პეტრო პოროშენკო: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

Petro-Porosenko

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაცია და დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხების ორგანიზატორები, კიევთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. წყაროს ინფორმაციით თეთრი სახლი ამ დასკვნამდე, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის შემდეგ მივიდა. პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინამ კონფლიქტის დარეგულირების გეგმის სხვადასხვა ვარიანტი წარმოადგინა, თუმცა მათ მიერ წამოწეული პროექტის არცერთმა ვარიანტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პესიმიეტური განწყობის მიუხედავად კიევი იმედოვნებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ეუთოს მისიის საკონტაქტო მონიტორინგი მალე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, დონბასში ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმის ორმხირი დაფინანსების შესაძლებლობა წარმოადგენდა.