QronikaPlus
,,არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ქუთაისში "დაუმორჩილებლობის კარავს" დგამენ

,,არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ქუთაისში "დაუმორჩილებლობის კარავს" დგამენ

2021-01-27 05:39:18

ქუთაისში „მოძრაობა საქარველოსთვის“ ამ წუთებში მერიის წინ აქციას მართავს და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა „ქრონიკას +“- ს განუცხადეს, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის შენობასთან განთავსდება კარავი და აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.

“რამდენიმე კარავი უკვვე განვათავსეთ სხვადასხვა ქალაქში და ახლა ქუთაისში ვდგამთ. აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი და საბოლოო ჯამში გადავინაცვლებთ თბილისში, სადაც გაიმართება ფართომასშტაბიანი აქციები", - განუცხადა „ქრონიკა +“-ს „მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ნარსიამ.

გიგა გელხვიიძე

გაზიარება