ელისო კილაძე: „დავით მხეიძე თანამდებობიდან გადააყენეს!“

21

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„სტატუსი მათთვის, ვინც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენების გამო, აღფრთოვანებას ვერ მალავდა:

ამ წუთას მივიღე ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე დავით მხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს, იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გიგი უგულავას დაკავების მერე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და მე პირადად, ამ გადაწყვეტილებას მივესალმები!!!“

„ქრონიკა+” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყება დავით მხეიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.