ობამა პუტინს ამბოხებულებზე ზეწოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს

pic_ab99bbc2f583da0384b62a9b960a110c

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ფრანგ კოლეგასთან ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მსვლელობას მხარი დაუჭირა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამბოხებულებზე ზეწოლის გააქტიურებისაკენ მოუწოდა. ობამა და ოლანდი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციამ რეგიონში დესტაბილიზაციის ორგანიზებას თავი უნდა დაანებოს და ამბოხებულებს იარაღის დაყრისაკენ უნდა მოუწოდოს. ორი ქვეყნის ლიდერი ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ სამშვიდობო გეგმის განხორციელების აუცილებლობაზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების უკრაინის საზღვრიდან უკან დახევაზე აღნიშნული ქმედებების შემდეგ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებაზე. ომაბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს და აფასებს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რეგიონში ძალისმიერი მეთოდებით წესრიგის დამყარების თაობაზე. ,, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რეგიონში შეიარაღებული ბანდები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან, მე ვაფასებ პოროშენკოს მამაც გადაწყვეტილებას, მთავარია რეგიონში წესრიგი მალე დამყარდეს. ევროპამ და ამერიკამ ურთიერთანამშრომლობა უნდა გააძლიეროს, რუსეთმა საკადრისი ფასი უნდა გადაიხადოს.” ინფორმაციას ელისეის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს.