ამერიკა, ისრაელი-პალესტინის შორის შუამავლის როლს ,,ებღაუჭება”

3

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ისრაელის პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბრის მსვლელობის დროს, ბენიამინ ნეტანიაჰუს ჰამასთან მოლაპარაკებებისათვის შუამავლის როლი შესთავაზა და ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის სარაკეტო დარტყმებს, თავდაცვითი ნორმა უწოდა. ინფორმაციას The Los Angeles Times ავრცელებს. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ამერიკის ნებისმიერი მცდელობა პალესტინა ისრაელის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პროცესებში ჩაერიოს, ყოველთვის კრახით დასრულდება, რაგდან ამერიკული მხარე, ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, პრესსამსახურის უფროსის კეიტლის ჰეიდენის განცხადებით: ,,ჰამასის მიმართ ამერიკის მიდგომა არ შეცვლილა და ორგანიზაციას როგორც ტერორისტულ დაჯგუფებას ისევ ისე აღიქვამენ შტატებში, მაგრამ პალესტინაში არიან პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებთანაც შეიძლება კონტაქტების დამყარება“- აცხადებს ჰეიდენი. ადრინდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, ჰამასთან მოსალაპარაკებლად ეგვიპტის ფაქტორს იყენებდა, გამორიცხული არაა შტატებმა პროცესებში დახმარების გაწევის თხოვნით ისევ ეგვიპტეს მიმართოს, ნათქვამია სტატიაში. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის პოზიციას აღნიშნული საკითხის მიმართ, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.