ჯოანა რივერსი: „ობამა გეია, ხოლო მიშელი ტრანსგენდერი“

70448eb2_1

ამერიკელმა კომედიანტმა ქალბატონმა, ტელეწამყვანმა ჯოანა რივერსმა Piter.tv-ს ეთერში ქვეყნის პრეზიდენტი , როგორც გეი ისე მოიხსენია, ხოლო პირველი ლედი მიშელ ობამა, როგორც ტრანსგენდერი. ჟურნალისტის კითხვაზე ,,როდის ეყოლება ამერიკას გეი პრეზიდენტი?” 81 წლის ამერიკული კინოს ვარსკვლავმა დაუფიქრებლად უპასუხა: ,,ჩვენ ის უკვე გვყავს და ეს ბარაკ ობამაა, უბრალოდ უყურეთ და დატკბით, თქვენ ალბათ არც ის გეცოდინებათ, რომ მიშელ ობამა ტრანსგენდერია, “ჟურნალისტი დაიბნა და მოხუც კოლეგას პასუხის განმეორება სთხოვა, ,,დიახ რაიყოთ რა გჭირთ?? ტრანსგენდერია, ჩვენ ხომ ეს ყველამ კარგად ვიცით, ღმერთო ჩემო ყველაფერი წესრიგშია, რა გჭირთ? ობამა გეია მიშელი კი ტრანსგენდერი” დაუფიქრებლად გაიმეორა პასუხი ჯოანამ. აღნიშნული ინტერვიუს ხილვის დროს საზოგადოებაში ბურუსით მოცული გრძნობა გაჩნდა, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯოანა რივერსმა საკუთარი თავის პიარი გაიკეთა, ზოგს კი მიშელ ობამასადმი მიძღვნილი ,,კომპლიმენტი” რეკლამად მოეჩვენა. ,,მიშელი უმაგრესი ქალია. მაღალი,ლამაზი სახით, უიშვიათესი უკანალით და მკერდით, არ მეგულება მამაკაცი ვინც მიშელზე უარს იტყვის, ყველაზე მშვენიერი ქალები ხომ ტრანსექსუალები არიან” საკმაოდ ორიგინალური შეფასებით დაასრულა ინტერვიუ ცნობილმა ტელეწამყვანმა. რაც შეეხება თავად ამერიკის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, აღნიშნულის მიმართ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.