ამბოხებულთა არმია დონეცკში შევიდა

ცჰჰ

დონეცკში, ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხემულთა სამხედრო შენაერთები და მძიმე ტექნიკა შევიდა. კონრეტულად საუბარია 20 ერთეულ ტანკზე და სხვადასხვა ჯავშან მაქანაზე, ათასამდე შეიარაღებულ მებრძოლზე და საზენიტო-სარაკეტო დანადგარებზე. ამბოხებულემბა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზა დაიკავეს და პარალელურად თვითგამოცხადებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” მოხალისეთა არმია ქალაქის მისადგომებს ამაგრებს. ,,სლავიანსი და კრამატორსკი უკრაინის არმიამ დატოვა, ჩვენი მოულოდნელი დისლოკაციის გამო, უკრაინის ,,სადამსჯელო კომიტეტმა” სტრატეგია შეცვალა და ,,გესტაპოს” ქვედანაყოფებს გორლოვკისაკენ და დონეცკის მიმართულების სასწრაფოდ გადასროლის ბრძანება მისცეს” აცხადებს ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაური.