„რიჟას“ იჭერენ?! კაპანაძე-ღონიაშვილის მეგობრობა (ფოტოები)

10524924_755526197830990_1267764357_n

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“ შეიძლება დაიჭირონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა+“ ავრცელებს:

„გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი გიორგი კაპანაძემ „რიჟამ“ ფარული კამერით ჩაწერა. ფაქტი თავისთავად მორალურად არასასიამოვნოა, რადგან მეგობრის ჩამწერი კამერამიმაგრებული ბიზნესმენი ბიზნესწრეებში, ფაქტობრივად, „ტრუპია“. რაც არ უნდა ილაპარაკოს „რიჟამ“ სამართლიანობის აღდგენასა და შეწერილ მილიონებზე, მისი რეპუტაცია უკვე დაღუპულია. არც ერთ ბიზნესმოლაპარაკებაზე მას აღარ ენდობიან, მასთან საქმის დაჭერას, არც ერთი სოლიდური კომპანია აღარ მოინდომებს, არადა, ძნელია მთელი ცხოვრება პერანგის საყელოზე რომ მოგაჩერდებიან, კამერა ხომ არ აქვს დამაგრებულიო. ეს საკითხის ერთი და მორალური მხარეა, მეორეა სამართლებრივი, როცა შენ ხარ ადამიანი, რომელმაც გიგი უგულავას მერობის დროს აღმაშენებლის რეაბილიტაციის ტენდერი უპირობოდ მოიგე, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულე, ფასადები „გიფსოკარდონით“ გაარემონტე, მილიონები მოტეხე და მერე ხელს სხვისკენ იშვერ, ნამუსიც კარგი საქონელია. მაგრამ ის რაც გიორგი კაპანაძემ ჯერ არ იცის – აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაცია ბიძინა ივანიშვილის ფულით მოხდა, ექსპრემიერი ბიზნესწრეებში უზადო რეპუტაციით სარგებლობს, ის რასაც პატიობენ პოლიტიკაში, არ პატიობენ ბიზნესში. „მოქალაქე“ გადაგდებას და მოტყუებას არათუ „რიჟას“, შინაურსაც არ პატიობს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძის მიერ მოგებული ტენდერების სქემის შესწავლა, უკვე დაწყებულია და არ არის გამორიცხული, რომ „რიჟამ“ უგულავას ბედი გაიზიაროს. აქ, უკვე იმაზე რთულად იქნება საქმე, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია, სააკაშვილის ციხისგან განსხვავებით, სუბარის ციხეს „მაყურებლები“ აკონტროლებენ. თუ წინა ხელისუფლების დროს, წილის და ფულის „ამხევების“ როლში პროკურორები და გამომძიებლები გვევლინებოდნენ, ახლა „მაყურებლები“ ალაგებენ იქ „პალაჟენიას“ და ციხეში შესულ „განასედკებულ“ ბიზნესმენს რა ბედი ელის, ამის წარმოდგენა, ძნელი არ უნდა იყოს. მგონი, ის დროა, როცა „რიჟა“ უგულავას დაჭერის დივიდენდებს კი არ უნდა ელოდებოდეს, ბარგს ალაგებდეს და საქართველოდან გარბოდეს”, – წერს „ქრონიკა +“.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძის შესაძლო დაკავების ამბავი, უკვე „გაბაზრებულია“ და რუსთავის ციხის მაყურებელი „ცხოველა“ „რიჟას“ მოლოდინში კბილებს ილესავს. მართალია, გიორგი კაპანაძე გიორგი ღონიაშვილთან მეგობრობას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ამ მეგობრობის დასტურად „ქრონიკა+“, რამდენიმე, აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს, რომლებზეც „რიჟა“ და „ღონე“ არიან გადაღებული.

10528029_755526154497661_1734673476_n