QronikaPlus
„ივანიშვილი შეიძლება დაიჭირონ“

„ივანიშვილი შეიძლება დაიჭირონ“

2021-03-18 09:49:34

მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს აშკარად იწვევენ. ისინი ვერ ან არ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც მათ ელოდებათ. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ეჭვობს, რომ „ოცნების“ არასერიოზულობა ივანიშვილს შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს.

როგორც ინაშვილი „ქრონიკა+“-თან საუბარში ამბობს, დასავლეთი მხოლოდ სანქციებით არ დაკმაყოფილდება და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

_ სანქციების თემას არასერიოზულად აღიქვამენ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ეს სერიოზული თემაა და საკითხი დაძრულია უკვე. სააკაშვილის და ბოკერიას პარტიები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით დასავლეთთან და სანქციები კი არა, ეს ადამიანები ივანიშვილს დაიჭერენ, თუ მიეცემათ ამის შაუალება. მარტო სანქციებით არ დაკმაყოფილდებიან, _ აცხადებს ირმა ინაშვილი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება