ვალერი გელეტეი: „სევერსკის თავზე უკრაინული დროშა ფრიალებს”

5

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ, ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, დონეცკის ოლქის ქალაქ სევერსკის საქალაქო ადმინისტრაციის შენობის თავზე, უკრაინული დროშის აღმართვის შესახებ მოახსენა. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის საიტზე განთავსდა. პარალელურად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პოროშენკოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,,ჩერვინოპატრიზანსკის“ სრული კონტროლის შესახებ ამცნო და მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები რეგიონის გათავისუფლებას აგრძელებენ. აღნიშნული განცხადების მიხედვით, უკრაინელი ძალოვნები ორ გამშვებ პუნქტს ,,ჩერვინოპარტიზანსკს“ და ,,დოვჟანსკს“ აკონტორლებენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის ეროვნული დროშის აღმართვა ქალაქ სლავიანსკის ადმინისტრაციული შენობის თავზეც განახორციელეს და პარალელურად ქალაქში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება დაიწყეს.