QronikaPlus
მოსკოვი არც მზიანი აფხაზეთიდან გადმობარგებულ „კანონიერ ქურდებს“ წყალობს (ვიდეო)

მოსკოვი არც მზიანი აფხაზეთიდან გადმობარგებულ „კანონიერ ქურდებს“ წყალობს (ვიდეო)

2014-07-06 18:04:02

როგორც ინეტრნეტ გვერდი ,,Прайм Крайм“ იუწყება, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანაშრომლებმა, ქალაქ მოსკოვში 27  წლის ,,კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჭია დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში ნუკრი გალსკის ზედმეტ სახელითაა ცნობილი. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავება დაკავებულ ,,ზაკონნიკს“ რამოდენიმე გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს, რომელის სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი გახდა. აფხაზეთის მკვიდრი (სოფ.აჩიგვარა) სულ რაღაც ერთი წელია რაც ,,ქურდული ოჯახის“ წევრი გახდა. გასულ წელს თურქეთის დედაქალაქ სტამბულში გელა ქარდავას მეგრული კლანის წევრებმა, მას და მის რამოდენიმე მოკავშირეს ,,ქურდული თავგადასავლებით სავსე გზაზე“  მწვანე შუქი აუნთეს. ,,ახალშობილთაგან“ ნუკრი რიგით მეორეა რომა სტავროპოლსკის შემდეგ, რომელიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. 2014 წლის გარიჟრაჟზე რომა სამართალდამცავებმა გამოძალვის ბრადებით დააკავეს. ასაკის მიუხედავად ნუკრი დაკავების დროს სამართალდამცავებს ფილოსოფიურ საკითხებზე ესაუბრებოდა და რომ არა კრიმინალისტური სამსახური, მისი ,,გალობით“ დატყვევებული პოლიციელები თავს სასცენო სპექტაკლის რეპეტიციაზე გრძნობდნენ.

გაზიარება