დონბასში ამბოხებულები დონეცკის მიმართულებით დაიძრნენ

detail_8eb4d3466d1f864ef3f1401f2e5d650a

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებული მებრძოლების სამხედრო ტექნიკა, რომლებმაც სლავიანსკის და კრამატორსკის ალყის გარღვევა მოახერხეს, დონეცკის მიმართულებით დაიძრა. ინფორმაციას სააგენტო УНН ავრცელებს. თვითმხილველთა თქმით ,,ამბოხებუბულების შეიარაღებაში მძიმე ტექნიკა ორ კოლონადაა წარმოდგენილი. 20 ერთეული ტანკი, 200-ზე მეტი სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილებისგან შემდგარი კოლონა დონეცკის მიმართულები გადაადგილდება” აცხადებენ ადგილობრივები. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მასირებული შტურმის მიუხედავად ამბოხებულებმა სლავიანსკის ალყის გარღვევა შეძლეს და კრამატორსკის მიმართულებით აიღეს გეზი. ქვეყნის პრეზიდენტმა სლავიანსკი გათავისუფლების აღსანიშნავად სამხედრო უწყების მებრძოლებს ქალაქის თავზე უკრაინული დროშის აღმართვა დაავალა.