როგორ გადანაწილდება 2023 წელს ფარმაცევტული კომპანიების წილები და სად გაქრა ერთ-ერთი მსხვილი მონოპოლისტი?

თამარ როსტიაშვილი

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი წარმოდგენილია რამდენიმე იმპორტიორით, კიდევ უფრო ნაკლები საბითუმო ბაზით და საცალო აფთიაქების მთელი წყებით. ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასნამატი განისაზღვრება თავისუფალი კონკურენციის პირობებში, რაც ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.
არ არსებობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივ ბაზარს რამდენიმე მონოპოლისტი კომპანია ფლობს, არამედ იმიტომ, რომ 90-იანი წლების მე-2 ნახევრის შემდეგ ფარმაცევტულ რეალობაში თითქმის არაფერი შეცვლილა.

როგორც გაჩნდა 90-იანი წლების მე-2 ნახევარში მონაწილეთა გამსხვილების პროცესის შედეგად მეგაიმპორტიორები „ავერსი“ და „პსპ“, ისე არსებობს დღესაც. მხოლოდ „კრისტალს“ ჩაენაცვლა „ჯი-პი-სი“, „ფარმადეპო“ და კიდევ რამდენიმე. როგორც 90-იან წლებში არსებობდა მათ შორის კარტელური შეთანხმების საფუძველზე განაწილებული მედიკამენტების იმპორტი, ისე არსებობს დღესაც. სწორედ სისტემატური კონტრაქტების შედეგად ქართული ფარმაცევტული მეგაკომპანიები თვითონვე აწესებდნენ ფასებს იმპორტირებულ მედიკამენტებზე და თვითონვე განსაზღვრავდნენ ფასნამატებს. 2000-იანი წლების შემდეგ ამ შეთანხმებას შეუერთდა „სახალხო აფთიაქიც“, რომელიც წინა ხელისუფლების დროს წარმოიშვა და ახალი ხელისუფლების დროს ძირითადი თამაშებიდან განიდევნა. უფრო სწორედ, ხელისუფლებამ მისი თვითლიკვიდაცია მოახდინა ისე, რომ ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის გული არ დაუწყვეტიათ და „ნაციონალების“ დროს დაწყებული კარიერა „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიურ რანგში აუყვანა _ ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა, შემდეგ კი ბელარუსში ელჩად გაუშვა.
თუმცა სად გაქრა, ანდა სად წავიდა აქტივები, ბაზები, წლების განმავლობაში აწყობილი ქსელი, სახელისუფლებო კლანებთან დალაგებული ურთიერთობები და ა. შ.?
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, „სახალხო აფთიაქი“, როგორც იურიდიული ერთეული, ისევ არსებობს და მან 2022 წლის დასაწყისში მიმართა სასამართლოს.
„სახალხო აფთიაქის“ წარმომადგენლის, პაპუნა ტოლიაშვილის სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ფარმაცევტული კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის იმპორტს 15-ზე მეტ ქვეყნიდან და ამარაგებდა ბევრ კლინიკურ ქსელს შესაბამისი პროდუქციით. დადგა პერიოდი და „სახალხო აფთიაქს“ გაურთულდა ფინანსური მდგომარეობა. ფინანსური კრახის მიზეზი გახდა კომპანიის წილების 50%-ის მესაკუთრე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია გახლდათ და რომელიც გავიდა „სახალხო აფთიაქის“ მართვიდან. შედეგად, აღნიშნული პროვაიდერობის კონტრაქტის დაკარგვით კომპანიას შეუმცირდა რეალიზაცია. ამის გამო „სახალხო აფთიაქი“ იძულებული გახდა, 85 აფთიაქიდან ეტაპობრივად დაეხურა ნახევარზე მეტი. ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, გაიზარდა მისი კრედიტორული ვალდებულებები, რის საფუძველზეც „სახალხო აფთიაქი“ აღმოჩნდა გადახდისუუნარიანი.
სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ შპს „სახალხო აფთიაქმა“ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადახდისუუნარობის პროცესის დაწყება რეაბილიტაციის გზით და მოვალის მართვაში დატოვებით.
სასამართლოს გაჩინებით, 2022 წლის იანვარშივე, „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი და მისი დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი დარჩა მართვაში. ამის შემდეგ ხდება ყველაზე საინტერესო: ხსენებული განჩინებიდან მალევე, საქალაქო სასამართლოს საჩივრით მომართა Nოვატორ Pჰარმა-მ და მოითხოვა „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გამოტანილი განჩინების გაუქმება. აღნიშნულ სარჩელში Nოვატორ Pჰარმა-მ მიუთითა, რომ სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია, მართლა იყო თუ არა „სახალხო აფთიაქი“ გადახდისუუნარო. „ჯი პი აი ჰოლდინგ-მა“, როგორც „სახალხო აფთიაქის“ ერთ-ერთმა პარტნიორმა, გაყიდა წილი და გავიდა „სახალხო აფთიაქის“ პარტნიორობიდან 2019 წელს. აღნიშნული წილი შეიძინა ახალმა პარტნიორმა! ეს პარტნიორი გახლდათ იგივე „სახალხო აფთიაქის“ განვითარების ფონდი _ ამას სხვანაირად გამოსყიდვა ჰქვია. აქედან მოყოლებული, „სახალხო აფთიაქში“ სისტემატურად ხდებოდა წილების მფლობელთა და ხელმძღვანელთა ცვლილებები. ამიტომ Nოვატორ Pჰარმა მიიჩნევდა, რომ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გასვლა შპს „სახალხო აფთიაქიდან“ არ უნდა გამხდარიყო მის მიმართ გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების დაწყების საფუძველი. ხოლო თუ „სახალხო აფთიქი“ გადახდისუუნარო არ არის, მაშინ მან უნდა დაფაროს ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორის _ Nოვატორ Pჰარმა-ს დავალიანება.
ცნობისთვის: Nოვატორ Pჰარმა-ს საჩივრის მითითებით, „სახალხო აფთიაქის“ გადახდისუუნარობა არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ის ოპერირებს და ჩვეულებრისამებრ აგრძელებს საქმიანობას.
მას შემდეგ, რაც სასამართლო გაეცნო შპს Nოვატორ Pჰარმა-ს კერძო საჩივარს, არ დააკმაყოფილა იგი. სწორედ აქ გახდა ცნობილი კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები ფარმაკომპანიის მხრიდან. სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებლებიდან გასვლის შემდგომ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, „სახალხო აფთიაქის“ ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, შესაბამისად, გაიზარდა მისი კრედიტორული ვალდებულებები. „სინერჯი კაპიტალის“ მიერ გაიცა სესხები კრედიტორული ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა „სახალხო აფთიაქი“ კრედიტორთა სიმრავლიდან და დავალიანების მოცულობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა ვალდებულებათა მართვას. ამასთან, მას შეზღუდული აქვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა, ამ ქონებაზე ვრცელდება სსიპ შემოსავლების სამსახურის გირავნობა. სასამართლოში განცხადების წარდგენისას კომპანიას არ ჰყავდა უზრუნველყოფილი კრედიტორები. ასე მაგალითად, ერთი წლით ადრე კომპანიის სრული დავალიანება შეადგენდა 11 714 266 ლარს და ამ ვალდებულებების აბსოლიტური უმრავლესობა ვადამოსულია. გარდა ამისა, ფარმაკომპანიას ჰქონდა ვალდებულება 500-მდე მომწოდებლის, დასაქმებულისა და სხვა მომსახურების გამწევი კომპანიის მიმართ, რაც დადასტურებული იყო განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით.
ასეთი გახლავთ თვალსაწიერიდან გამქრალი „სახალხო აფთიაქის“ ბედი, რომელიც ასევე მონოპოლისტი იყო.

რატომ კოტრდებიან ფარმაცევტული კომპანიები სახელისუფლებო მხარდაჭერის გარეშე? საქმე ის გახლავთ, რომ ამ სეგმენტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საცალო, მსხვილი საბითუმო ბაზები. ქსელური აფთიაქების დღიური მაქსიმალური ბრუნვა 100 000 ლარს არ აღემატება. წლების წინათ ფარმაცევტულ საქმიანობასთან და საცალო გაყიდვის ქსელში რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები არსებობდა – აფთიაქებში მედიკამენტების რეალიზაცია, ტექნიკური მოთხოვნები და ა. შ, მკაცრი სტანდარტებით რეგულირდებოდა. დღეს ჩათვალეთ, რომ მკაცრი სტანდარტები აღარ არსებობს. კანონში ცვლილების შეტანის შედეგად, საცალო რეალიზაციის სივრცე გაფართოვდა და მოიცვა სავაჭრო ობიექტები და მეტრო-სადგურებიც კი, ასევე წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიები. ცნობისთვის: სწორედ ასე განვითარდა ბაზრის შედარებით ახალი მონაწილე „სუპერფარმას“ ქსელი. 5 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა, კიდევ უფრო ლიბერალური გამხდარიყო და საქართველოს კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” ქვეყანაში დაიშვა პარალელური იმპორტი და შემსუბუქდა საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული წამლის სარეგისტრაციო რეჟიმი. აქედან იწყება უხარისხობის ზეობა საქართველოში! ამ პირობებში არა მარტო კარტელის წევრებს, არამედ მესამე მხარეს – კარტელის მიღმა არსებულ აფთიაქებსა და სხვა იმპორტიორებსაც გაუჩნდათ იგივე დასახელების მედიკამენტების ან მათი ანალოგების უფრო დაბალ ფასად შემოტანის შესაძლებლობა.
„სუპერფარმას“ კვალდაკვალ ჩნდება კომპანია „ABჩ ფარმაცია“, რომელიც არ მონაწილეობდა კარტელში და რომელმაც პრეპარატებზე 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზა მომხმარებელს. გავიდა ნახევარი წელი და იგივე პრეპარატებზე 20-22%-იანი ფასდაკლება გამოფინეს სხვა აფთიაქებმაც.
ეს იყო ის ნაბიჯი, რაც ხელისუფლებას დღეს კი არა, ხვალაც სანანებლად გაუხდება! პარალელური იმპორტის პირობებში იმპორტიორებს შეუმცირდათ პასუხისმგებლობა წამლის ხარისხზე. თავისთავად, ცალკე აღებული პარალელური იმპორტი აუცილებელია თავისუფალი კონკურენციის განვითარებისთვის, მაგრამ როდესაც ხელისუფლება იმპორტის ლიბერალიზაციაზე მიდის, მან უნდა შექმნას წამლის ხარისხის კონტროლის აუცილებელი პირობები. ეს კი ჯერჯერობით არ ხორციელდება.
ყველას კარგად ახსოვს, როგორ დააანონსა მთავრობამ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციართათვის გარკვეული ნუსხის მედიკამენტებზე 50-ლარიანი ლიმიტით ხარჯების 50-%-ით თანაგადახდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ლიმიტირებული წამლების ფასები ზუსტად 50%-ით გაძვირდა და, ფაქტობრივად, თანაგადახდის პირობებში მომხმარებელს იგივე ფასის გადახდა უწევდა.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოს ფარმაკოლოგიური სექტორი იმპორტზეა ორიენტირებული. იმპორტირებულია როგორც მედიკამენტები, ისე ადგილზე დაფასოებული სუბსტანციები. დღესდღეობით საქართველოში მედიკამენტებისა და სუბსტანციების იმპორტის მთლიანი ღირებულება 117 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 13 მილიონი (მთლიანი იმპორტის 5.3%) სუბსტანციების იმპორტზე მოდის.
ცალკე საკითხია ის გარემოება, რომ მედიკამენტების, როგორც იმპორტირებული პროდუქციის ფასები, დამოკიდებულია ლარის კურსის მერყეობაზე.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, მსოფლიოს ფარმაცევტული კონცერნებისთვის საქართველოს სამმილიონიანი ბაზარი ნაკლებ ინტერესს წარმოადგენს. საბითუმო ფასებს ისინი ჩვენი რეგიონისთვის არ ქმნიან, ამიტომ ქართველ იმპორტიორებს მათი საცალო ფასში შეძენა უწევთ და ამის გამო საქართველოში მედიკამენტის ერთეულის ფასი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მისი ანალოგიურისა იმ ქვეყანებში, სადაც პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით დიდია.
