რატომ აღარ ენდობა სუს-ს ბიძინა?

df4

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:

_ იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა? _ მოიცადე! _ შეაჩერა სოკრატემ, _ სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.

_ სამ საცერში?

_ დიახ, სამ საცერში:

პირველი _ ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

_ არა, რაც მოვისმინე, იმას ვამბობ.

_ ე. ი., შენ არ იცი, სიმართლეა თუ არა. კარგი! მაშინ, ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი.

მეორე _ ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?

_ არა, პირიქით.

_ ე. ი. _ მშვიდად განაგრძობდა სოკრატე, _ შენ რაღაც ცუდი უნდა მითხრა და თანაც არ იცი, სიმართლეა თუ არა. კარგი, ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი _ ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?

_ ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ.

_ მაშ, ასე! _ დაასკვნა სოკრატემ, _ თუ ამბავი, რომელიც უნდა მაცნობო, არც კარგია, არც მართალი და არც სასარგებლო, რა საჭიროა მისი თქმა?

ასე დაემართა სოსოს, რადგან ინფორმაცია, რომელსაც ბიძინა  მოიპოვებს გოგაშვილის მეშვეობით, ან ტყუილია, ან ბოროტი, ან კიდევ არაფრისმომცემი…

სწორედ ამაზე გაბრაზებულმა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და თავის დეიდაშვილს უსაყვედურა, _ ბოლოს შექმნილი ყველა გახმაურებული საქმის უკან, რატომღაც, გოგაშვილი უფრო მეტად ჩანს, ვიდრე „პროვოკატორი ნაცები“.

რეალურად კი გოგაშვილის დაწინაურება და სუს-ის ამ თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ იმას ნიშნავდა, გოგაშვილს ყველფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ პოლიტიკური ამინდი „ოცნების“ სასარგებლოდ გაემყარებინა, „ოცნებისთვის“ და ბიძინასთვის არასასურველი ჯგუფები გაენეიტრალებინა, უხმაუროდ შეექმნა სურათი, რომ ქვეყანა შენდება, თუმცა ქვეყნის შენების პროცესებს „მარგინალები“ უშლიან ხელს.

მაგრამ პროექტმა გოგაშვილმა ვერ გაამართლა…

სურათი უკუღმა დატრაიალდა, სამეგრელოს არჩევნებში, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრალებოდა, ინციდენტმა „ოცნება“ კიდევ ერთხელ გააშიშვლა და უსახოდ დატოვა.

 

გარღვევა დაზვერვაში

სახელმწიფოს მოღვაწეობის ერთ-ერთი სფერო, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის სხვა მოქმედი პირების შესაძლებლობებისა და განზრახვების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს, შეიძლება იყოს ღია (მასმედიისა და დიპლომატიური წყაროების გამოყენებით), ან ფარული, სტრატეგიული, ან არასტრატეგიული. დაზვერვის მთავარი მიზანია მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და შეფასება სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გასაადვილებლად. დაზვერვას უკავშირდება კონტრდაზვერვა (სხვათა მიერ ინფორმაციის შეგროვებისთვის ხელის შეშლა), გაცურება (დეზინფორმაციის გავრცელება) და ფარული ქმედებები (ძირგამომთხრელი საქმიანობა).

დაზვერვის შემადგენელი ნაწილებია ტექნიკური დაზვერვა და ადამიანური ჯაშუშობა. დაზვერვის ტექნიკური საშუალებების განვითარებას ჯაშუშობის როლი არ დაუკნინებია, რადგან ბოლო ათწლეულებში პრობლემა ხდება არა იმდენად ინფორმაციის მოპოვება, რამდენადაც მისი სწორი ანალიზი. ადამიანური ფაქტორის როლი ინფორმაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯერაც შეუცვლელია.

 

ჩემი წყარო:

_ 90-იანი წლების საქართველოში არ გვყოლია ასეთი, უკაცრავად და, ფარჩაკი დაზვერვა, როგორიც ახლაა. ყველაფერი მხოლოდ სუს-ის უსაქმურობის ბრალია, სახელმწიფოს აღარ აქვს აღარც ადიამიანური რესურსი და აღარც ტექნიკური ბაზა…

კედელს ცერცვი შეაყარეს პრინციპია. აქ ის უფრო აინტერესებთ, ვიღაცას ცოლი ვისთან ღალატობს, ვიდრე საზღვარი, ჯაშუში და საიდუმლო ინფორმაცია.

აღარ მახსოვს, რამდენი წელია, ამ სისტემაში ვტრიალებ, ერთმანეთზე გაბრაზებული წასულ-მოსული მთავრობა როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი უვიცი ხელისუფლება _ არა!.. მეც მაქვს ინფორმაცია და ბიძინასაც კი, რამდენი აგენტი მუშაობს სუს-ში, ძალოვანი სისტემის სხვადასხვა უწყებაში, მაგრამ მე არ მაქვს ბერკეტი, რამე გავაკეთო და ვინმესთან ვთქვა… ასე ვზივარ და ველოდები შემოდგომას, არჩევნები რომ ჩაივლის. ამბობენ, ეს გოგაშვილი თავისი უნიჭო „სასტავით“ წავა და მერე კი დაიწყებს მუშაობას წესიერად უსაფრთხოების უწყებაო.

 

შორს ვერ გაფრინდები

 

არჩევნები ბევრ რამეს გასწავლის, თუმცა ყველაზე კარგად არჩევნებში ჩართულ ადამიანს დათვლას ასწავლის…

კი, დათვლას…

ოღონდ არა ხმების. არის კიდევ სხვა რაღაცები, რაც უნდა დათვალო…

კვირების, დღეებისა და საათების დათვლას ასწავლის…

ზოგს არჩევნები ეჩქარება და უნდა, რომ მალე გავიდეს ეს დღეები, ამიტომ ითვლის…

ზოგი კი სავარძლის დატოვებას ვერ ეგუება და ამიტომ კომფორტთან გამომშვიდობება უჭირს…

რადგან საპარლამენტო არჩევნები, ზოგადად, პოლიტიკურ ამინდს ძირიანად ცვლის, არავინ იცის, რა იქნება 8 ოქტომბრის შემდეგ.

მაგრამ სოსომ იცის, რომ სიტუაციას უნდა გაასწროს და ამიტომ დღეებს ითვლის…

გოგაშვილი არც ისეთი ალალი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ინტერესებს შეეწიროს… ამიტომ გადაწყვიტა, არჩევნები დასრულდება თუ არა, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ქვეყნიდან წავიდეს. ამისთვის ქვეყანაც მონიშნა რუკაზე და ზუსტი მისამართიც…

სოსოს ოჯახში იციან, რომ შემოდგომის შემდეგ ევროპასა და ამიერკავკასიაში ცხოვრება არ მოუწევთ, ასე რომ, ფრენა აზიის მიმართულებით იგეგმება…

ნათქვამია, ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო. ჰოდა, სოსოს ბაღდადიდან მითხრეს, რომ სოსო ოჯახთან ერთად შემოდგომის მერე საქართველოდან მიდის, რასაც მისი მშობლები ძალიან განიცდიან. რამდენიმე წელი უკან დაბრუნებას აღარ გეგმავს. ამის მომყოლმა მისმა მომდურებულმა ახლო ნათესავმვა მითხრა, _ ხომ გაგიგია, ძაღლი, შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.

ასეა დღეს მაგის საქმე ზუსტად.

 

იცის სოსომ, ვეღარც მამაცაშვილი უშველის შემოდგომის მერე, ვეღარც თამაზაშვილს გადაურჩება უკან რაიონში მიბრუნებული, ვერც ევროპას გააოცებს საკუთარი თავით და მაინც აზია რატომ ამოიჩემა და აზიის ქვეყნები, ეგ მაფიქრებს ორი დღეა!

 

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი