- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2021-12-27 05:33:38
თამარ როსტიაშვილი
„ქრონიკა+“-ს ხელთ ჩაუვარდა იმ ჩანაწერის სრული ვერსია, რომლითაც, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ფუტკარაძეს 300 000 ევროს სთავაზობდნენ ბადრი ბაკურიძე (პირველი შემომთავაზებელი) და ვაჟა თაბაგიძე (მეორე შემომთავაზებელი).
ენმ-ს აჭარის ფილიალის ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, დამკვეთი თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძეა. თუმცა ჩანაწერში „ქრონიკა+“-მა ამოშიფრა დამკვეთთან დაკავშირებული საქმიანობის სფერო _ კაზინო.
ამ ეტაპზე ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების ფაქტზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული საქმეა, რომელიც 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“, თუმცა გამოძიება მოსყიდვის ფაქტზე არ დაწყებულა.
„ქრონიკა+“ იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას ხსენებულ საკითხეზე და ამ ეტაპზე გთავაზობთ ჩანაწერის ნაწილს, სადაც უშუალოდ მოსყიდვაზეა საუბარი.
პირველი შემთავაზებელი: ახლა გეტყვი, რა იყო მნიშვნელოვანი ამ თემაში _ ჩემთან მოსული იყო ჩემი ოჯახის წევრი. რომ ვკითხე, ჩემთან რატომ მოხვედი-მეთქი, შენზე მითხრა, შენი ძმაკაცია და ვიცი მე თქვენი ურთიერთობაო. მიდი და ამ კაცს ძმობაში და კაცობაში დაელაპარაკე _ ვიცით, რასაც მიაღწია და ამას მივესალმებით, მაგრამ არის საერთო თემები, სადაც ცოტა ნეიტრალიტეტია საჭიროო.
ნუგზარ ფუტკარაძე: ვინც ეგ გითხრა, ჭკვიანი კაცი ყოფილა, მაგრამ მე, ძმაო, ქალაქში დავდივარ ლამაზად და არავინ მაგინებს. ჰოდა, ასე მინდა ვიარო...
პირველი შემთავაზებელი: ვიცი, როგორ არ ვიცი.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე იმ ცხონებულთან მაკავშირებდა დიდი ძმაკაცობა. სალხინოში რომ იყო პრაქტიკებზე, გარეთ გაომოიტანდა ცხონებული პურ-მარილს, იქ ვჭამდით... სულ ვიხსენებ რაღაცებს, მის სულს არ ვუღალატებ.
პირველი შემთავაზებელი: თემას სჭირდება ნეიტრალიტეტი. გეტყვი, რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი _ არც იქით მხარეს ხარ და არც აქეთ მხარეს. საქმეს მხარდაჭერა უნდა შენი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სწორი მიდგომა. მე რომ არ გითხრა ეს, ხვალ-ზეგ შენ მეტყვი, რომ მართალი ვარ. თემა დგას დღის წესრიგში ასე: მითხრეს, ენდობიო? ნეიტრალიტეტის თემა და ყველაფერს ის, ცხოვრების სწორი მართვა რომ ჰქვია, ეს ძმობაში გაგვიკეთოსო და ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა, ძმობაში, კაცობაში, სამსახური და ა. შ.
ნუგზარ ფუტკარაძე: ვინ კაცი იყო, ბარემ, მითხარი?
პირველი შემთავაზებელი: არა.
ნუგზარ ფუტკარაძე: ხვალ და ზეგ მაინც გავიგებ.
პირველი შემთავაზებელი: არა.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე ისე, რომ თავი გამოვიდებილო და მთლად გავშტერდე, ამას ვერ გავაკეთებ. გითხარი, რომ არც შამფურს დავწვავ და არც მწვადს.
პირველი შემთავაზებელი: დანარჩენი ჩენგან იქნება...
ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა არაფერი.
პირველი შემთავაზებელი: როგორ არა, კაცო...
ნუგზარ ფუტკარაძე: მე ძალიან თავს არ გამოვიდებ, რომ ვერ მიხვდნენ. მაგრამ, როგორც გითხარი, არც შამფურს დავწვავ და არც ხორცს.
პირველი შემთავაზებელი: მაშასადამე, შენ ირჩევ ნეიტრალურ მდგომარეობას... ეს არის როგორ, იცი? ალალად რომ შეგერგება.
ნუგზარ ფუტკარაძე: არ მინდა არაფერი. ჯობია, კარგად რომ ვიქნები, იმასთანაც და ამასთანაც. მე ყოველთვის ვიქნები ის, რომ ვინმე რომ არ დაიწვება. ძალიან დიდი გადასაწყვეტი რომ იქნება კიდე, მე გავხდები ავად, ახლაც შეიძლება გავხდე...
პირველი შემთავაზებელი: მაგრამ ავად რომ გახდები, ხომ დარჩება საკითხი ჰაერში, პირობითად ვამბობ..
ნუგზარ ფუტკარაძე: არ დარჩება ჰაერში, იმიტომ რომ გადაწყვეტილება ხომ უნდა მიიღონ, ამიტომ ვერ გადადებენ.
პირველი შემთავაზებელი: მარა, შენ ხომ იცი. ხომ ნახე სხდომა, მაინც არ ვარ ბოლომდე გარკვეული. შენ რომ ჩემთან მოსულიყავი, პასუხი უნდა მოგეცა კაცური ჩემთვის. ის კაცი არის ჩემი ოჯახის წევრი და მოვიდა და მეუბნება, შენ გენდობი _ ვიცი, იმას ეტყვი, ვინც მერე არ იტყვისო.
მეორე შემთავაზებელი: ეს რაზეც არის ლაპარკი, არის საერთო ინტერესი.
პირველი შემთავაზებელი: ეს ლაივი სამსახურია, მე ყველაფერს გავუკეთებ მაღალ დონეზეო. თან ანგარების თემაში არა, პიროვნულია ეს.
მეორე შემთავაზებელი: სამსახურის თემაშიც, რაღაც შენც, ჩვენც...
ნუგზარ ფუტკარაძე: ეგეც თქვენი იყოს, არ მინდა.
პირველი შემთავაზებელი: შენ რომ ჩემთან ჯოხს დაასობ, იმ დასობილს წავიღებ მე მიწაში. ვიცი, ეს ჩვენთან მოკვდება. მე ვუთხარი ამიტომ შენზე, მე პრობლემა არ მაქვს ამასთან, მე ვეტყვი და ის ადამიანურად გაიგებს-მეთქი. მაგი გადაწყვიტეთო, დამაბარეს და როცა ჩათვლი, ის ამბავიც იქნებაო.
ნუგზარ ფუტკარაძე: მოდი, გავჩერდეთ ამაზე ჯერ, დაველოდოთ მოვლენებს, მაგის გარეშეც გადაწყდება.
პირველი შემთავაზებელი: არა, ეს თემა ასეა, მაგას ვერ გავექცევი.
ნუგზარ ფუტკარაძე: ბიჭო, მაგას მე არ გავაკეთებ. პოლიციაში ვმუშაობდი, იცი შენ და მაშინ არ იყო ბევრი ფული და არც ვეკიდებოდი არასოდეს.
პირველი შემთავაზებელი: დღეს სხვა ცხოვრებაა, შენ ახლა სწორი შანსი გაქვს.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე შეიძლება, რაღაცამ დამარტყას დღეს-ხვალ. მე სასაფლაოზე და...მულიც დანახული მაქვს. იცით, ვინცაა ეს კაცი... ხვალ და ზეგ გავაპაკუნო ფეხი და არ მინდა ასე.
პირველი შემთავაზებელი: მე ვამბობ ჩვენს ურთიერთობაში ამას შენ უნდა მისცე სწორი პოზიცია შენი მხრიდან. მე ასე ვიზამ, არ ნიშნავს, რომ წყალში გადახტე.
მეორე შემთავაზებელი: 300 000 ევრო ფული მაძლიეს, მაგრამ ჩემი გამო...ლევებული ჭკუით ეს დავკარგე. ბოზიშვილი ვიყო, თუ გატყუებდე. მომიტ...ნეს მერე კარგის ტ...აკი, ყველა ფიქრობდა, რომ ვინმე ბობოლასთან ხომ არ არისო. მერე მოხდა სიტუაცია, მოვიდა „ოცნება“ და დავბრუნდი. ახლა მშვიდად ვარ და ლამაზად. მე „ოცნების“ სიტუაციაში გადავყევი, მაგრამ ეს შანსი რომ გამიჩნდეს ისევ... პოლიტიკა არის ბინძური დედამოტ...ნული საქმე. რაზე არ უნდა გამოვრჩე, თუ შევედი შიგ.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე ეგ ვერ წარმომიდგენია. ძალიან შემცვალა იმ „რაზვედკაში“ მუშაობამ. პოლიციაში რომ ვიყავი, ხელში არ ამიღია. არ მინდა არაფერი, დაველოდოთ მოვლენებს.
მეორე შემთავაზებელი: შანსი არ უნდა დავკარგოთ.
ნუგზარ ფუტკარაძე: ხოდა, არ დავკარგოთ. წავიდეს საქმე „ხოდში“, მერე დავჯდეთ და რაც იქნება, იქნება!
პირველი შემთავაზებელი: შევხვდებით კიდე და დავილაპარაკებთ. თემა იქნება ჩვენი.
ნუგზარ ფუტკარაძე: რახანც ეს გითხრა, ალბათ, ის ტიპი იქ მუშაობს, მერიაში?
პირველი შემთავაზებელი: კაცო, შენ ელაპარაკები ახლა ჩვენს ძმას.
ნუგზარ ფუტკარაძე: ჰოდა, შევხვდები და რაც უნდა, იმაში დაველაპარაკები. დანარჩენი არაფერი მინდა.
პირველი შემთავაზებელი: მე სხვა ინტერესი არ მაქვს. მე მაქვს შენი პიროვნული თემა და იმ კაცის პროვნული თემა. მე რომ მენდნენ, მადლობა ვუთხარი მათ ამისთვის. ისიც ვუთხარი, რომ მე რომ სიტყვას ვიტყვი, ის მოკვდება. შენზე ვუთხარი, რომ მის მაგივრად პასუხს არ გაგცემ. თემა გვაქვს დაწყებული და მაგ თემაზე დაველაპარაკები-მეთქი. მგონია, რომ დადებითად გადაწყდება-მეთქი. მიპასუხა იმ კაცმა, აი, ეგ ამბავი გამოსულიაო. ხო არის იმაში კაზინ... (არ ასრულებს), ჰოდა, ეს თემა გამოსულია, დანარჩენს თქვენ მიხედეთ, ოღონდ შევხვდეთო, რომ ჩამოვყალიბდეთ თემაშიო.
ნუგზარ ფუტკარაძე: ფულზე არ ვილაპარაკოთ, რა, გეხვეწებით. თუ გინდა, იმას თავს დავუქნევ და აწიეთ თქვენც... და თქვენი იყოს.
მეორე შემთავაზებელი: შვილები გყავს, ცოლი გყავს, ბინა გინდა შენზე, უკრაინაში წაგიყვან, „გაგაგულავებ“, მაგი პატივისცემა არაა. მეტი რა გითხრა, მე ხომ არ გეუბნები სხვა რამეს.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე ვერ ავდგები და ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ დავტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადავალ სხვაგან. არ ვიტყვი, რომ ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, ამას მე არასოდეს არ ვიზამ, მაგრამ რაღაც-რაღაცების მიღებაში მხარს დავუჭერ კანონს.
მეორე შემთავაზებელი: ნეიტრალურში რა არის ცუდი? _ არც იქით ხარ, არც აქეთ.
ნუგზარ ფუტკარაძე: მაგას არ ვიტყვი მე. მაშინ პროჭი ხარ. მე იმათგან ვიყარე კენჭი და არ ვიზამ მაგას. გეხვეწებით, მაგი არ მითხრათ, მაგრამ კანონების მიღებაში მხარს დავუჭერ, იქ სადაც მხარი იქნება დასაჭერი.
პირველი შემთავაზებელი: შეიძლება, მერე დადგეს იმპიჩმენტის საკითხი, მაშინ ვის დაუჭერ მხარს?
ნუგზარ ფუტკარაძე: მე შენ გეტყვი _ მერის იმპიჩმენტის საკითხი არასოდეს დადგება, არ შემეკითხო, რატომ. არ დადგება და მორჩა, ვიცი, რასაც ვამბობ.
პირველი შემთავაზებელი: როგორ ჩამოვყალიბდეთ მაშინ ძმობაში, შენ მითხარი?
ნუგზარ ფუტკარაძე: მე სადაც ვარ, იქ ვიქნები და ყოველთვის კანონიერებისა და საქმიდან გამომდინარე ვიქნები _ არც შამფურს დავწვავ და არც ხორცს.
პირველი შემთავაზებელი: საკითხებში?
ნუგზარ ფუტკარაძე: ხო, კაი აბა, კარგად...
პირველი შემთავაზებელი: მოიცა, დავასრულოთ, ნუგზარ.
ნუგზარ ფუტკარაძე: ნაწილობრივ ყოველთვის დავეხმარები იმათ.
პირველი შემთავაზებელი: დახმარება სხვაა.
ნუგზარ ფუტკარაძე: ქალაქში გამარჯობა ყველას უნდა ვუთხრა და ვინც შენ ეგ გითხრა, იმასაც გამარჯობა უნდა ვუთხრა.
პირველი შემთავაზებელი: ხო, მარა, ამ შემთხვევაში ჩვენც ჩვენი პასუხი უნდა გვქონდეს ძმობაში, რომ ეს კაცი მზად არის, რომ ჩვენი პოზიცია გაიზიაროს.
ნუგზარ ფუტკარაძე: პოზიციას გავიზიარებ და ასე ავდგე პირდაპირ და ვთქვა, რომ აღარ ვარ თქვენთან და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, ამას ასე არ ვიტყვი. მაგრამ იქ, კანონების მიღების დროს, მე შამფურს არ დავწვავ.
პირველი შემთავაზებელი: ანუ კანონი რომ გეტყვის, იმაში არ მიიღებ მონაწილებას?
ნუგზარ ფუტკარაძე: ხო.
პირველი შემთავაზებელი: კარგი, დაველაპარები იმას და მერე შევხვდეთ. შენ წინააღმდეგი ხარ, რომ შევხვდეთ?
ნუგზარ ფუტკარაძე: კანონების მიღების დროს მე ხელს არ ავწვე, რა გინდა მეტი?! რად უნდა მაგას შეხვედრა? თუ უნდა, შევხვდეთ, იქაც ამასვე ვიტყვი. ცუდს არ გავუკეთებ არასოდეს ვინმეს.
პირველი შემთავაზებელი: მესმის, რომ ცუდს არ გაუკეთებ და გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირი ინტერესი არის თემაში, რომ ჩვენი პოზიცია გვქონდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ზურგს აქცევ. ამიიტომ ჩემი გადასახედიდან ასეა, რომ ნეიტრალიტეტში ხარ და რომ რომელ კანონსაც გინდა, იმას უჭერ მხარს. ეს იყოს ის, რომ მე შენთან ეს მეთხოვა და დაგიწერე ის, რაც დასაწერი იყო და დანარჩენი უნდა გადაწყვიტო შენ.
მეორე შემთავაზებელი: ნუგზარ, ბოლოდე მათქმევინე, ძმობაში 20%-ს ჩვენ წამოვიღებთ და 80%-ს _ შენ.
ნუგზარ ფუტკარაძე: არა, არა. შენ რომ მოხვიდე ჩემთან, მეც იგივე პასუხს გაგცემ, მე არა და თქვენ იხეირეთ.
მეორე შემთავაზებელი: ის რაც იქნება, ჩვენში დარჩება ყველაფერი.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე არასოდეს ვიტყვი, რომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“ და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი. მარა მე კანონებში დავეხმარები იმ კაცს, ვინც ეს გითხრა.
პირველი შემთავაზებელი: იმ მხარეს რომ აწევენ ხელს, ეს გასაგებია, მაგრამ დამოუკიდებელი პოზიცია ღალატს ნიშნავს?
ნუგზარ ფუტკარაძე: ერთ პარტიაში ვიყავით, კენჭი ერთად ვიყარეთ.
პირველი შემთავაზებელი: ჰოდა, არც იმ მხარეს ხარ და არც მეორე მხარეს...
ნუგზარ ფუტკარაძე: არა, მასე არა.
მეორე შემთავაზებელი: აქ ნაცხოვრები ვარ ბათუმში, აქ დავიბადე და გავიზარდე, ჯანმრთელობა მე ხელს არ მიწყობს, არ მინდა, არც ერთი მხარე ვაწყენინო და არც _ მეორე. ამიტომ ვირჩევ დამოუკიდებელ კანდიდატობას-მეთქი.
ნუგზარ ფუტკარაძე: მაგას არ ვიტყვი, დამანებეთ თავი, მაგრამ იმასაც არ ვაწყენინებ, რა გინდათ მეტი?
პირველი შემთავაზებელი: და წყენა რაში გამოიხატება, მაგასაც დაკონკრეტება უნდა.
ნუგზარ ფუტკარაძე: მხარს დავუჭერ კანონებში მათ.
პირველი შემთავაზებელი: დანარჩენი ერთი შეხვედრა შევხვდეთ. მე ვიცი, რომ არც საქმეში და არც ურთიერთობაში რამეს არ დაგვამადლი. ეს მარტო ჩემს ინტერესებში არ არის, ორივეს ინტერესებშია. ის კაცი რომ მომენდო, მეც შენ მოგენდე. ანუ იმ კაცმა იცოდა, რომ შენ მე არ მიღალატებდი და არც მე გილაღალატებ.
ნუგზარ ფუტკარაძე: ცოტა გიღალატე ახლა.
პირველი შემთავაზებელი: არ მიღალატე, მაგასაც გამოვასწორებ, მარა ნაწილობრივ ამ ეტაპზე ასეა, მერე ვნახოთ. ყველა კანონში მოგვყვება, დამოუკიდებელობა კი ახლა გადაწია და მერე ვნახოთო.
ნუგზარ ფუტკარაძე: არა-თქო, არა!
მეორე შემთავაზებელი: დამიჯერე, ნუგზარ, მოუტ...ან ამ გაჭირვებას დედა, ეს ჩვენში მოკვდება, არამია იმისთვის, ამ კედლებს იქით თუ გავიდა.
ნუგზარ ფუტკარაძე: მე მინდა, მშვიდად დავიძინო და გავიღვიძო, გავიარო, გამოვიარო..
პირველი შემთავაზებელი: მარა, ეს პირველი ეტაპი იქნება ასე და მერე გაიხედავ და საფუძველიც გექნება, დროის ამბავია, ხომ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მეორე შემთავაზებელი: დაფიქრდი, ცოდვას აკეთებ? ვინმეს კლავ? ჩათლახობ? ნეიტრალიტეტი!
პირველი შემთავაზებელი: ის კაცი გვენდობა ჩვენ და ჩვენ შენ გენდობით. ჩვენში მოკვდება და ამ თემას დავასრულებთ მაგით.
ნუგზარ ფუტკარაძე: არა, არ დავასრულებთ მაგით. ეგ არ არის სახსენებელი.
პირველი შემთავაზებელი: სახსენებელი იმითაა, რომ მაგ თემა გასულია მასე.
ნუგზარ ფუტკარაძე: არ არის დასრულებული, მე არ დავწვავ შამფურს. მარა, შენთან ვინც მოვიდა, არ იტყვის, რომ ეს კაცი პედერასტი ყოფილაო.
პირველი შემთავაზებელი: მხარის დაჭერა მე ასე ვიცი, რომ აი, ეს ქუდი რომ მაქვს, უნდა ვთქვა, რომ ეს ქუდი სწორია. აბა, ხომ ვერ იტყვი, შუაში რა იყოს. მე იმ კაცს უნდა მივცე სწორი პასუხი, ძმობის ტოლი პასუხი.
ნუგზარ ფუტკარაძე: უკუღმართ საქმეს არავინ არ გააკეთებს მერიაშიც და საკრებულოშიც. იმ კაცს უთხარი, რომ მისი კაცობიდან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ გადის ნეიტრალურში. თუ გინდა, მაგას მოუმატე ორი ნული და სამი ნული, ვერ ვიტყვი მაგას. შენ იცი ჩემი _ ყველაფერს გეფიცები, მის საფლავს ვენაცვალე.
მეორე შემთავაზებელი: ერთი სიტყვით, ძმაო, დღეს ასე და ხვალე შევხვდეთ.
ნუგზარ ფუტკარაძე: არა, ცოტა ხანი გავიდეს მაინც. არ არის შესახვედრი.
პირველი შემთავაზებელი: რამდენი დრო უნდა გავიდეს?
ნუგზარ ფუტკარაძე: არაფერი არის ახლა შესახვედრი, ჯერჯერობით. მერე რამე თუ მოუნდათ, მითხარი.
პირველი შემთავაზებელი: ხო, იქ თემა იყო განცხადების თაობაზე.
ნუგზარ ფუტკარაძე: რა განცხადების?
პირველი შემთავაზებელი: ვიღაცამ დაწერა განცხადება სამსახურის თაობაზე, თუ ვინემს დასჭირდა სამსახური... მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი ეს არის.
ნუგზარ ფუტკარაძე: ჯერ დავიწყოთ ერთი და მერე ვნახოთ, რამე თუ მოუნდებათ დახმარება, შევძლებ. ან მესიჯს მომწერ, არ აწიო ხელი, არ ავწევ, მეტი რა ვქნა და დაანაბე მაგას თავი... არ მინდა არაფერში 20%, ეს არც მე მიჭირს და არც შენ გიჭირს.
პირველი შემთავაზებელი: ამან მითხრა, 100 რომ დაიჭირო, 80 შენ და 20 კიდე...
ნუგზარ ფუტკარაძე: არ გვინდოდეს, რა.
პირველი შემთავაზებელი: ჩვენ შორის დარჩება და მერე ყველაფერს კარგად დავაბოლოვებთ. საკრებულოში შევიდეთ და მერე შევხდეთ და დავილაპარაკოთ.
ნუგზარ ფუტკარაძე: შევიდეთ და მოვლენებს დაველოდოთ.
„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.