მოსკოვი კიევს უკანასკნელად აფრთხილებს

4

მოსკოვმა კიევის მიმართ პროტესტი გამოთქვა. საქმე უკრაინელი ძალოვნების მიერ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მიმართულებით რამოდენიმეჯერ გასროლას ეხება. საპროტესტო ნოტის ასლი ქვეყნის საგარეოს უწყების საიტზე გამოქვეყნდა. ,,10 ივნისს უკრაინელმა ძალოვნებმა , რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,, Гуково“ მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს. ინციდენტის დროს სასაზღვრო ზოლშო 300 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, საბედნიეროდ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ისინი საიმედო ადგილზე არიან გადაყვანილნი. უკრაინა უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებით დაწესებულ კანონს, რომელიც სასაზღვრო წესებს არეგულირებს“- ნათქვამია საპროტესტო ნოტაში. მოსკოვი მკაფიოდ განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი სამხედროების მხრიდან ისევ განმეორდება ანალოგიური ქმედება და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადმოსული დევნილების მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნება, რუსი სამხედროები ადეკვატურ ზომებს მიმართავენ. მოსკოვი ფაქტიურად კიევს უკანასკნელად აფრთხილებს.