ვლადიმერ პუტინი პოლიტიკურ ფსონს ბრაზილიაზე დადებს

1

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბრაზილიის კანდიდატურას ,გახდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროებს საბჭოს მუდმივმომქმედი წევრი, მხარს დაუჭერს. ინფორმაციას ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს. ,,მხარს ვუჭერთ ბრაზილიას, როგორც ღირსეულ და ძლიერ კანდიდატს, გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმომქმედი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძლიერი და დინამიურად განვითარებული ქვეყანა, მთავარ როლს შეასრულებს მსოფლიოს მშვიდობიანი მოწყობის საქმეში. ეჭვგარეშეა ბრაზილიის, როგორც სანდო პარტნიორის სახე უკეთესად წარმოჩინდება, ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია და ამ პოტენციალს რეალიზება სჭირდება“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი ლათინურ ამერიკულ ,,ტურნეს“ გეგმავს.