QronikaPlus
პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ გვერდებს შორის გიორგი ვაშაძის გვერდი ლიდერობს

პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ გვერდებს შორის გიორგი ვაშაძის გვერდი ლიდერობს

2020-06-11 10:50:42

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მედიის კვლევის ჯგუფი აქვეყნებს მორიგ მონაცემს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ გვერდებს შორის ჩართულობის (engagement) მხრივ, კვლავ ლიდერია გიორგი ვაშაძის ოფიციალური გვერდი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ გიორგი ვაშაძეა აქტიური და საინტერესო ფეისბუქ მომხმარებლებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამავე მონაცემით 15 აქტიურ გვერდს შორის მოხვდა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებული კიდევ 2 გვერდი, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოსა“ და „გიორგი ვაშაძის მხარდამჭერების“ გვერდები," - ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.

გიორგი საკარული

გაზიარება