- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-16 09:50:29
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიჩნევს რომ ხალხზე მაღლა უნდა იყოს, ფუფუნების მოყვარულიც გამოდგა. ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობაში უამრავი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან. რამდენიმე თვის წინ კი პარიზის პრესტიჟლ უბანში სახლი შეიძინა. მანამდე ის საფრანგეთის დედაქალაქში 60 კვ.მ. ბინას ფლობდა, რომელიც ქინებრივი დეკლარაციის მიხედვით 1989 წელს აქვს ნაყიდი.
სალომე ზურაბიშვილის შენაძენზე „ქართული ოცნების“ კულუარებში უკვე რამდენიმე თვეა რაც საუბრობენ. როგოც ამბობენ, პრეზიდენტმა ახალ სახლში 2 მილიონ ევრომდე გადაიხადა. როგორც „ქრონიკა+“-ს მმართველ გუნდში უთხრეს, ახლა მიმდინარეობს გადაფორმების პროცედურა. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს რომ ეს სახლი თავისი ვაჟის სახელზე გააფორმოს.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მართალია საკმაოდ სოლიდურ ფრანგულ პენსიას იღებს, მაგრამ ეს მას პარიზში სახლის შესაძენად არ ეყოფოდა. „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ეჭვი საიდან მოიტანა ზურაბიშვილმა სახლის შესაძენი ფული, ამის შესახებ ჩვენც გვითხრეს, მაგრამ ამ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ვერ დავწერთ.
პარიზში ახალი სახლის შესახებაც ვკითხავდით პრეზიდენტს, მაგტა, ის მედიასთან არ საუბრობს. კომენტარისთვის მის პრესცენტრს მივმართეთ. პრესცენტრში დაგვპირდნენ რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და დეტალებს მოგვახსენებენ. კარგი იქნება თუ განმარტებებს უშუალოდ ზურაბიშვილი გააკეთებს.
ჩვენ რისი გადამოწმებაც მოვახერხეთ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი დეკლარაცია. 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არაფერი წერია ამ სახლზე. შესაძლოა სახლი დეკლარაციის შევსების შემდეგ შეიძინა და ის მხოლოდ ამის გამო ვერ მოხვდა დოკუმენტში. დეკლარაციაში ზურაბიშვილს უწერია რომ 2006 წელს თბილსში შეიძინა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. 1989 წელს კი პარიზში აქვს ნაყიდი 60კვ.მ ბინა.
პრეზიდენტის პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი განცხადებით 1989 წლის მერე სალომე ზურაბიშვილს პარიზში უძრავი ქონება არ შეუძენია.
შორენა მარსაგიშვილი