QronikaPlus
რა სიურპრიზს უმზადებს სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“?

რა სიურპრიზს უმზადებს სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“?

2021-12-22 04:33:46

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები იმაზე უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. არჩევნებამდე დარჩენილ დროში კი ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდებით. სკანდალები არც არჩევნების შემდეგ მოგვაკლდება. მმართველ პარტიაში ძალიან აწუხებთ გიორგი გახარიას ფაქტორი,   ზურაბიშვილის საეჭვო განცხადებები და კალაძის რაღაცნაირი პოზიცია. ამასთან აწუხებთ ეჭვები რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერისთვის აპირებს ხელისუფლების გადაბარებას. „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ ამ კაცს ტრიუკების ჩატარება უყვარს.

დააბოლე და მოიგე

„ქართული ოცნების“ ლიდერები საჯაროდ ომახიან განცხადებებს აკეთებენ და იმის მტკიცებაში არიან, რომ ამ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებენ. არადა კულუარებში სულ სხვა რამეებს ლაპარაკობენ. კარგად იციან რეალურად რა რეიტინგიც აქვთ. ამიტომ ყველაფერზე მიდიან ხალხის გულების მოსაგებად. ისეთ ტყუილებსაც აღარ ერიდებიან, როგორს თქმაც მიუნჰაუზენსაც კი შერცხვებოდა. მათაც უნდა გავუგოთ, ნაციონალების დაბრუნებით ამომრჩევლის დიდ ნაწილს ვეღარ შეაშინებენ. მერებად და საკრებულოების თავმჯდომარეებად ძირითადად ყოფილი ნაციონალები ჰყავთ წარდგენილი. ამიტომ სხვა გზას დაადგნენ და ხალხის დაბოლება გადაწყვიტეს.

საქართველოში პოლიტიკა  ხალხის დაბოლებას ნიშნავს. რაც უფრო კარგად აბოლებს ხალხს, მით უკეთესი პოლიტიკოსი ხარ. ყველა პარტია აბოლებს ამომრჩველს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით კი პარლამენტის სპიკერს კახა კუჭავას ნამეტანი მოუვიდა. ეს ადამიანი იმდენად შეიჭრა როლებში რომ ქუთაისელებს უთხრა, რამდენიმე წელში ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებსო. ტიპი ფეხბურთის აზრზე თუ არ არის, შეიძლება ასეთი რამე თქვას. მაგრამ ფეხბურთის აზრზე არმყოფნისგანაც კი არ შეიძლება სმგავსი სისულელის თქმა. სხვა თუ არაფერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ კედლებში სანახევროდ აღიარებულ კოსოვოს ნაკრებთან წააგო.

დიდი ალბათობით იცის კუჭავამ, რომ ცხვარის და ოციანის გარდა ჩვენი ფეხბურთელები არაფრის მომგები არ არიან, მაგრამ მაინც ლაპარაკობს. და ამას მარტო იმიტომ არ აკეთებს, რომ საარჩევნოდ დააბოლოს ამომრჩეველი. მისი განცხადებები ივანიშვილისთვის თავის მოწონებასაც ემსახურება. სხვა შემთხვევაში არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა მისი განცხადება იმაზე, რომ ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყეებში ხანძრებისას იქ თანხა გადარიცხა.

5 ივლისს ჟურნალისტების დარბევის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების საკითხი. ივანიშვილის კარზე პრემიერად რამდენიმე ადამიანს მოიაზრებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო კახა კუჭავაც. ქარიშხლის გადავლის შემდეგ ღარიბაშვილის შეცვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კუჭავას საპრემიერო ამბიციები გულში ისევ ჩარჩა. მან კარგად იცის, რომ ივანიშვილი პრემიერის პოსტზე ერთ ადამიანს დიდხანს არ გააჩერებს. ამიტომ ცდილობს რაც შეიძლება ხშირად მოხვდეს თვალში ბოსს. რომელიც მას ბოლო პერიოდში აშკარად მოწყალე თვალით უყურებს.

კახა კუჭავამ ძალიან კარგად იციას, რომ წლების წინ ირაკლი კობახიძემ სწორედ ასეთი მყვირალა და ორიგინალური განცხადებებით მიიპყრო ივანიშვილის ყურადღბა. ისე კობახიძესაც უნდა პრემიერობა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ პოსტის დასათრევად ბატონის კარზე ინტრიგების ხლართვას აგრძელებს. მართალია ძველებური გავლენები აღარ აქვს, მას ივანიშვილი მას ძველებურად ბრმად აღარ ენდობა. როგორც „ქრონიკა+“-ს „ოცნების“ კულუარებში უთხრეს აქამდე ივანიშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ყველაფერს უჯერებდა, ახლა მის მიტანილ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროოებით ამოწმებს.

აგვისტოში პარტიის თავმჯდომარეობიდან კობახიძის გადაყენებას აპირებდნენ. . „ქართული ოცნებისთვის“ პრემიერ ღარიბაშვილს უნდა ეხელმძღვანელა. ეს „ოცნების“ აქტივმა მოსთხოვა პარტიის შემქმნელს. მოქლედ თავმჯდომარესხ მამუკა მდინარაძის და დავით მათიკაშვილის მერი ვერავინ იტანს. გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების წინ ამის გაკეთება ლამაზი არ იქნება და ჯობია დარჩეს თანამდებობაზეო. თანამდებობაზე კი დატოვეს, მაგრამ ცოტა განზე გაწიეს.  შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ ის ისეთი აქტიური აღარაა და აღარც ხშირად აკეთებს განცხადებებს. რაღაც დროის მანძილზე ის გადამალულიც კი ჰყავდათ. ახლა ასპარეზზე მხოლოდ გიორგი გახარიას გასალანძღად გამოჰყავთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ კობახიძის ლანძღვა ოპონენტების რეიტინგზე კარგად მოქმედებს. მთელი ოპოზიცია იმაზე ლოცულობს, ოღონდ კობახიძემ შეგვაგინოსო.

ამომრჩევლის დაბოლებაზე ვსაუბრობდით და ამ ამბავში კუჭავას „ოცნების“ სხვა ლიდერებიც არ უდებენ ტოლს. პრემიერი საერთოდ მიწისქვეშა ტურიზმს პირდება ტყიბულელებს.  ყველა მათი დანაპირების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სამწუხარო ისაა, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ ბოლდება და სჯერა ამ დაპირებების. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დაბოლებას არც ოპოზიცია ერიდება. მათ შორის ახალგამოჩეკილი ოპოზიციონერი გიორგი გახარია. რომლისთვისაც პრემიერობისას კორუფცია ქართული ჯიგრული პონტი იყო, ახლა კი მთავარი გამოწვევაა.

მაზაკვალი კოჩი გიორგი გახარია

გიორგი გახარია „ოცნებისთვის“ სერიოზული თავის ტკივილი გახდა. მმართველი პარტიის კულუარებში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მისი კანდიდატები რამდენიმე ქალაქში მერის არჩევნებს მოიგებენ. გახარიას განსაკუთრებით კარგი პოზიციები აქვს შიდა ქართლში. აქაური ქოცების უმეტესობა მის გუნდში გადავიდა. „ქართულ ოცნებაში“ არ მალავენ, რომ გორში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს კოტე ანანიაშვილს მოგების სერიოზული შანსები აქვს.

კოტე ანანიაშვილი აქ სერიოზული პატივისცემით სარგებლობს. ამის გარდა მას საბანაძის კლანიც უმაგრებს ზურგს. კახა საბანაძე კოტე ანანიაშვილის ქვისლია. ხოჯევანიშვილებიც ამ გუნდში არიან. როგორც გორში ამბობენ, „ოცნებამ“ სასწაულად თუ არ გააყალბა არჩევნები, ანანიაშვილს მერობა ჯიბეში უდევსო. ამიტომ დაუყენა „ოცნებამ“ მას კონკურენტად ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩაგაშვილი. თავიდან მოკრივე გიორგი კანდელაკის კანდიდატურაც განიხილებოდა.

გორი ჭიდაობის და კრივის ქალაქია და „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ხალხი მოჭიდავის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ამომრჩველს იმასაც ეუბნებიან, გახარიას კაცი როგორ უნდა აირჩიოთ გორის მერად, ეგ ნაციონალებს გაურიგდაო. ამ დროს მათი მერობის კანდიდატი სააკაშვილთან  მეგობრობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ლადო ხინჩაგაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში ჩააკითხა. სადაც რთველშიც მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

გიორგი გახარიას სერიოზული რეიტინგი აქვს სამეგრელოშიც. ამიტომ იყო პრემიერმა ღარიბაშვილმა მას ჩხოროწყუში მაზაკვალი რომ უწოდა. მაზაკვალი ეშმაკისმაგვარს ნიშნავს, თუმცა სალანძღავი სიტყვა სულაც არ არის. ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მეგრულის მასწავლებელი უნდა დასაჯოს. აშკარად შეცდომაში შეიყვანეს. მაზაკვალობის გამო სამეგრელოში ყოფილ პრემიერს არავინ დაიწუნებს.

პრემიერს არც დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჩამორჩა და მანაც მეგრულად დაგმო გახარია. თქვა, არ ხარ შენ მართალი კაციო. ზარქუას მის მიმართ ძველი ბოღმა ახრჩობს. ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე წლის წინ მას დეპუტატობის შანსი წაართვა.  ის კახა კალაძის კვოტით იყო ჩაწერილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში. პარალელურად იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი. ხშირად დადიოდა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე. პლენარულ სხდომებსაც სიამოვნებით დაესწრებოდა, მაგრამ კომიტეტებისგან განსხვავებით იქ დასწრება თავისუფალი არ იყო.

ზოგჯერ „ოცნებები“ ხდება და ზარქუასაც კინაღაც აუხდა დიდი ხნის ნატვრა. პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლის შემდეგ ერთი ადგილი გათავისუფლდა. მისი ადგიმონაცვლე ირაკლი ზარქუა უნდა ყოფილიყო. მოულოდნელად მან უარი თქვა დეპუტატობაზე. მაშინ „ოცნებაში“ ამბობდნე, რომ ეს გადაწყვეტილება მას მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ მიაღებინა. ზარქუას შემთხვევაში გახარია კარგად არ მოიქცა. ზარქუას ის მაშინვე უნდა დაეგმო, მაგრამ მაშინ რას გაბედავდა.

„ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება თბილისის მერად იყაროს კენჭი. „ოცნების“ ექსპერტი ლადო ბოჟაძე, რომელიც როგორც იქნა დააფასეს და საკრებულოს სიაში ჩაწერეს, გულმოკლული აცხადებდა, გახარიამ თვითწარდგენა განახორციელა და თვალბზე ეტყობოდა, ვიღაცის დავალებას ასრულებდაო.

ამ წარდგენამდე გახარია კახა კალაძეს შეხვდა. კახა კალაძე „ოცნებაში“ ერთადერთი გამონაკლისი იყო, ვინც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ გახარიას არ ლანძღავდა. როგორც მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა განმარტა, მან დახურულ შხვედრაზე კალაძეს თავისი გადაწყვეტილება ამცნო, არ მინდოდა ტელევიზიით გაეგო თბილისის მერად რომ ვიყრიდი კენჭსო. თბილისის მერმა თქვა, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო. მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ამ შეხვედრისგან სკანდალის აგორება სცადეს. განაცხადეს, გახარია კალაძესთაბ ფულის სათხოვნელად მივიდაო.

ამით მათ მარტო გახარიას არ დაარტყეს. კახა კალაძეც ჩააგდეს უხერხულ მდგომარეობაში. ისეთი სურათის დახატვას შეეცადნენ, თითქოს თბილისის მერი ყოფილ პრემიერთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა. რაღაც პერიოდში ჭორიც კი გავრცელდა, რომ ისინი ერთად მოქმედებნენ. გახარია პრემიერობიდან გადამდგარი იყო, კალაძე განზე გაწეული. ისე ჰქონდა „ოცნებასთან“ საქმე რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას მისი გუნდიც აპირებდა.

ირაკლი კობახიძემ ერთხელ უკვე გაუფუჭა საქმე კალაძეს. თვეების მანძილზე ბიძინა ივანიშვილი მას არც ხვდებოდა და არც მის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. კალაძეს პოლიტიკიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მილანში მიდიოდა. მერე კობახიძის პოზიციები ოდნავ შეირყა და ივანიშვილმა იმ ხალხის დაბრუნება დაიწყო უკან, ვინც კობახიძის ენის გამო მოიძულა.

კობახიძის დიდი დამსახურებაა „ოცნების“ დამფუძნებელმა ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილი რომ მოაშორა „ქართულ ოცნებას“. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ბოლო ხანებში ნაცვლიშვილსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დალაგდა. არც ისაა გამორიცხული ივანიშვილმა გახარიასთანაც დაალაგოს, თუ უკვე დალაგებულიარა აქვს.  ეს უკანასკნელიც კობახიძის გამო აღმოჩნდა „ოცნების“ მიღმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს თავისთვის სურდა პრემიერის პოსტი, ბევრიც იბრძოლა, მაგრამ სინამდვილეში ღარიბაშვილს გაუკაფა გზა სკამისკენ.

მართალია პარტიის მოლაპარაკე თავები გმობენ ყოფილ პრემიერს, მაგრამ „ოცნების“ ძირითადი ნაწილი დუმილს ინარჩუნებს. მათ სერიოზული ეჭვი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი და გახარია ერთად მოქმედებენ. ეჭვობენ იმას რომ „ოცნების“ დამფუძნებელი ყოფილ პრემიერს გადააბარებს ძალაუფლებას. ამ ეჭვების საბაბს გახარიაც იძლევა. ეს უკანასკნელი ცოცხალი თავით არ აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ მან რამდენჯერმე სცადა ივანიშვილთან შეხვედრა. „ოცნების“ დამფუძნებელი მას არც შეხვდა და არც მის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. მის სატელეფონო ზარებს თავიდან არც ძალოვანები პასუხობდნენ. საუბარია იმათზე, ვისაც ივანიშვილთან აქვს კომუნიკაცია. ბოლო ერთი თვეა, ისინი გახარიას ზარებს პასუხობენ. ეს ამბავი მმართველი პარტიის ქვედა რგოლებმაც იციან. ისიც იციან, რომ ყოფილი პრემიერი „ოცნების“ დამფუძნებლის ნებართვიის გარეშე რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება. მმართველი პარტიის ნაწილი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურა გახარიამ ივანიშვილთან შეთანხმებით წამოაყენა. არაა გამორიცხული ბევრმა ამის გამო მას მისცეს არჩევნებში ხმა.

ეს ამბავი კახა კალაძესაც აშფოთებს. გახარია მას ბევრ ხმას წაართმევს. „ოცნების“ ჭეშმარიტი მომხრეები მიიჩნევენ, რომ კალაძე ადრე თუ გვიან ივანიშვილს განუდგება და დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს. ამიტომ მისთვის ხმის მიცემა დიდად არ სურდათ. ახლა ადგებიან და გახარიას მისცემენ ხმას. ეს უკანასკნელი ივანიშვილთან გარიგებულად მიაჩნიათ, მოქმედი მერი კი.... მას პოზიციების შეცვლა არ უჭირს და თუ საშუალება მიეცემა, უპრობლემოდ გადახტება სხვა ნავში. როგორც ეს წლების წინ გააკეთა, როცა სააკაშვილის ნავიდან „ონებაში“ გადახტა. ეს ნახტომი მისთვის ძალიან სარფიანი და ნაყოფიერი გამოდგა.

როგორც უკვე ვთქვით, მან ივანიშვილთან ურთიერთობები დაალაგა, მაგრამ ძველებურად მყარი პოზიციები აღარ აქვს. კობახიძე ისევ უხლართავს ინტრიგებს. არც ღარიბაშვილი დაინდობს. წლების წინ კალაძემ დაუხლართა მას ინტრიგები. პრემიერობის პირველ ჯერზე ისე აუბუნტა მინისტრები, რომ ისინი ღარიბაშვილის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდნენ.

