ამბოხებულებმა უკრაინის არმიას უკან დახევა აიძულეს

3787091

თვითგამოცხადებული ლუგანსკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ არმიამ, უკრაინის სამხედრო უწყების ქვედანაყოფები აიძულა ქალაქის მისადგომებიდან უკან დაეხიათ – აცხადებს ,,რესპუბლიკის“ მეთაური ვალერი ბოლოტოვი. ,,ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე სიტუაცია ჩევნს სასარგებლოდ შეიცვალა. სასაზღვრო ზოლის რამდენიმე ზონას, ისევ ვაკონტროლებთ. ჩვენი რესპუბლიკის დაცვის ხაზი საარტილერიო და საზენიტო დანადგარებით გვაქვს გამაგრებული. ახალშობილი ჩვენი რესპუბლიკის შეიარაღებაში გამოჩნდა „გრადები,“ „ჰაუბიცები,“ სარაკეტო სისტემები და საზენიტო თავდაცვითი საშუალებები. ჩვენ კიევთან მოლაპარაკებებს აღარ გავაგრძელებთ, კიევმა მოგონილი მორატორიუმი ძალთა კონცენტრაციისთვის გამოიყენა. უმოწყალოდ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას. „მოლაპარაკებების მაგიდასთან, მხოლოდ ერთი პირობით დავსხდებით, შეწყვიტონ სადამსჯელო ოპერაცია და რეგიონიდან გავიდნენ“ – აცხადებს ბოლოტოვი.