QronikaPlus
„კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა“

„კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა“

2021-01-25 06:42:44

ბათუმში მომხდარ ფაქტს ირაკლი ჩავლეიშვილის ინციდენტის შესახებ აჭარის პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გამოეხმაურა.

ქრონიკა+  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ახალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრების  აუცილებლობა, სადაც პოლიტიკის იარაღი სიტყვა, არგუმენტები და გუნდური ძალისხმევაა. 

ჩვენთვის, „ლელოს“ გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა. 

ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, რაც არ უნდა გახდეს ჩვეული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. 

ასევე კარგად გვახსოვს სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე თავდასხმა, რომლის შემოქმედი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და გორის მერიის თანამშრომელი (საჯარო მოხელე) იყო, თუმცა აღნიშნული ფაქტი მერიის რეაგირების გარეშე დარჩა. 

ჩვენ ვემიჯნებით მსგავსს მიუღებელ პრაქტიკას პოლიტიკაში და ვამკვიდრებთ ახალი, ღირსეული ოპონირების პოლიტიკურ სტანდარტს!“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ: ბათუმში საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება