QronikaPlus
რატომ გაიქცა საქართველოდან თურქი ბიზნესმენი? - რას სთავაზობდა მას ,,დიგოშა”?!

რატომ გაიქცა საქართველოდან თურქი ბიზნესმენი? - რას სთავაზობდა მას ,,დიგოშა”?!

2017-07-17 07:41:32

უცხოელი მოქალაქეების ტერორი და დაშინება საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მათ ართმევენ ბიზნესს, ფულს, სთხოვენ წილს და, ხშირად, სპეცსამსახურების ინფორმატორობასაც აიძულებენ. თურქი მეწარმე იბო ჯეჯო საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა და რესტორნის ბიზნესის პარალელურად, მანქანების ექსპორტსაც მიჰყო ხელი. საქმე რომ გამართა, მასთან სტუმრად პირველი მეუღლის ნათესავი, რუსლან მამედოვი, მეტსახელად „ბუბლიკა“  გამოჩნდა, რომელიც, ასევე, ფონიჭალაში ცნობილი ნარკორეალიზატორის, მეტსახელად „დიგოშას“ თანამზრახველი გახლდათ. თურქი მეწარმის მეუღლე, ხათუნა იმერლიშვილი, „ქრონიკა+“-ს მას მერე დაუკავშირდა, რაც მან ჩემი შვილის სასამართლო პროცესის შემდეგ შს სამინისტროს მაღალჩინოსან რამაზ თარაშვილისა და ჩემი ხმაურიანი დაპირისპირება ნახა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს რამდენჯერმე დავუსვი კითხვა, რატომ არ იჭერდნენ შს სამინისტროს მფარველობის ქვეშ მყოფ ნარკორეალიზატორს, მეტსახელად „დიგოშას“? თარაშვილმა „დიგოშას“ სახელისა და გვარის დაზუსტება მოითხოვა, რაც გასული კვირის „ქრონიკა+“-ში დავუზუსტეთ. ველოდებით შს სამინისტროს რეაგირებას.   რა ფაქტებზე უყვება „ქრონიკა+“-ს ხათუნა იმერლიშვილი და ვინ აიძულებს მის მეუღლეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას?   _ მომიყევით თქვენი ამბავი, როდის გაიცანით თქვენი მეუღლე და რა ბიზნესი გქონდათ საქართველოში? _ მე ვარ ხათუნა იმერლიშვილი. ჩემი მეუღლე გავიცანი 2011 წელს. მან ხაშურში თურქული რესტორანი გახსნა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს სახელზე იყო. ვმუშაობდით ჩვენთვის წყნარად და კარგად. _ რა ადგილას იყო ეს რესტორანი ტერიტორიულად? _ ოსიაურში... ყველაფერს კანონით ვაკეთებდით, სასტუმროს არ ვამუშავებდით, მხოლოდ რესტორანს. მეშინოდა, ყოველთვის რაღაც შიში მქონდა. _ როდის დაიწყო თქვენი პრობლემები? _ ჩვენი პრობლემები დაიწყო 2015 წლის, სადღაც, 10 სექტემბერს...   რუსლან მამედოვი ჩემი მეუღლის პირველი ცოლის ძმისშვილია. ჩვენთან მოდიოდა, რაც შემეძლო, პატივს ვცემდი, საჭმელს ვაჭმევდი, თუ ფული მქონდა, ფულსაც ვაძლევდი. ჩვენთან, ჩემს ქმართან, ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მერე სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა... ერთ დღესაც ჩამოვიდა და ჩემს ქმარს ეუბნება, _ ყალბი ფული ხომ იცი, ვის შემოაქვსო? ჩემმა ქმარმა უთხრა, _ რა ყალბი ფული, საიდან მოიტანეო? _ აი, თურქებს