სამშაბათი, 22 აპრილი, 2025
2021-02-02 07:57:51
„გირჩი“ - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩიას „გირჩის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარტია „ქართულ ოცნებას“ სთხოვს, რომ არ დააკმაყოფილონ ოპოზიციონერების მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ.
„ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, ყ***ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება(!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე.
რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია“ გადასარჩენი,
სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი.
მართლა რა დედამოტ***ნული რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა", - წერს ჯაფარიძე.
პირველ თებერვალს, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებას“ თხოვნით მიმართავს, რომ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს „გირჩის“ წევრებიც მიმართავენ.
ნენე ინჯგია