QronikaPlus
რადა, ნაძეჟდა სავჩენკოზე უკრაინის გმირობის მინიჭებას გეგმავს

რადა, ნაძეჟდა სავჩენკოზე უკრაინის გმირობის მინიჭებას გეგმავს

2014-07-29 11:11:05

უკრაინის უმაღლესი რადა, უახლოეს მომავალში კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომლის თანახმადაც მფრინავ ქალს, ნაძეჟდა სავჩენკოს უკრაინის გმირობა მიენიჭება,ინფორმაციას РБК-Украина ავრცელებს. კანონპოექტის განხილვის ინიციატივა, რომელიც რუსების ტყვეობაში მყოფ მფრინავს გმირად აქცევს, დეპუტატ სერგეი მიშენკოს ეკუთვნის. უკრაინელი მფრინავის დაცვის მხარემ, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს, დაცვის ქვეშ მყოფი ,,ქალბატონის" გირაოს სახით გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 რუბლი შესთავაზა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო. ნაძეჟდა სავჩენკო 9 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს, შემდეგ კი ქალაქ ვორონეჟის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალდ რუსი ჟურნალისტების ეგორ კორნელიუკის და ანტონ ვოლოშინის განზრახ მკველობაში მონაწილეობა წარუდგინეს. გამოძიების თანახმად, სავჩენკომ უკრაინულ არმიას რუსი ჟურნალისტების მდებარეობის კოორდინატები გადასცა და ამის შემდეგ მოხდა მათი შეგნებული ლიკვიდაცია. უკრაინელი მფრინავი ქალის წინასწარი პატიმრობა 30 აგვისტოს იწურება.

გაზიარება