შემოაქვთ და იქნებ, დაგვეხმარო გარკვევაშიო. ასეთი ლაპარაკი დაიწყო. გავბრაზდი. მერე რაღაც ჩანაწერი ჩამოიტანა, ვაიბერში ჰქონდა ჩაწერილი, ვიღაც ეუბნებოდა, _ „ბუბლიკა“, ეს ყალბი ფულის ამბავი მამიდაშენს უფრო ეცოდინება, თუ ხათუნას უფრო ენდობა ეს იბო ჯეჯოო? ამას გვასმენინებს ჩვენ, _ ნახე, ხათუნა, შენ გისმენენო. ვუთხარი, _ მე როგორ მისმენენ, როცა შენ გელაპარაკებიან, თუ მისმენენ, მისმინონ-მეთქი. გავბრაზდი და უხეშად ვუპასუხე, _ იმდენი მისმინონ, სადამდეც არ მოსწყინდებათ, მოსასმენს არაფერს ვაკეთებ-მეთქი. ერთი სიტყვით, „ბუბლიკა“ რესტორნიდან გავაგდე, _ აქ არ დაგინახო-მეთქი. გავშიფრე, ვინ იყო და რა იყო... _ ანუ მიხვდით, რომ პროვოკაციას გიწყობდათ? _ კი, მივხვდი, რომ პროვოკაციას მიწყობდა. არც თვითონ მალავდა, _ ეს დავიჭირე, ის დავიჭირე, ის უნდა დავიჭირო... მივიკითხ-მოვიკითხე, არაოფიციალური აგენტია, უბრალოდ, შეკრულია და საქმეებს აძლევს. ეს რომ გავიგე, მინდოდა, არ გამეღიზიანებინა და მშვიდად გამეშვა. ვუთხარი, _ თავი დაგვანებე-მეთქი. ჩემმა ქმარმა თურქეთში ბინა მიიღო, საბუთებზე ხელის მოსაწერად უნდა წასულიყო, გასაღები რომ აეღო. წინა დღეებში „ბუბლიკა“ იყო ჩამოსული, _ 4000 დოლარი მჭირდებაო. ჩემმა ქმარმა უთხრა, _ არ მაქვს 4000 დოლარი, სამთავრობო დაცვის პოლიცია მყავს, 1000 ლარი მაქვს იმათთვის გადასახდელი, რომ ჩამოვალ, მერე ვნახოთო. იცოდა, რომ ჩემი ქმარი თურქეთში მიდიოდა. წავიდა ჩემი ქმარი თურქეთში, ერთი დღე-ღამე გაჩერდა და მეორე დღეს ჩამოვიდა. ჩემს ქმარს „პრავა“ არ აქვს და ჩემი კუთვნილი მანქანა რუსლან მამედოვის ძმას გადავუფორმე, ერთად წავიდნენ თურქეთში, რაღაც ნივთები უნდა წამოეღოთ იქიდან. როცა ჩემი ქმარი საზღვრიდან გადმოვიდა, რუსლანმა დაურეკა, _ სად ხართ, ბორჯომში ხართ? ახალდაბაში ხართ? სად ხართო? ამ დროს რუსლანი თავის ძმას არ ელაპარაკებოდა და გაუკვირდა, რატომ მირეკავს ასეო? ის საღამო არაფერი, მისი ძმა ჩვენთან დარჩა ხაშურში, თან თურქეთიდან მამიდამისმა ხალიჩები და რაღაც ნივთები გამოატანა... მეორე მანქანაზე გაზი იყო გასასწორებელი და ჩემმა მეუღლემ უთხრა, _ ეს მანქანა ბარემ თბილისში წაიყვანე და გაზი გაასწორებინეო. „ბუბლიკას“ ძმა, მასთან შედარებით, ასე რომ ვთქვათ, ადამიანია. ეს ბავშვი დაიძრა. იქნებოდა, სადღაც, პირველი საათი და წავიდა. ამ დროს ჩემს ქმარს თავისი პირველი მეუღლე ურეკავს და ეუბნება, _ იბო, თქვენს მანქანაში წამალი აღმოჩნდა, ბავშვი დაიჭირესო... რა წამალი, რის წამალი?! ყველა გავშრით, ცუდად გავხდი! ვიფიქრე, ან ხომ არავინ მიმტრო, ვინმემ ხომ არაფერი ჩამიდო, მით უმეტეს, სახელმწიფო დაცვის პოლიცია მყავდა. ამ დროს ჩემი „X5“ სამრეცხაოში იდგა, ვიფიქრე, გადმოვიყვან და წავალ გორში, რა ხდება-მეთქი. ჩემი მანქანა ტერიტორიაზე არ დგას და, თურმე, ესენი მელოდებიან, პოლიცია „სატკაობს“. გადმომიყვანა თუ არა მრეცხავმა, ფული „ბარდაჩოკში“ მქონდა, ამოვუღე 10-ლარიანი, მივეცი, მანქანის კარი უნდა დავკეტო და ვიღაც მოვარდა, ხელიდან მართმევს გასაღებს. ვკითხე, _ თქვენ ვინ ხართ-მეთქი? _ რა გითხრეს, ვინ ვართო? _ გორის სუს-ი... ზუსტად ვერ გეტყვით, ისე ცუდად გავხდი, არ ვიცი. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, _ ვინმემ რომ შემოგხედოს, იფიქრებს, რომ რაღაცაში არის დამნაშავეო. მითხრეს, უნდა გავჩხრიკოთო. სასადილოში შემოვიდნენ და ხელი მოგვიწერეთ, მანქანა უნდა გავხსნათო, შენს მანქანაში წამალი დევსო. შენს ქმარზე იცი, რას ამბობენო? _ ძალიან დედამო... არისო. ვუთხარი, _ პრობლემა არ არის-მეთქი. დავრეკე ხაშურის პოლიციაში, გამოვიდა ხაშურის პოლიცია და ჩხრეკას მომსახურე პერსონალი დაესწრო:  მზარეული, მიმტანი და სხვები. გახსნეს მანქანა, პარალელურად იშლება ჩემი მეორე მანქანა გორის ავტობანზე, ეძებენ წამალს. ჩემი მანქანა დაშალეს და ყველანაირად სუფთა აღმოჩნდა, გაჩხრიკეს რესტორანი, ჩემი პირადი ნივთები, საწოლი... მითხრეს, _ ოქრო სად გაქვსო? ვუთხარი, _ ოქრო ბანკში მაქვს-მეთქი, ლომბარდში მქონდა ჩაბარებული. _ რას კითხულობთ, ოქრო მაქვს თუ არ მაქვს, რაზეც ხართ მოსული, ის ეძებეთ-მეთქი. წამიყვანეს გორში. ჩემი მანქანით წავედი, გამომძიებელი წინ მეჯდა. პოლიციელი მეუბნება, _ ხათუნა, ოტია იოსელიანი ხომ იციო? _ კი-მეთქი. _ ოტია იოსელიანმა თქვა, _ ამ ქვეყანაში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე, ან ხელიდანო. ვკითხე, _ ახლა რა მოხდება-მეთქი? _ არაფერიო, თუ არ ხარ ეჭვმიტანილი და ნასამართლევი, ან როდესმე წამალზე და ნარკოტიკებზე გასინჯული, არაფერი, წაგიყვანთ ნარკოლოგიურშიო. წამიყვანეს ნარკოლოგიურში, გამიკეთეს ტესტირება. ამ დროს „ბუბლიკას“ ძმაც  დაჭერილია და დილით ექსპერტიზის ცნობას ელოდებიან. _ ხათუნა, რამე უპოვეს მანქანაში? _ მანქანაში იყო ცხვირის გამაყუჩებელი რაღაც სითხე, ვიღაც ბოქსიორისგან გვიყიდია და აფთიაქში იდო, ვითომ ვერ გაიგეს, რა იყო!.. მერე იქ ზემოთ ამიყვანეს და მკითხავდნენ... „ბუბლიკას“ ძმა, ვისაც მანქანა გავატანე, თურმე, წამალზე ყოფილა ნასამართლევი. როგორც მერე გავიგეთ, ისევ თავისი ძმის გაჩალიჩებული ყოფილა, საკუთარი ძმა არ დაინდო და ჩვენ დაგვინდობდა? _ თუ ვიღაცა ეწევა და შენ ჩაისუნთქე, იცი, რომ სისხლში ამოგივაო, _ მაშინებდნენ პოლიციაში. მე ვუთხარი, _ ამომივიდეს, მასეთ ხალხთან საქმე არა მაქვს-მეთქი. ერთი სიტყვით, ასეთი დავასკვენი, რომ მეჩალიჩებოდნენ, ჩემი ქმრისთვის ხელი დამედო, ცილი დამეწამა, რომ ჩემი ქმარი ყიდდა წამალს, ან იყენებდა. იქიდანაც სუფთა გამოვჩნდი, წამოვედი. უკვე ღამდებოდა. ჩემზე ზეწოლა ხდებოდა, ერთი მეუბნება, აღიარეო. მეორე დღეს ჩემი ქმარი დაიბარეს და ჰკითხეს, _ თურქეთში რატომ წახვედიო? ახსნა-განმარტება დააწერინეს. ჩემმა ქმარმა უთხრა, _ როგორ, თუ რატომ წავედი, ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლო და აკრძალული მაქვს თურქეთში წასვლაო? მეორე დღეს გადმომცეს ეს „მერსედესი“, ის ბავშვიც გამოუშვეს. ჩემთან რომ სუს-ი იყო შემოსული, რუსლან მამედოვი მოვიდა და ერთ-ერთ პოლიციელს ეუბნება, _ რატომ შემაგინეო? _ არა უშავს, ძმობაში მოდისო, _ უთხრეს. რუსლანის ძმა დილით უკვე გაათავისუფლეს, ჩემს ქმარს და მე გვეუბნება, _ ხათუნა, რესტორანში ვიღაც მტერი გყავთ, მანქანას რომ შლიდნენ, პოლიციელი ვიღაცას ურეკავდა და ეუბნებოდა, _ შენი დედა, სად არის წამალი, სად დევს, წამალი, ბიჭოო?!. უკვე აქედანაც გაჩნდა ეჭვი. ამ ამბის შემდეგ, ზუსტად ორი კვირის მერე, მე და ჩემმა ქმარმა თურქეთში გავაკეთეთ გასვლა-გამოსვლა. ახალციხის საზღვარზე, ჩვეულებრივად, გადავედით, ჩვენ მანქანებით ვვაჭრობდით, თურქები რომ ყიდულობდნენ, ჩვენც რაღაც ორი კაპიკი გვრჩებოდა. მართალია, დიდი შემოსავალი არ გვქონდა, მაგრამ უფრო ასეთ ნივთებზე ვაჭრობდა ჩემი ქმარი. თურქებს ქართული მანქანები ძალიან უნდოდათ, _ თურქეთში მანქანები ძალიან ძვირია. 500 იქნებოდა თუ 1000 დოლარი გვრჩებოდა და ჩვენც ხეირში ვიყავით. მანქანა იყო შემოსაყვანი და მაგიტომ გადავედი, ჩვეულებრივად გადავედით და გადმოვედით. ორი კვირის შემდეგ ჩემი ქმარი ანკარაში წავიდა და ვეღარ შემოვიდა. ვიზა ჰქონდა დარღვეული, მაგრამ პირველ გასვლაზე 360 ლარი გადაიხადა ჯარიმა, იმის მერე ისევ შემოვიდა. ორი კვირაა რაღაც განსხვავება და ორი კვირის შემდეგ ვეღარ შემოვიდა. რაღაც ფურცელი მისცეს, ხუთი-ექვსი პუნქტი წერია, ადვოკატს აქვს ის ქაღალდი, _ ან მთავრობას უქმნის საშიშროებას, ან ხალხს, ან ვიზის გადაცილებაა... ბოლოში აქვს „პტიჩკა“ _ „სხვა რაღაცის გამო“. ბათუმიდან რომ ვერ შემოვიდა, მე დავჯექი მანქანაზე და ბათუმში წავედი, ვიფიქრე, ალბათ, ამ ქვითრის, ჯარიმის გამო ხომ არ უშვებენ-მეთქი. ჩავუტანე ის ჯარიმის ქვითარი, _ არა, ეს არაო. _ აბა, რა არის მიზეზი-მეთქი? _ ჩვენთან არა, ზემოთ გაარკვიეთო, _ მითხრეს მებაჟეებმა. _ სად ზემოთ გავარკვიო-მეთქი? _ არა, ჩვენ ვერაფერს გეტყვითო. _ წამოვედი, ავიყვანე ადვოკატი ზურა მელითაური. საპატრულო დეპარტამენტში უარი მოდის, წეღანაც მელაპარაკა, იქ ხან ვინ შევაწუხე და ხან _ ვინ, ზოგი მეუბნება, არ გაქექოო. რატომ არ უნდა გავქექო?!. თუ რამე დააშავა ამ კაცმა, დაიჭირონ, მიზეზი რატომ არ უნდა ვიცოდე? რატომ არ უშვებენ საქართველოში? _ ბოლოს და ბოლოს, რა გაირკვა, რა არის ეს მიზეზი? _ არ ვიცი, მიზეზი არ ვიცით. _ რა ბედი ეწია თქვენს ქონებას _ რესტორანსა და იმ ბიზნესს, რასაც თქვენი მეუღლე საქართველოში აკეთებდა? _ აბსოლუტურად ყველაფერი დავტოვე, მერე ავარია გავაკეთე, ეს მანქანა დამემტვრა, ჯართში ჩავაგდე. ეს რესტორანი ყველაფრიანად სხვას დავუტოვე და წამოვედი თურქეთში. 2015-ში ხელი მოვაწერეთ და ვცხოვრობ თურქეთში. _ „დიგოშა“ საიდან გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში? _ „დიგოშა“ და რუსლანი ყოველთვის ერთად მოდიოდნენ ჩვენთან. _ რესტორანში მოდიოდნენ? _ კი, კი, ყოველთვის ერთად მოდიოდნენ ჩვენთან. მერე ჩემს ქმარს უკავშირდებოდნენ, ჩემმა ქმარმა მერე რუსლანას აგინა, ემუქრებოდა, _ მაინც გადმოვალო. იცით, რა არის ძნელი? დამნაშავე როცა ხარ, თითქოს, გკიდიასავით და როცა უდანაშაულო ხარ და ცილს გწამებენ, ალბათ, ამაზე დიდი საშინელება არაფერია.  „დიგოშას“ რუსლანის დაჭერამდე ერთი თვით ადრე ელაპარაკა. რუსლანიც ურეკავდა, _ გამოგზავნე ნარკოტიკებით ვიღაცაო. ასე რომ ვთქვათ, „ნასედკობას“ სთავაზობდნენ. _ საქმე მოგვეცით, მე უფროსი მყავს, კომისარი, კომისარს ველაპარაკები და ის გააკეთებს შენს საქმესო. მე ამ ყველაფრის ჩაწერა მინდოდა და ვერ ჩავიწერე, ვერა!.. _ ხათუნა, „ბუბლიკა“ როდის დაიჭირეს? _ დაახლოებით, ერთი თვე იქნება. _ ფაქტზე, ნარკოტიკების რეალიზაციაზე დაიჭირეს? _ კი, ნარკოტიკების რეალიზაციაზე დაიჭირეს, როგორც ვიცი, წინა დღეს საკუთარ დეიდას ჩაუდო წამალი, ამის მამიდა ხომ აქ არის, ჩემს ქმარს შვილებთან აქვს კონტაქტი და იქიდან მოდის ხოლმე ამბები. რუსლანი მემუქრებოდა, _ საქართველოში რომ გადმოვა, არ გავახარებო, მაგას უნდა ჩავუდო წამალი და სამუდამოდ გავუშვა ციხეშიო. მე მეშინოდა და ვერ ჩამოვდიოდი, რვა თვე მქონდა ინტერვალი, რაც საქართველოში არ ვიყავი. _ „ბუბლიკას“ დაჭერის შემდეგ „დიგოშა“ კიდევ გამოვიდა კავშირზე თქვენს მეუღლესთან? _ არა... _ ბოლოს როდის დაგიკავშირდათ? ამას გეკითხებით. _ ერთი თვე იქნება, ასე რომ ვთქვათ, სანამ „ბუბლიკას“ დაიჭერდნენ, რაღაც, სამი-ოთხი დღით ადრე. _ და რა უნდოდა, რისთვის დარეკა? _ ჩემს ქმარს უთხრა, გამომიგზავნე შენი პირადი მონაცემები და საქმეს გაგიკეთებო. ვუთხარი, _ არ გადაუგზავნო, ეგენი რა საქმის გამკეთებლები არიან-მეთქი. მერე ეუბნება, _ წამალი შემოიტანე, ან ვინმეს შემოატანინე, კაი საქმეები მოგვეცი, თუ გინდათ, საზღვარზე წითელი მოგიხსნათო. ჯერ უთხრეს, მოგიხსნითო, პირადი საბუთების ასლი გააგზავნინეს, ვიდეოთი გადაუღო და პირველმა ცოლმა გადაუგზავნა. მერე ურეკავს და „ბუბლიკა“ ეუბნება „დიგოშასთან“ ერთად (თვითონ უფრო კარგად მოყვება იქ), _ შემოგვიტანე წამალი და ამ საქმეს გაგიკეთებთო. ბრახ და დაიჭირეს. ჩემი ქმარი ყოველ ღამე წყევლიდა „ბუბლიკას“, ყოველ ღამე, რომ ამოდენა, სადღაც, 40-50 ათასი დოლარი გვიზის ის რესტორანი. იმის გამო, რომ ჩემი ქმარი არც ყალბი ფულის შემოტანას დათანხმდა, არც ნარკოტიკების, არც „ნასედკობა“ იკისრა, იძულებული გავხდით, საქართველოდან თურქეთში წამოვსულიყავით, ყველაფერი დავტოვეთ ან გავყიდეთ, ამის მერე აბსოლუტურად სულ უკან წავედით. _ ყველაფერი დატოვეთ და საქართველოში ვეღარ ჩამოდიხართ?.. _ არავინ იცოდა, თუ მე საქართველოში ჩამოვიდოდი, არავის ვენდობი, ოთხ თვეში ერთხელ და ხუთ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი ერთი-ორი დღე და ჩუმად გამოვიძურწებოდი, საზღვარზე რომ გადმოვდიოდი, ერთ სიკვდილს ვათავებდი. არაფერი მომქონდა, ცარიელი ჩანთით მოვდიოდი, მარტო საფულით, იმ დონის შიში მაქვს აკიდებული. _ ბოლოს როდის იყავით? _ 25-ში ჩამოვედი, რახან „ბუბლიკა“ დაიჭირეს, 21 დღე ვიყავი საქართველოში. _ თქვენი მეუღლე ჯერ კიდევ ვერ ჩამოდის, ხომ? _ არა, ჩემს მეუღლეს არ უშვებენ. _ მიზეზიც არ იცით? _ არა, მიზეზიც არ ვიცით, აბსოლუტურად არაფერი, რაც ეს „ბუბლიკა“ და „დიგოშა“ გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში, მას მერე აირია ყველაფერი. _ თქვენ მაინც გადარჩენილი ხართ, რომ რესტორანში ან მანქანაში ვერ მოახერხა, ნარკოტიკი ჩაედო, თორემ შესაძლებელია, თქვენც და თქვენი მეუღლეც ახლა ციხეში ყოფილიყავით. _ კი, კი, ალბათ, ღმერთს ვყვარებივარ, ასე რომ ვთქვათ... პოლიციელი მირტყამდა მანქანაზე ხელს, _ ჩემი დედაო, შენს მანქანაში ასიდან ასი წამალი დევსო... ჩემს ქმარს შევხედე და მეკითხება, _ რას გეუბნებაო? ვუთხარი და ჩემმა ქმარმა მითხრა, _ მე არ მენდობიო? უერთმანეთოდ ერთი წუთითაც არ ვყოფილვართ. _ ანუ დარწმუნებული იყვნენ, რომ „ბუბლიკას“ დატოვებული ჰქონდა ნარკოტიკი თქვენს მანქანაში, თუ ასე დაჟინებით რატომ გეუბნებოდნენ, რომ დევსო?.. _ ვფიქრობ, რახან ჩემი ქმარი თურქეთიდან მოდიოდა, ინფორმაცია მისცა გასამწარებლად... სანამ ამ ბავშვს იმ საღამოს გამოუშვებდა, რეკავდა და ჩემს ქმარს ეუბნებოდა, _ სუს-ის უფროსს შენი მანქანა და 4000 დოლარი უნდაო. მე უკვე ამომასხა, გამოვგლიჯე ჩემს ქმარს ტელეფონი და ვუთხარი, _ შენ ვის აგოიმებ-მეთქი, რომელი სუს-ის უფროსი დახარბდება ჩემს 7000-დოლარიან მანქანას, რომელი სუს-ის უფროსს უნდა 4000 დოლარი ჩემგან, ჩემი ასახევი რა სჭირთ-მეთქი! ჩემი ქმარი ამბობდა, _ საკონსულოში უნდა წავიდეო და მე არ გავუშვი. ტელევიზია უნდა გამოვიძახოო... მე არ გავუშვი. მტერი არ გავიჩინოთ-მეთქი, შემეშინდა, არ გავქექოთ, ჯანდაბას, რაც არის, არის... ჩაწყნარდებიან და გაჩუმდებიან-მეთქი. რა ჩაწყნარდებიან და გაჩუმდებიან?!. ალბათ, მოვტყუვდი, უნდა გამეკეთებინა, ჭოჭი უნდა მიმეცა. ერთი თვეა, „დიგოშა“ აღარ გამოჩენილა. ეტყობა, რაღაც ახალ დავალებას ელოდება მისი კომისრისგან.   ელისო კილაძე  

გაზიარება