ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
2020-06-27 08:04:29
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ განცხადებაა გაავრცელა.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისანში გიორგი ვაშაძის კანდიდატურას ყველა თავისი რესურსით დაუჭერს მხარს.
„ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს სპეკულაციებზე, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის. მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა - ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. ენმ ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს. რაც უფრო ნაკლები იქნება დავა და კამათი ოპოზიციაში, მით უფრო წაადგება ეს ჩვენს საქმე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.