ირაკლი ალასანიას პარტიის წევრმა თანაპარტიელი დაჭრა!

exskl

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიის წევრმა, ფოთის საკრებულოს დეპუტატმა თამაზ სოსელიამ შელაპარაკების ნიადაგზე თავისივე თანაპარტიელი და მეზობელი გენადი ბელქანია დაჭრა. დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ ბელქანია ქუთაისში ინტერვენციულ კლინიკაში რეანიმობილით გადაჰყავთ. როგორც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, თამაზ სოსელია ფოთის ყოფილი მერის დავით სარსანიას ყოფილი სიძეა, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა ოჯახშიც, რის გამოც სარსანიას და 4 შვილით სახლიდან გაექცა.

ცნობისთვის, თამაზ სოსელია,ირაკლი ალასანიას პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, კოალიციის სიით შევიდა ფოთის ახალი მოწვევის საკრებულოში და სიით მეორე დეპუტატი, რომელიც დღედღეზე თვითმმართველობის სხდომას უნდა დასწრებოდა, ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო კიდევ ერთ დეტალს უზუსტებს: „მიუხედავად იმისა, რომ თამაზ სოსელია ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარე იყო ფოთში, აქტიურად ეხმარებოდა ნინო ბურჯანაძის პარტიას, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ახლა კი ბურჯანაძის პარტიის მერობის კანდიდატს ფოთში დავით ქანთარიას.“