QronikaPlus
გოგი წულაიას საქმის გაუხმაურებელი დეტალები

გოგი წულაიას საქმის გაუხმაურებელი დეტალები

2021-03-25 05:11:48



ტვ „პირველის“ ეთერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნებამ „ოცნების“ გუნდში სრული ქაოსი გამოიწვია. ჩანაწერების გამოტანაში ეჭვმიტანილია ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა სუსთან, ოტოსთან, მოსმენებთან, პარტიის ოფისთან და ივანიშვილის „შუშის სასახლესთან“.
მართალია, მმართველი გუნდი ოფიციალურად ჩანაწერების დამზადებას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს, მაგრამ, რეალურად, მოღალატეს გუნდის შიგნით ეძებს.

ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ შეუქცევადი პროცესები დაიწყო: პარტიის მთავარმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა, ჯერ „ოცნების“ ოფისი დატოვა, მერე კი _ მის მიერვე დაფუძნებული „პოსტ ტვ“. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი არა მხოლოდ ჩანაწერების, არამედ ფინანსების მითვისებაშიც არის მხილებული. „დამიჭერთ და ისეთი ჩანაწერები მაქვს, საბოლოოდ აფეთქდებით!“ _ დაემუქრა ის „ქართულ ოცნებას“.
მეორე ვერსიით, ეჭვმიტანილია გახარიას ფრთაც: ერთი მხრივ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და მეორე მხრივ, კახა საბანაძე.
ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერების გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოყვა. ერთმანეთის მიყოლებით დაიგეგმა რამდენიმე აქცია, მათ შორის, „შეაგინე ბერას“. გამონაკლისი არც გოგი წულაია ყოფილა, _ მან სატელევიზიო ეთერში პერფორმანსი მოაწყო: „შეაგინე ბიძინა ივანიშვილის ვაჟს“ და თან საჯაროდ დაუბარა, _ მოდი ჩემამდეო.
ჰოდა, მივიდნენ! მაშინ, როცა გოგი წულაია ნაქირავებ ბინაში მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა, მას ეძინა, პატრულმა გააღვიძა და უთხრა, რომ იგი ეჭვმიტანილია სექსუალურ ძალადობაში და დააკავა, პარალელურად კი მის მეუღლეს დაურეკეს, _ თქვენი ქმარი უცხო ქალთან ერთად იმყოფებოდა და ძალადობის გამო დაკავებულიაო.
აღმოჩნდა, რომ გოგი წულაიას „მეგობარი ქალი“, სინამდვილეში, სტაჟიანი აგენტ-პროვოკატორი ასმათ დვალიშვილია, რომელიც სხვადასხვა დროს მსგავსი სქემით რამდენიმე ანალოგიურ სიტუაციაში იყო გამოძიების „ოქროს მოწმე“, მათ შორის, იგივე ბრალდებით უჩიოდა წარსულში ნასამართლევ ვახტანგ ჯ.-ს, _ სექსუალურად ძალადობდა ჩემზეო. გოგი წულაიას დაკავების მერე „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ქუთაისის საკრებულის ყოფილი დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ასმათ დვალიშვილი გადაბირებული აგენტია, რომელიც პროვოკაციებით არის ცნობილი. იგი ფიზიკურად შეეხო აღნიშნულ პირს. გამოძიება მიმდინარეობდა ქუთაისის შს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, მაგრამ საბოლოოდ დვალიშვილი არ დასაჯეს და მას განრიდება გაუკეთეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას თავდებში დაუდგა სამხედრო პირი.
როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, დვალიშვილს, ძირითადად, სამხედრო მიმართულებით ამუშავებდნენ. ამ ფაქტს ადასტურებს მისი მდიდარი ფოტოარქივი, _ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები გენშტაბის ყოფილ უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელთან და სხვა სამხედრო ოფიცრებთან. იგივე წყარო გვიყვება, რომ ასმათ დვალიშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა დასავლეთის მიმართულების სარდალ მიშა სადუნიშვილთან. ამ მეგობრობის წყალობით მას წვდომა ჰქონდა სამხედრო ნაწილებთან და თავისუფლად გადაადგილდებოდა სამხედრო ობიექტებზე. იგივე წყარო ამბობს, რომ დვალიშვილის მოქმედი კურატორი არის სუსის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე ლევან ახობაძე. ამ თემას „ქრონიკა+“ მომდევნო ნომრებში ვრცლად დაუბრუნდება.
როგორც საგამოძიებო მასალების მიხედვით გაირკვა, ასმათ დვალიშვილი, გოგი წულაიას ძალადობის დასტურად, მისივე ტელეფონით პირად საუბარს იწერდა. სულ მისი ტელეფონიდან ამოღებულია ოთხი ვიდეოფაილი, რომლის ფრაგმენტებიც სატელევიზიო ეთერში მაყურებელმა უკვე ნახა. „ქრონიკა+ გთავაზობთ ოთხივე ვიდეოფაილის გაშიფრულ სტენოგრამას, სადაც ცხადად ჩანს, რომ გოგი წულაია დადგმული პროვოკაციის მსხვერპლია.


საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა წყნარ, მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი იძულების გამოყენების გარეშე. საგამოძიებო მოქმედების მსვლელობის ვიდეოგადაღებას აწარმოებს გამომძიებელი ბექა დევნოზაშვილი. ტექნიკური საშუალების სახით გამოყენებული არის იპჰონე 7 ფირმის ტელეფონი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დათვალიერებულ იქნა ასმათ დვალიშვილის თანხმობით, მისი კუთვნილი XIAOMI REDMI ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონის მეხსიერების ბარათში ნანახი იქნა 2021 წლის 17 მარტის 02:22 წთ-დან 2021 წლის 17 მარტის 02:34 წთ-მდე არსებული 4 (ოთხი) ვიდეოფაილი. პირველი ვიდეოფაილი დათარიღებულია 2021 წლის 17 მარტის 02:22 წთ-ით. ვიდეოფაილის ხანგრძლივობა არის 1 წუთი და 38 წამი. მისი გახსნისას ჩანაწერზე ჩანს საწოლში მწოლიარე გიორგი (გოგი) წულაია, რომელსაც ტანთ აცვია ბრეტელებიანი მაისური და გადაფარებული აქვს გადასაფარებელი. 00:01 წამიდან იწყება ქალის საუბარი, სადაც იგი ამბობს შემდეგ ფრაზას, _ რა ვერ გაიგე? რაზედაც 00:02 წამზე გიორგი წულაია პასუხობს: „ბიჭოს“. 00:02 წამიდან 00:07 წმ-მდე არის სიჩუმე და კვლავ იგივე კადრი ჩანს, რის შემდეგაც 00:07 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,პროსტა, რა მინდა, იცი“, რაზედაც 00:09 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,რა გინდა“, რაზედაც გიორგი წულაია 00:10 წმ-დან 00:21 წმ-მდე ამბობს: ,,ე დედამოტყნული, ხო შეიძლება, ერთხელ ცხოვრებაში საერთოდ ადამიანმა რომ ერთ კაცს ხასიათი გაუსწოროთ“, რაზედაც 00:22 წმ-დან 00:39 წმ-მდე ქალი ეკითხება: ,,რა უნდა გაგისწოროთ“. გიორგი წულაია 00:23 წმ-დან 00:30 წმ-მდე პასუხობს: ,,თუკი ატყობ, რომ მე შენ არ შეგჭამ და გთხოვ, მოდი აგერ“, რაზედაც 00:30 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არ მინდა, ძალაა“. 00:31 წმ-დან 00:39 წმ-მდე გიორგი წულაია აბობს: ,,ძალა რომ იყოს, შენ კი არა, მე გიკბენდი“, რაზედაც 00:40 წმ-დან გიორგი წულაია აგრძელებს საუბარს: ,,მე რომ ძალა მინდოდეს, მაშინ მე გამოვხატავდი აგრესიას, აგრესია შენ გამოხატე“, რაზედაც 00:48 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,მე ხომ გთხოვე, არ მომეკარო-თქო“. 00:50 წმ-დან 01:28 წმ-მდე გიორგი წულაია ამბობს: ,,არა, „ვსიო“, მე ხომ არ გეუბნები, რომ მე ვარ მართალი-თქო, ბოდიშს გიხდი, სწორი ხარ, არა, მე მაქვს პრობლემა, მარა ამზე ხომ არ არის საუბარი, ბიჭო, აქ არის ელემენტარულ რაღაცაზე საუბარი. ბიჭო, უყურებ, რომ არა ვარ აგრესიული, რა, რაღაც ელემენტარულებს გთხოვ, მერე ელემენტარულად დამიჯექი-თქვა, შეჩემა. არა „ვსიო“, არ მინდა. ნუ გინდა „ვსიო“, არაფერი, ბოდიში“, რაზედაც 01:28 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,კაი“. 01:29 წმ-დან 01:35 წმ-მდე გიორგი წულაია ამბობს: ,,ბოდიში, მე ბოდიში, ხო არ ვხატავ შენს მიმართ აგრესიას“, რაზედაც 01:35 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არა“. და ჩანაწერის ბოლოს გიორგი წულაია ეუბნება: ,,აბა, „ვსიო“.
მეორე ვიდეოფირი დათარიღებული არის 2021 წლის 17 მარტის 02:32 სთ-ით. ვიდეოფაილის ხანგრძლივობა არის 4 წუთი და 28 წამი. ვიდეოფირის გახსნისას კვლავ ჩანს გიორგი წულაია, რომელიც წევს ლოგინში, აცვია ბრეტელებიანი მაისური და აფარია გადასაფარებელი. 00:01 წმ-ზე ისმის გიორგი წულაიას ნათქვამი: ,,ვიცი“, რაზედაც 00:02 წმ-დან 00:04 წთ-მდე ისმის ქალის ხმა: ,,ბიჭო, რა გინდა, დაიძინე“. პარალელურად გიორგი წულაია აგრძელებს საუბარს: ,,ეხლა მისმინე“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,ხო“. 00:04 წმ-დან 00:10 წმ-მდე გიორგი წულაია ამბობს: ,,ხო შეიძლება, ასე, ა, ვდებ ასე თავს გამიგე“, რაზედაც 00:11 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,მერე“. 00:12 წმ-დან 00:22 წმ-მდე გიორგი წულაია აგრძელებს საუბარს: ,,მოდიხარ, მკოცნი, აგერ (ხელს იშვერს საკუთარ ტუჩებზე) და ღამე მშვიდობისას მეუბნები, გამორთავ სინათლეს და იძინებ და ვიძინებ, ჰე, რა“, რაზედაც 00:23 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არ გავაკეთებ“. 00:25 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,რატომ“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,იმიტომ“. 00:27 წმ-დან 00:32 წმ-მდე ხელებს შლის გიორგი წულაია და ამბობს: ,,ჰე, მაშინ ჩააქრე, მარა, მაშინ ერთ სურვილს გთხოვ“, რაზედაც 00:32 წმ-ზე ქალი ეკითხება: ,,რას?“, გიორგი წულაია პასუხობს: ,,ხვალ დამახრჩობ ორჯერ“. 00:35 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არა“, რაზედაც გიორგი წულაია ეკითხება: ,,დევიძინო?“ ქალი პასუხობს: ,,დაიძინე“. გიორგი წულაია ეკითხება: ,,დილას გავიღვიძებ?“ რაზედაც ქალი პასუხობს: ,,გაიღვიძებ“. 00:42 წმ-დან 00:45 წმ-მდე გიორგი წულაია შლის ხელებს და ამბობს: ,,მამა მია“. 00:45 წმ-დან 00:53 წმ-მდე ქალი და გიორგი წულაია არ საუბრობენ, რის შემდეგაც 00:53 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,რას მერჩოდი, მაგის დედა“, რაზედაც 00:55 წმ-ზე ქალი ეკითხება: ,,რატო დამეტაკე?“ რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,არა, „პროსტა“, რას გიზავდი, ეჰ რას ვიზავდი, ეხლა ვიხვარტალებდი, ვიხვარტალებდი, რას ვიზავდი, ისე, „პროსტა“, რას ვიზავდი“, რაზედაც ქალი ეკითხება: ,,რატო დამეტაკე?“ გიორგი წულაია პასუხობს: ,,რას ვიზავდი“, რაზედაც ქალი 01:11-დან 01:13-მდე ეუბნება: ,,რაცხას იზავდი, არ მინდოდა“, რაზედაც გიორგი წულაია კვლავ იმეორებს: ,,რას ვიზავდი, რას ვიზავდი ამნაირ სასწაულს, რომ არ მოგსვლია, აი, რას ვიზავდი, გაფიცებ ყველაფერს“. 01:36 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,ყოჩაღ, ყოჩაღ“. 01:47 წმ-ზე ქალი ამბობს: ,,ცუდი ბიჭი ხარ შენ“, რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,შეიძლება“. 01:58 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,მარა რას ვშვებოდი ამნაირს, გაფიცებ“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,მომტნავდი, მაქსიმუმ, და ჰეი დიდი“, რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,რაის მომტვნელი ვარ, ე დედამოტ***ნული“, ქალი ამვდროულად ამბობს: ,,რა ვიცი, ძაან დამეჭიდავე და ძაან მიმაჭირე“, რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,ის რომ არ გეკბინა, რა მოხდებოდა?“. რაზედაც ქალი პასუხობს: ,,მე თავს ვიცავდი, რატო გამხადე იძულებული, თავი დამეცვა? რატო დამიკოჭე ხელები?“ გიორგი წულაია ამბობს: ,,სულ იგინი გადაგიკოჭე, ქამარი გადაგიკოჭე“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,ქამარი არ იყო, მარა ხელებით ხომ გადამკოჭე. არ მინდოდა ხელების მოსმა, რასაც აკეთებდი ის და მოფერება, ხომ გითხარი?“. გიორგი წულაია პასუხობს: ,,მე ხომ არ გიჩივივარ და პროსტა რა პონტია მაგის ლაპარაკი“, რაზედაც ქალი 02:59 წმ-ზე პასუხობს: ,,დაისვენე, მიდი, დაიძინე“. 03:02-დან 03:06 გიორგი წულაია ეუბნება ქალს: ,,მოვალ და თუ არ გაჩერდე“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,შენ ხო ხარ ნორმალური“, გიორგი წულაია ეუბნება: ,,მისმინე, ერთ წუთას, ერთ სიტყვას გეუბნები. შუბლზე გაკოცებ“, რაზედაც 03:12 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არ მინდა არაფერი“, უმეორებს რამდენჯერმე. გიორგი წულაია 03:18 წმ-ზე ამბობს: ,,შუბლზე“, რაზედაც ქალი კვლავ პასუხობს: ,,არ მინდა“. 03:22-დან 03:26-მდე ქალი ამბობს: ,,საერთოდ არ მინდა, მომიახლოვდე და შემეხო“, გიორგი წულაია კვლავ ამბობს: ,,შუბლზე“, რაზედაც ქალი ეუბნება: ,,არა“, რის შემდეგაც გიორგი წულაია ეუბნება: ,,მაშინ, შენ მაკოცე“ და ქალი კვლავ პასუხობს: ,,არ მინდა ამის გაკეთება, ძალაა? ვერ გავიგე, დაიძინე, მიდი“. 03:42 წმ-დან გიორგი წულაია ამბობს: ,,ხო არ გთხოვ რამეს. სექსს ხომ არ გთხოვ, არაფერს არ გთხოვ, არა, პროსტა, მოდი და შუბლზე მაკოცე“, რაზედაც ქალი პასუხობს არას და ითხოვს დაისვენოს. გიორგი წულაია პასუხობს: ,,მე მოვალ და შუბლზე გაკოცებ“, რაზედაც ქალი კვლავ პასუხობს: ,,არა“ და ითხოვს დაისვენოს, რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,ე, დედამოტყნული, დაძინება რომ შემეძლოს, შენი აზრით, არ დავიძინებდი და შენ დაგიწყებდი ამდენ ლაპარაკს? მარა არ შემიძლია, ვერ ვიძინებ, შვილებს ვფიცავარ“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,მერე, მე რა დავაშავე?“ რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,შენც არაფერი“, რა დროსაც კადრი 04:28 წმ-ზე მთავრდება.
მესამე ვიდეოფირი დათარიღებული არის 2021 წლის 17 მარტის 02:33 სთ-ით. ვიდეოფაილის ხანგრძლივობა არის 0 წთ და 25 წამი. ვიდეოფაილის გახსნისას, კვლავ ჩანს გიორგი წულაია, რომელიც წევს ლოგინში და აცვია ბრეტელებიანი მაისური და აფარია გადასაფარებელი. 00:01 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,ხომ არ გეუბნები არსად კოცნას, აი შუბლზე მაკოცე და დევიძინებ“, რაზედაც 00:06 წმ-დან 00:08 წმ-მდე ქალი პასუხობს: ,,არა-თქო, რატო მეჯინები, ვერ გავიგე?“ რაზედაც გიორგი წულაია 00:09 წთ-ზე პასუხობს: ,,მაშინ, მე უნდა გაკოცო“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,არ მინდა-თქო და რატომ მაბრაზებ, ვერ გავიგე?!“ რაზედაც გიორგი წულაია ეკითხება: ,,რატო გაბრაზებ?“ რაზედაც ქალი პასუხობს: ,,არ მინდა, რა ვერ გაიგე?“ გიორგი წულაია ეუბნება: ,,გელაპარაკები, გოგო“. 00:24 წმ-დან 00:25 წმ-მდე გიორგი წულაია ამბობს: ,,კაი, ჩააქრე, ჩააქრე“, სადაც ვიდეო სრულდება.
მეოთხე ვიდეოფირი დათარიღებულია 2021 წლის 17 მარტის 02:34 სთ-ით. ვიდეოფაილის ხანგრძლივობა არის 0 წთ 21 წამი. ვიდეოფირის გახსნისას კადრი არ ჩანს, მხოლოდ ისმის საუბარი: გიორგი წულაია 00:01 წმ-დან ქალს ეუბნება: ,,ახლოში იწექი“, რაზედაც ქალი პასუხობს: ,,არ მინდა, კაცო, აქეთ ვიქნები, უფრო დაცულად ვგრძნობ თავს“. 00:05 წმ-ზე გიორგი წულაია ამბობს: ,,დაცულად, აუფ და ეხ! ეგ დაცულად უკვე გლახათ თქვი, შეგჭამ?“ რაზედაც 00:16 წმ-ზე ქალი პასუხობს: ,,არ მინდა“, რაზედაც გიორგი წულაია პასუხობს: ,,კაი, ხო, დაიძინე, დაიძინე“, სადაც მთავრდება ვიდეოფირი 00:21-ე წამზე.
ოთხივე ვიდეოფირი გადაღებულია მობილური ტელეფონით და მისი ჩანაწერი გაკეთებულია DVD დისკზე ორ ცალად. ერთი დაილუქა #20 ლუქით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მეორე დაცვის მხარეზე გადაცემის მიზნით, დალუქვის გარეშე დაერთო საქმეს.

ელისო კილაძე



გაზიარება