რაც შეეხება ABჩ ფარმაციას, რომელიც საქართველოში „ფარმადეპოს“ სახით არის წარმოდგენილი, ის 1999 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მისი საქმიანობა ონკოლოგიური პრეპარატების დისტრიბუციით შემოიფარგლებოდა. 2004 წელს კომპანიამ იმპორტის სიდიდით მე-4 ადგილი დაიკავა, გახსნა რეცეპტით გამოწერილი წამლების საცალო აფთიაქები სხვადასხვა საავადმყოფოში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, გაყიდვების კლების ფონზე ABჩ-მ ახალი პროექტი დაიწყო და „ფარმადეპოს“ ქსელი გახსნა. უკვე აღვნიშნეთ, რომ მან პირველმა დააწესა კარტელს გარეთა ფასდაკლება მედიკამენტებზე 20%-ით და ასე მოიპოვა პიველი პოპულარობა. „ფარმადეპოს გახსნის“ შემდეგ „პსპ“-მ გახსნა ორი საცალო ობიექტი, სახელწოდებით „ფარმაცენტრი“, სადაც პრეპარატები იყიდებოდა 22-%-იანი ფასდაკლებით. ეს ტენდენცია წვრილ აფთიაქებზეც გავრცელდა და ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც მედიკამენტების ფასი შეამცირდა 20-დან 22 პროცენტამდე.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს კარტელს გარეთა ფასთაწარმოქმნის პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და არა ჯიბის გასქელების პოლიტიკაზე.
დღესდღეობით საქართვეოში რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ ავადმყოფობებს წარმოადგენს სუნთქვის ორგანოთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები, ენდოკრინული, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, ასევე თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები. ეს ის ჯგუფია, სადაც ფასები ყველაზე მეტად მერყეობს და ყოველწლიურად, აუცილებლად იზრდება.
2022 წელს 660 193 000 ლარის ღირებულების მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა 174 დისტრიბუტორის მიერ.
ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს წარმოადგენდა „გეფა“. ორი წლის წინათ მან 798 162 330 ლარის ღირებულების მედიკამენტების იმპორტი განახორციელა 156 ეკონომიკური აგენტის მიერ.
იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულება ბოლო რამდენიმეწლის განმავლობაში გაზრდილია 54%-ით, რაც განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.
ფარმაცევტული ბაზრის ბოლო კვლევა ჩაატარა კონკურენციის სააგენტომ, რომელმაც მონიტორინგის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების მიხედვით დომინანტური მდგომარეობა შემდეგ კომპანიებზე მიუთითა: „გეფა“, „პსპ ფარმა“, „ავერსი-ფარმა“, „გლობალფარმი“, „გეა“. მათ უმეტესობაში ორიგინალ წამლებთან ერთად აქტიურად არის წარმოდგენილი გენერიკები, ანუ ჩამნაცვლებელი პრეპარატები. ჩამნაცვლებელი მედიკამენტები ევროპაშიც უხვად გამოიყენება. ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც აკრძალულია გენერიკული რეცეპტი, ისევე როგორც ჩამნაცვლებლის მითითება, არის ავსტრია.
გენერიკების წილი ევროპის ქვეყნების ბაზარზეც მაღალია. შედეგად, მომხმარებელი მედიკამენტებზე გაწეულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს (მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში გენერიკები 83%-ს შეადგენს). ორიგინალი მედიკამენტების რაოდენობრივი წილი არის 17% მხოლოდ 3 ქვეყანაში: გერმანიაში, დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში უპირატესობას ანიჭებენ ორიგინალ წამლებს. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა Eხტერნალ რეფერენცე პრიცინგ, Iნტერნალ რეფერენცე. ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა
კონტროლის სიმცირით. არადა, კონტროლი ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანია და მას განაპირობებს თავად ბაზრის სპეციფიკა.
2022 წელს ამოქმედდა GMP სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ყველა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ან იმპორტირებულია ევროკავშირში, მათ შორის საექსპორტოდ გამიზნული სამკურნალო საშუალებები, უნდა დამზადდეს კარგი წარმოების პრაქტიკის პრინციპების შესაბამისად. მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ასევე ბიოეკვივალენტობის საკითხი, რაც უნდა უზრუნველყოს დარგის მარეგულირებელმა. ასეთი მარეგულირებელი კი საქართველოში არ არსებობს. არ არსებობს ელემენტარული ლაბორატორია, რომელიც პრეპარატის ბიოეკვივალენტობას დაადგენს.