როგორც ინეტრნეტ გვერდი ,,Прайм Крайм"-ი იუწყება, გასულ უქმეებზე კიევში ნიკოლსკო-სლობოდსკოის ქუჩაზე, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქვეყანის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრების ბრალდებით ქართველი ,,კანონიერი ქურდი", 41 წლის გიორგი ლობჟანიძე, ზედმეტსახელად ,,კუწუ" დააკავეს, რომელიც უკრაინაში საკმაოდ კარგა ხანია ცხოვრობს. ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით, რუსთავის მვკიდრი, გიროგი ლობჟანიძე ,,კანონიერ ქურდათ" საქართველოში 2004 წელს, ციხეში ,,სროკზე" ყოფნის დროს ,,მონათლეს". მას შემდეგ რაც ,,კუწუ"-მ სასჯელი მოიხადა და ციხე დატოვა (2010წ) ის ძველ მეგობართან, ასევე ქალაქ რუსთავის მკვიდრთან, გიორგი ხმელიძესთან (ხმელო) დონეცკში გადაბარგდა, სადაც მას ასევე თანაქალაქელი ,,კანონიერი ქურდი" ნოდარ ასოიანიც დახვდა. დონბასი ისტორიული მოვლენის წინაშე აღმოჩნდა, რეგიონში სიმშვიდეს რუსთაველი ,,ზაკონნიკების ტრიო" უზრუნველყოფდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, დონეცკის მილიციამ ლობჟანიძე დააკავა და ქვეყნიდან გააძევა. თუმცა ,,კუწუ" უკრაინის ტერიტორიაზე ელვისებური სისწარფით შემოვიდა და ,,ენერგიით სავსე" ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, საკუთარ ,,სამსახურს" მალევე დაუბრუნდა. დობნასში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, ქართველმა ,,კანონიერმა ქურდებმა" რეგიონი დატოვეს და მათთვის უფრო წყნარი ადგილის ძებნას შეუდგნენ. ,,კუწუ" და ნოდარი ყირიმში გადაბარგდა, ხმელომ კი კიევს მიაშურა. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, გიორგი ხმელიძე ამჟამად საბერძნეთშია და მკურნალობს, ნოდარ ასოიანი კი შავი ზღვის სანაპიროზე, იალტაში მხურვალე მზე ეფიცხება, ხოლო ,,კუწუ" კი ,,კამერაშია“ და სავარაუდოდ ქალაქ ჩერნიგოვში უკანონო მიგრანტტათვის გათვალისწინებულ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ, სადაც მას სამშობლოდან გადახვეწილი „მამლუქები“ პოლიკარპე ჯანელიძე და რამაზ წიქორიძე დახვდებიან.