი. ინტერნეტ გვერდის მონაცემებით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ,,კრიმინალურმა გენერლებმა“ შიშკანმა, ტიურიკმა და პოტაპმა, სხოდკაზე მირონი მიიწვიეს. ,,ქურდული გამოძახების“ შემდეგ, რომელსაც მირონი იგნორს ვერ გაუკეთებდა, აღნიშნულ შეკრებაზე მალევე გამოჩნდა ედიკიც. ედიკმა შეკრებაზე მისვლისთანავე, მირონის მიმართულებით შეტევა განახორციელა. ,,ეს ვინ არის? და ამას ქურდებთან რა უნდა? ის ხომ სამაზვანეცია?“ სკანდირებდა ოსეტრიანი, რომელიც მირონთან ზურგით დადგა და მისი სხოდკიდან გაძევებას ითხოვდა. მირონმა პროვოკაციას ვერ გაუძლო და ედიკზე ხელი ასწია, თითქოს ეს უკანასკნელი მირონის ამ ქმედებას ელოდებოდა და მას კიდევ , რამოდენიმეჯერ მისცა ძალადობის განხორციელების საშუალება და ამის შემდეგ გადავიდა კონტრ შეტევაზე. როდესაც „ამბოხებულები“ დაშოშმინდნენ ,,მოხუცებმა“ მირონს თავისთან უხმეს და წყნარად აუხსნეს, რომ მისი საქციელი ,,ქურდულ ნორმებში“ არ ჯდებოდა და სანამ ისინი, ვინც მირონი ,,სხოდკაზე“ იხმო ედიკის წინააღმდეგ ხელს არ აღმართავდნენ, მას არ ჰქონდა უფლება რაიმე რადიკალური ქმედებისთვის მიემართა. ის, რომ ,,დასტოინად“ მგდარიყო და ოსეტრიანის შეტევა, წყნარად და ადეკვატურად მოეგერიებინა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართებოდა. ედიკმა შექმნილი ვითარებით ისარგებლა და ქურდებს შეახსენა ,,შეხედეთ ამას, ეს ახლა მარტოა და რას ბედავს? მაშინ ხომ როდესაც მე მცემეს ათნი იყვნენ და წარმოიდგინეთ რას იკადრებდა“. კრიმინალური გენერლები ფეხზე წამოდგნენ და ედიკს დუმილით დაეთანხმნენ. მირონის საქციელი სცდება ქურდულ ჩარჩოებს და ის მხოლოდ ხულიგნობაა, ასეთი კაცის ადგილი კი ,,ქურდულ ოჯახში არაა“. დადგმულმა სპექტაკლმა ანშლაგით, ხმაურიანი აპლოდისმენტებით ჩაიარა, სამწუხაროდ მირონმა როლი ვერ მოირგი და ქურდულ ტიტულს დაემშვიდობა.