თბილისის მერის პოზიციები სოსო გოგაშვილმაც შეასუსტა. ისინი ძალიან შეხმატკბილებულად მუშაობდნენ. გოგაშვილი სუსის უფროსის მოადგილე იყო და ბევრზე ბევრი ინფორაცია ჰქონდა. ამ ინფორმაციებს ის რეგულარულად აწვდიდა კახა კალაძეს. ეს უკანასკნელი ამ ინფორმაციებით ვიღაცებს კარგად უსწორდებოდა. ზოგს აშინებდა, ზოგს აშანტაჟენდა, ზოგს აშავებდა. ახლა გოგაშვილი ბორტს მიღმაა, თავი სახალხო პარტიას შეაფარა. თან ბევრი კეისი ექნება წაღებული, მაგრამ კალაძეს ვეღარ გამოადგება. თუმცა ვინ იცის.

ინფორმაციები ვახსენეთ და კალაძის წინააღმდეგაც ბევრი ინფორმაცია არსებობს. სუსში საქმეები თაროებზეა შემოდებული. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. რომელიც სუსის უფროსის მოადგილე იყო, ახლა კი გახარიას გუნდის წევრია. საჭიროების შემთხვევაში კალაძეზეც ბევრ რამეს გავიგებთ. არც ისაა გამორიცხული გაზპრომთან მის მიერ გამორიცხული ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროვდეს. ამის გასაჯაროვებით კალაძეს ერთ=ერთი მინისტრი წლების წინ დაემუქრა. მაშინ თბილისის მერს ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ეკავა. ივანიშვილის ჩარევის შემდეგ, ხელშეკრულების დეტალები აღარ გასაჯაროებულა.

                        რას იზამს სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის წყალობით ზის, საეჭვოდ არის გაჩუმებული. პრეზიდენტად გამწესების შემდეგ ის ძალიან აქტიური იყო, თითქმის ყველაფერზე აკეთებდა განცხადებას და ყველანაირად აპრავებდა „ქართულ ოცნებას“.  ხალხზე ოდნავ მაღლა მდგომი ქალი ვერასდროს ამჩნევდა უსამართლობას. სამაგიეროდ ახლა ევროპასავით შეშფოთებული.

ბოლო დროს მან სულ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ყველა მათგანი „ოცნების“ საწინააღმდეგო იყო. მან დაგმო 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, შეიცხადა „ოცნების“ გასვლა მიშელის შეთანხმებიდან და წუხილი გამოთქვა საქართველომ ევროპულ დახმარებაზე უარი რომ თქვა.

ერთი შეხედვით პრეზიდენტის განცხადებები უცნაური არაა. მან დასაგმობი დაგმო და სხვანაირად არც შიძლება ყოფილიყო. თუმცა ახლო წარსულში ზურაბიშვილი ვერანაირ დარღვევას ვერ ამჩნევდა. ჟრნალისტებს კომენტარს არ აძლევდა და აბუჩად იგდებდა. ახლაც იგივეს გააგრძელებდა, მაგრამ მისთვისაც შეიცვალა რაღაცები. საფრანგეთის მოქალაქე მიხვდა რომ ჯობია ისევ ევროპულობას მიაწვეს.

ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე თვალები მას ივანიშვილთან უთანხმოების შემდეგ აეხილა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, „ოცნების“ შემქნელი დიდი ხანია პრეზიდენტის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მათ შორის პირველად სიტუაცია ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თეში დაიძაბა. ამის მიზეზი გახდა გიორგი მარგველაშვილი. ივანიშვილმა გაიგო, რომ მარგველაშვილი ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში კვირაში ერთხელ სტუმრობდა ზურაბიშვილს. შეხვედრებზე ისინი სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ. მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა დასავლეთში არავის გაუკვირდებოდა და ამის გამო არავინ აღშფოთდებოდა. საქართველოში კი ამ მხრივაც სხვანაირად არის საქმე. მარგველაშვილზე ივანიშვილი გაბრაზებულია. ამიტომაც აღშფოთდა როცა გაიგო, რომ მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი მის უარმყოფელ ექსპრეზიდენტს მასპინძლობდა.

მარგველაშვილი რაკი ვახსენეთ, აქვე გეტყვით რომ ეს უკანასკნელი ივანიშვილთან სიტუაციის დალაგებას ცდილობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მან ბიძინა ივანიშვილს შეუთვალა რომ მასთან შერიგება და თანამშრომლობა სურს. ეივანიშვილს ასეთივე შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ის მთავარ მეოცნებეს ჰპირდებოპდა, შნთან ვითანამშრომლებ და ამის გამო მზად ვარ პარტია დავტოვოო. ივანიშვილმა რა უპასუხა ვერ გეტყვით, მაგრამ ბაქრაძემ პარტია მართლა დატოვა და პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დე[პუტრატი ისე შევიდა. მარგველაშვილს რაც შეეხება, ის მკვეთრად აღარ ოპოზიციონერობს. არადა სულ ახლო წარსულში სალომე ზურაბიშვილზე მწარედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ნიკოლოზ შენგელაიას მეღლემ გააცნო. მათვე ურჩიეს რომ ის წარედგინათ პრეზიდენტად. ამ გადაწყვეტილებამ „ოცნებაში“  დიდი მოწონება არ გამოიწვია, მაგრამ ბატონს როგორ აკადრებდნენ, ცდებიო. მმართველ პარტიაში მრავლად არიან პორტირებული ნაციონალები და მათ კარგად ახსოვთ, როგორ განუდგა თავის დროზე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს. რომელმაც ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისას ზურაბიშვილი უკანონიობებს და უსამართლობას არ იმჩნევდა. მისთვის ეს ხილული მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალების ელიტასთან გაუფუჭდა საქმე. ამის შემდეგ დაიწყო ხმაურიანი განცხადებები. და როცა გაუშვეს, ისინი ქაჯებად მონათლა. მეოცნებები ჯერ ქაჯებად არ უკურთხებია, მაგრამ აქამდე ბევრი არ უკლია.

როგორც „ქრონიკა+“-ს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო უყვება, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ის ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. ივანიშვილმა მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა. მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შეხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტია. გარეოცვას ეუბნება, ეგ ქალი არ დამანახოთო. იმ ქალს კიდევ იმის გარკვევა სურს, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მას დაპირდა, რომ როცა საპრეზიდენტო ვადა ამოეწურებოდა, თავდაცვის მინისტრად დანიშნავდა.

კალაძის შემორიგების ამბავს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ზურაბიშვილთანაც დაალაგოს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა. ჯერჯერობით ზურაბიშვილი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და არაა გამორიცხული, ერთ დღეს საჯაროდ გაემიჯნოს „ოცნებას“. შესაძლოა პროტესტის ნიშნად პრეზიდენტის პოსტიც დატოვოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ცხელ გულზე პარლამენტი დაითხოვოს.  ამ ქალისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მას ხშირად ახასიათებს პოზიციოების ცვლილება.

2009 წლის აქციების დროს ის მგზნებარე ოპოზიციონერი იყო. აქციები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა.ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის გადადგომას ითხოვდა. ნაციონალები ვანოს ვერ შეელივნენ, მაგრამ ოპოზიციას უთხრეს, თქვენი კადრი გამოაგზავნეთ და შს მინისტრის მოადგილედ დავნიშნავთო. ოპოზიციამ ეს შეტავაზება არ მიიღო, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა ამ წინადადებას. ის შს სამინისტროშიც კი მივიდა, ვანო მერაბიშვილის მოადგილის პოსტი რომ დაეკავებინა, მაგრამ მას არავინ შეხვდა. არაა გამორიცხული ნაციონალების წიაღში დაბრუმდეს. ქართულ პოლიტიკაში ის მათი დამსახურებით შმოვიდა.

„ოცნებაში“ ზურაბიშვილისგან უსიამოვნო სიურპრიზებს ელოდებიან და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი გაშავების გეგმაც მზად აქვთ, ივანიშვილს და „ოცნებას“ ზურაბიშვილისთვის წამოსაძახებელი მართლა ბევრი აქვთ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება